1 დღის წინ
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან
1 დღის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით
2 დღის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
2 დღის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
2 დღის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს

Archive for მარტი 10th, 2020

იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს

იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება , – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად[სრულად…]

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა, რის შესაბამისადაც დავალება უკვე მისცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, თუმცა აღნიშნულში მათ კერძო[სრულად…]

2020/03/10 რელიგია
საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს

საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს

საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საპატრიარქოს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ გეგმავს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი[სრულად…]

2020/03/10 რელიგია
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. „პაციენტების ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია და გრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი[სრულად…]

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ. იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება. “საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით გუშინ საბოლოოდ შეთანხმდა ეს გადაწყვეტილება.[სრულად…]