თბილისის წიგნის დღეები 2018, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა მიიღებს. ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა, 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ. თბილისის წიგნის დღეები დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, ლექციებითა და სემინარებით. ბავშვებისთვის კი მოეწყობა სპეციალური სამკითხველო და გასართობი სივრცეები.