საქველმოქმედო კონცერტს ტექსასის შტატში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი 5 პრეზიდენტი შეუერთდა. კონცერტი ტექსასის ქარიშხლებისგან დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად ჩატარდა.

ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უფროსი და ჯიმი კარტერი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ, კონცერტზე 31 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. პრეზიდენტებმა სცენაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულეს. საქველმოქმედო საღამოს  ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დასწრებია, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფასებს ყოფილი პრეზიდენტების საქციელს და მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ და ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

კონცერტზე შემომწირველ ადამიანათა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა. საქველმოქმედო საღამოზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუთივე ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც ქარიშხლების შედეგად დაზარალებული ადამიანებს დაეხმარება და მათთვის თანხების მოძიებას მომავალშიც განაგრძობს.

სტიქიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიაყენა, ქარიშხლებმა ჰარვიმ და ირმამ ქალაქი ფლორიდა რამდენიმე დღის განმავლობაში მთლიანად დატბორა, დაიღუპა ათობით ადამიანი, ასობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.

ნათია კეკენაძე

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები