Archive for ივნისი 15th, 2020

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარ-ტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე,[სრულად…]

პაატა იმნაძე- საქართველოს რკინიგზა დღეს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია

პაატა იმნაძე- საქართველოს რკინიგზა დღეს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა და მატარებლით მგზავრობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. „იქ გაცილებით უფრო მარტივია მგზავრების კონტროლი, სახელობითი სიებით არის ბილეთები. ასე რომ, რკინიგზა ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო“,- დასძინა პაატა იმნაძემ. მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა.[სრულად…]

ამირან გამყრელიძე – არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, ეს საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას, არც არჩევნებს, მაგრამ თუ „ავიშვით“, ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მისაღები

ამირან გამყრელიძე – არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, ეს საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას, არც არჩევნებს, მაგრამ თუ „ავიშვით“, ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მისაღები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას ის რეკომემდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის გაცემული. გამყრელიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანამ კორონავირუსის მეორე ტალღა თავიდან აირიდოს. „თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ მეორე ტალღაში შეიძლება, არ შევიდეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ იქნება ის[სრულად…]

ამირან გამყრელიძე – ვიმოგზაუროთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ამირან გამყრელიძე – ვიმოგზაუროთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველამ უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, წელს, შიდა ტურიზმს უნდა მიეცეს მეტი სტიმული, რათა მეტმა ქართველმა იმოგზაუროს. თუმცა, ამავე დროს გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობის დროს რეკომენდაციები დაიცვან. „ტურიზმის გახსნა აუცილებელია, ჩვენ, თითოეულმა თქვენგანმა ზაფხულში[სრულად…]

17 წლის ლუკა ჯიჯიეშვილმა ნიუ იორკის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა

17 წლის ლუკა ჯიჯიეშვილმა ნიუ იორკის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა

წარმატებისა და მიზნების ასრულების ეტაპი ყველასთვის განსხვავებულად იწყება და ის სხვადასხვა ასაკს უკავშირდება. გააზრებულად თუ მის გარეშე, ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს ჩვენს ცხოვრებაში და მივყვებით მას. ლუკა ჯიჯიეშვილს წინსვლის საკუთარი ამბავი აქვს. დღეს ის 17 წლისაა და წარმატების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. მიუხედავად იმისა, რომ მას  მომავალი პროფესია გადაწყვეტილი არ აქვს,[სრულად…]

2020/06/15 პერსონა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და 704-ს შეადგენს. ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს[სრულად…]

სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის დადგენილება

სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის ადგილები, სადაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით. გარკვეულ სივრცეებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების[სრულად…]