• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია

8 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი “შემოსავლიანი სახლი” უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით.

შენობის მაღალი, ფართოვიტრინებიანი პირველი სართული ქვით არის რუსტრირებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. შენობის გარე ფასადის დეკორატიული სამკაული – ქვის კვეთილი გირლანდები და სკულპტურული რელიეფებიც მოდერნის სტილშია შესრულებული. მათი ავტორი ჩეხი მოქანდაკე ა. ნოვაკი გახლავთ.

ნაგებობას სწორხაზოვანი და მორკალული ფორმის კარნიზები აგვირგვინებს. მ. ჯავახიშვილის ქუჩის კუთხეზე გამავალ ნაწილს ორი მცირე გუმბათი ასრულებს.

სახლის უკანა მხარე მთლიანად თბილისური ტრადიციული ხის აივნებითაა შემკული, რაც ამ ისტორიული ძეგლის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე აშენდა და ამიტომ რამდენიმე დონე ჰქონდა. დამატებით სირთულეებს აშენების პროცესში მიწისქვეშა წყლები ქმნიდა. პირველად კავკასიაში გამოყენებულ იქნა უნიკალური ტექნოლოგია: შენობის საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში იყო გაკეთებული, რომელმაც მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა შენობა და სიმყარე შემატა მას. კედლები საგანგებოდ გამომწვარი აგურითაა აშენებული.

ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე კი მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცის 25 წლის გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა.

გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისში ძალიან მდიდარი კაცი – მელიქ აზარიანცი გამოჩნდა. მან საცხოვრებლად ზემელზე (როგორც წინათ უწოდებდნენ) შეარჩია ერთი ადგილი და გადაწყვიტა, იქ აეშენებინა თავისი სახლი.

მოედნისა და სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა უნდა ჰქონოდა. მან არქიტექტორს პროექტის გაკეთება დაავალა, ხოლო თვითონ ტერიტორიის გასუფთავებას შეუდგა.

თავისი მსახურები იმ ადამიანებს მიუგზავნა, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ადგილას ცხოვრობდნენ. უმეტესობა მათგანი ღარიბი იყო. აზარიანცი მათ 300 ოქროს უხდიდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. მის პირობებს ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა. იგი არაფრის დიდებით არ თმობდა თავის დაბრეცილ ჯიხურს, სადაც მთელი დღეები იჯდა და ფეხსაცმელების შეკეთებით იყო დაკავებული.

აზარიანცმა მას 500 ოქრო შესთავაზა, მაგრამ მისი დაყოლიება ვერაფრით შეძლო. საბოლოოდ მეწაღის სიჯიუტეს შენობის ნაწილი შეეწირა. არქიტექტორი იძულებული გახდა, რომ თავისი წინა ჩანაფიქრი, – მოედნის მხარეს სახლის მომრგვალებული კედელი – სწორი კედლით შეეცვალა.

ლეგენდის თანახმად, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული. მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მთავრობის უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა.

იმ პერიოდში ღვინო ძალიან იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სამშენებლო მასალებში წყლის მაგივრად ღვინო იქნა გამოყენებული. ამ საქციელით მან მთავრობასაც გასცა საკადრისი პასუხი და გლეხებიც ასარგებლა.

ყველაზე საინტერესო კი შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბები ყოფილა, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, იმ სეიფის არსებობა მის გარდა არავინ იცოდა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. სხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული.

Share3Tweet2

ახალი ამბები

ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს
ახალი ამბები

ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ახალი ამბები

,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

11/18/2026
3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო
ახალი ამბები

3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

11/17/2026

საინტერესო

“არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია”

“არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია”

10 years ago
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ 

4 years ago
მთელი საქართველოს მასშტაბით  სკოლების შეშით მომარაგება დაიწყო

მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების შეშით მომარაგება დაიწყო

9 years ago
ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან

ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან

11 years ago

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია
ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია

11/20/2026

ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია | კვირის პალიტრა მის მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ნანგრევებში მისი...

მეტის ნახვაDetails
“5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო… თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოცხალს იპოვიდნენ” – რას ჰყვება ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას შეწირული ოჯახის ახლობელი?

“5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო… თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოცხალს იპოვიდნენ” – რას ჰყვება ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას შეწირული ოჯახის ახლობელი?

11/19/2026
“ჩემი მეგობარია, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს, დედა ვეღარ – თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა“ – ცნობილია ფონიჭალაში, დაღუპულთა ნაწილის ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები?

“ჩემი მეგობარია, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს, დედა ვეღარ – თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა“ – ცნობილია ფონიჭალაში, დაღუპულთა ნაწილის ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები?

11/19/2026
მეხუთე ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ 3 წლის თაიას და არის – ახალი დეტალები ფონიჭალიდან

მეხუთე ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ 3 წლის თაიას და არის – ახალი დეტალები ფონიჭალიდან

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია 11/20/2026
  • “5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო… თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოცხალს იპოვიდნენ” – რას ჰყვება ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას შეწირული ოჯახის ახლობელი? 11/19/2026
  • “ჩემი მეგობარია, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს, დედა ვეღარ – თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს ეძახდა, მაგრამ მერე დაიკარგა ხმა“ – ცნობილია ფონიჭალაში, დაღუპულთა ნაწილის ვინაობა: რას ჰყვებიან ახლობლები? 11/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by