საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ახალი ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ფერმერები და ვეტერინარი ექიმები დროის უმოკლეს მონაკვეთში, ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ. სისტემაში ჩართული ფერმერები სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებითაც ისარგებლებენ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო. ახალ სისტემაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება და 2018 წელს დასრულდება.