რელიგიის ცნებას ოცსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ისმომდინარეობს ლათინური სიტყვიდან დაუკავშირდება სხვადასხვა ავტორებს. ერთი მასმოიაზრებს როგორც “რელიგერე”, რაც ნიშნავსშეერთებას უზენაესსა და მიწიერ არსებას შორის. რელიგია არის შემეცნება ღმერთისა და მასთანკავშირის განცდა. საიდანაც კი დაიწყებს მეცნიერებაადამიანის, როგორც ადამიანად მოაზრებას, იქიდანიწყება მისთვის რელიგიის არსებობა. საჭიროაღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი? ადამიანი არის რა ქმნილება ღვთისა, მის გარეშეარსებობა არ შეუძლია. ღმერთმა ადამიანი შექმნა დადაამკვიდრა სამოთხეში, უშუალოდ ესაუბრებოდამას, ჰქონდა კავშირი. დაცემის შემდეგ ღმერთსა დაადამიანს შორის კავშირი წყდება. სამოთხისა დაღვთის შესახებ ცოდნა ადამიანს გენეტიკურადგადაეცემოდა; ებრაელ ერში ეს ხსოვნა უფროძლიერი იყო და იგი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოებისმატარებელი ერი; სხვა ხალხში ღვთის ხსოვნაშედარებით სუსტია, თუმცა მისწრაფება ღვთისაკენყველა ერს აქვს და ყველა მათგანი ეძებს დაკარგულიკავშირის აღდგენას. (ჭეშმარიტება ყველა ერსმიეწოდებოდა და მიეწოდება თანაბრად, მაგრამვინც აღმოჩნდება ამის მიმღები, ის მიიღებს მას, მსგავსად მზისა _ ის მოეფინება ნახნავებსაც დანაგავსაც). ეს არის ერთ-ერთი საფუძველი რელიგიისარსებობისა. რელიგია ხსნის სარკმელს მიღმიერისამყაროსკენ, ე.ი. ურთიერთობას ღმერთსა და კაცსშორის აქვს ღრმა საფუძველი თვით ადამიანისარსებობაში, მის სულსა და გონებაში. არ არსებობსერი, რომ არ სწამდეს ღმერთი, სხვა საკითხიარამდენად ჭეშმარიტია ეს ღმერთი. მაცხოვრისგანკაცებამდე, სანამ გაცხადდებოდა ჭეშმარიტება, წარმართები თაყვანს სცემდნენ ბუნების საგნებს დამოვლენებს. აქ მთავარი მომენტი არისთაყვანისცემა. თვით წარმართებსაც კი სულისსიღრმეში სურვილი ჰქონდათ კავშირიდაემყარებინათ ღმერთთან, მაგრამ რადგანაცხსოვნა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ბუნდოვანი იყო, ამიტომ იგი ბუნებას აღმერთებდა. მაცხოვრისგანკაცების შემდეგ, სახარება იქადაგეს დაქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად იქნააღიარებული. მასალა მოამზადა : თორნიკე ყრუაშვილმა