ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი The Telegraph მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და იდუმალებით მოცული ხელნაწერი წიგნების ჩამონათვალს გვთავაზობს.

გარიმას ორი სახარება – 330-650 წლები

აფრიკელი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციები – გარიმას ორი სახარება, 1950 წელს სახარება ხელოვნების ისტორიის სპეციალისტმა ბეატრის პლეინმა აღმოაჩინა, ამჟამად ის ეთიოპიაში, წმ. გარიმას სახელობის მონასტერში ინახება. ლეგენდის თანახმად, 330 – 650  წლებში, წმინდა გარიმამ სახარება ერთ დღეში გადაწერა გეეზის ენაზე. პირველ წიგნში 348 გვერდი და 11 ილუსტრაციაა, ყდა დამზადებულია დაფებისგან (თაფლის ზედაპირით), მეორე წიგნი 322 გვერდს და 17 მინიატურისგან შედგება. და შეიცავს სახარების დამწერთა ოთხ ილუსტრაციას.  ყდა დამზადებულია ვერცხლისგან.

პოპოლ ვუ – დაახლოებით, 1550 წელი

სევილიაში დაბადებულმა ისტორიკოსმა, ბერმა ფრანცისკო ხიმენესმა 1702 წელს შემთხვევით, ჩიჩიკასტენაგოს ტაძარში, მაიას წმინდა წიგნი პოპოლ ვუ (Popol Vuh) აღმოაჩინა. ხელნაწერში, დაწვრილებით არის აღწერილი მაიას ისტორია სამყაროს შექმნის დღიდან, ასევე გადმოცემულია, წარმოდგენები სამყაროსა და პირველი ადამიანის შექმის შესახებ. ხელნაწერში ვხვდებით ჩვენთვის კარგად ნაცნობ ისტორიას, ღმერთების მიერ ენების არევის  შესახებ,რამაც  ხელნაწერის მიხედვით, მსოფლიო ტომებს შორის არეულობა გამოიწვია.

სინაის კოდექსიჩვ.წ.აღ.-მდე IV საუკუნე

წიგის პირველი 43 გვერდი, სინაის ნახევარკუნძულზე 1844 წელს გერმანელი მეცნიერის კ. თიშენდორფის მიერ  წმ. ელენეს სახელობის მონასტრის ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი. წიგნის თეთრ პერგამენტზე აღწერილია ძველი აღთქმის არასრული ტექსტი, ახალი აღთქმა სრულად  „ბარნაბას გზავნილი“ და  „მწყემსი“. 1933 წლამდე ხელნაწერი რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა, შემდგომ ბრიტანეთის მუზეუმს გადააბარეს.

ალმასის სუტრა – 868 წელი

ალმასის სუტრა, 5 მეტრის გრაგნილია რომელიც 1900 წელს არქეოლოგმა მარკ სტეინმა პაგაოს გამოქვაბულში, ქალაქ დანჰუანთან ახლოს აღმოაჩინა. გრაგნილი მსოფლიოში მეორე ბეჭდური წიგნია, რომელიც ბუდიზმის საწყისების ტექსტს შეიცავს. ნამუშევარი შესრულებულია ქსილოგრაფიის (ხეზე ან სხვა მასალაზე კვეთა)  მეთოდით. წიგნი ექვს გრაგნილისგან და ერთ გრავიურისგან შედგება, რომელზეც ბუდაა გამოსახული.წიგნი დაწერილია ვან ცზის მიერ, იგი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში.

ვედები – ძვ. წ. 1500-1000 წლები

უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსის წიგნები. ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას.  ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, იგივე „ინდუიზმის ბიბლია“.

ნათია კეკენაძე

გაზიარება