• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ ეუბნება საქართველო „არას“ სექსუალურ განათლებას.

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რატომ ეუბნება საქართველო „არას“ სექსუალურ განათლებას.
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სექსუალური განათლება არამხოლოდ საჭირო ინფორმაციად, არამედ სკოლაში აუცილებლად გასავლელ კურსად ითვლება. ისქვეყნები, სადაც სექსუალური განათლება ისწავლება, უფრო დაცულია ნაადრევი ქორწინებებისგან და დაუგეგმავი ფეხმძიმობის შემთხვევებისგან. ნაკლებიასქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სტატისტიკა.

მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა და სხვადასხვა სტატისტიკისა, საქართველოში სექსუალური განათლება რჩება ტაბუდადებულ თემად. სექსუალური განათლების მოწინააღმდეგეები ძირითადად ერთ არგუმენტს იყენებენ – „ ჩვენ არ გვქონდა განათლება, თუმცა – როგორც ხედავთ, გვყავს შვილები და არაფერი დაგვიკარგავს.“

UNESCO – ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით, ხატია ახალაიამ ონლაინ პლატფორმის დახმარებით სექსუალური განათლების სალექციო კურსის ჩატარება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ხატიას უმთავრესი  მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება და იმ პრობლემების პრევენცია, რომლებიც შესაძლოა სექსუალური განათლების ნაკლებობამ გამოიწვიოს, მან საპასუხოდ მიიღო აგრესია და მუქარა გაუპატიურებით.  გაკვეთილების ავტორი ჩვენთან საუბრობს იმ მიზეზებზე, რომლებმაც უბიძგეს დაეწყო სალექციო კურსი:

„ადამიანებს, რომელთაც სჯეროდათ ამ საკითხების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნება და  აუცილებლობა განსაკუთრებით  ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც ამ ტიპის განათლების არ არსებობა უამრავ პრობლემას იწვევს, იწყებდნენ თავიანთი წვლილის შეტანას ამ ძალიან რთულ პროცესში, თუმცა მათ არასდროს ჰქონდათ მხარდაჭერა ადგილობრივი მთავრობისგან რომლებიც  სექსუალური განათლების ინსტრუმენტალიზებით იყვნენ დაკავებული… ბავშვობაში მახსოვს პატარა ბროშურა დაიბეჭდა, რომელიც სექსუალური განათლების საკითხებს მოიცავდა ბავშვისთვის გასაგებ ენაზე-ილუსტრაციებით, საკმაოდ კარგი ბროშურა იყო, მიუხედავად ამისა  ულტრამემარჯვენეებმა დაარბიეს გამომცემლობა და  საჯაროდ დახიეს წიგნები, არავინ დაუსჯიათ …

გვინდოდა შეგვექმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოზარდებს საშუალებას მისცემდა წარმოდგენა შექმნოდათ სექსუალური განათლების უმარტივეს საკითხებზე. ჩვენ სპეციალური გადამზადება გავიარეთ საერთაშორისო ექპერტებთან, ფსიქოლოგებთან, ექიმებთან და ვეცადეთ ჩვენი რეალობისთვის და საჭიროებებისთვის მოგვერგო, ორგანიზაციაში დავნერგეთ საერთაშორისო სტანდარტი რომელიც თავად გკარნახობს რომელი ასაკისთვის რა ტიპის ინფორმაციაა რელევანტური,  თუმცა ჩვენ ეს ასაკი დავწიეთ.

კითხვაზე, თუ რა რისკებთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა მოზარდს არ აქვს ინფორმაცია სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებით – ხატია გვპასუხობს : „პუბერტატის პერიოდი  ადამიანის განვითარების პროცესში ეს ერთ-ერთი რთული ეტაპია, ამიტომ აუცილებელია მოზარდი დეტალურად ინფორმირებული შეხვდეს ამ პერიოდს. ჰორმონალური აფეთქება რომელიც ამ ასაკს ახასიათებს, ხშირ შემთხვევაში მოწყვლადს ხდის ბავშვს  სექსუალური  ძალადობების მიმართ. ამიტომაცაა აუცილებელი სექსუალური განათლება, რათა გავაძლიერით მოზარდი, რომ ძალადობის შემთხვევაში დროულად ითხოვოს შველა. სექსუალობა დაბადებიდან გვაქვს, შესაბამისად – ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა მიიღოს კომპლექსური ინფორმაცია გარდატეხის თავისებურებებზე, როცა მშობელი, სკოლა ამას ვერ აკეთებს, ბუნებრივია ირღვევა ბავშვის უფლება.
აუცილებელია, საერთაშორისო ექსპერტთა მიერ გადამზადდნენ ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც ეს საკითხები ღირებულებაა. მათ უნდა ჰქონდეთსწორი სტრატეგია ამ მიმართულებით, რათა რეალური, საერთაშორისო დონეზე ნაცადი-  აღიარებული უალტერნატივო მეთოდი დავუპირისპიროთ და ბავშვთა მიმართ ძალადობების, სგგი-ების შემთხვევებისა და ორსულობების პრევენცია მოვახდინოთ.“

-ხატია,  სიმართლეა, რომ სიცოცხლის მოსპობითა და გაუპატიურებით გემუქრებოდნენ?

-სამწუხაროდ, სიმართლეა.10 თვის წინ განვაცხადეთ, 15 მდე ადამიანი ფორმალურად გამოიკითხა.ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის ლიდერი (გურამ ფალავანდიშვილი) გამოკითხვის დასრულებისთანავე აგრძელებდა მუქარებს “ლაივ რეჟიმში” პირდაპირ პოლიციის შენობის წინ.მთავრობის ხელში სექსუალური განათლება ინსტრუმენტია, (ეს რიგ შემთხვევებში ბლოკავსორგანიზაციების მიერ გაწეულ შრომას) ამას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ვუჩივლეთ 50-მდე ადამიანს, აქედან 35 ოფიციალური სამთავრობო ტროლ-ბოტი აღმოჩნდა. ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და საზოგადოების ნაწილის აჟიტირებას იწვევდნენ ჩემი მისამართით.

გამოხმაურებები კარგი მარკერი აღმოჩნდა იმისა, რომ გაგვეგო მიმდინარე მთავრობისა  და საზოგადოების განწყობები. ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება გვქონდა რეგიონებიდან, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისგან, საქართველოში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან, რასაც ამ ფონზე არ ველოდით.

ხატია ახალაიას გაკვეთილების შესახებ უკუკავშირი ორგვარი იყო : ზოგი მას პირად შეურაცხყოფას აყენებდა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა , ზოგი კი მეტ აქტიურობასა და გაკვეთილების გაგრძელებას სთხოვდა. ამ პროცესში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოფიო კილაძემ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ხატია ახალაიას ცნობილმა ონლაინ გაკვეთილებმა, სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში“.

რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, არის ის, რომ სოფიო კილაძის განცხადების შემდგომ მოიმატა მუქარებმა და გამოძიება ფაქტობრივად შეჩერდა. მისი  განცხადება დასტურია იმისა, რომ მთავრობა ინტრუმენტად იყენებს ძალიან სენსიტიურ საკითხს, რომელიც  ბავშვებს და ჩვენს მომავალს ეხება.სამწუხაროა რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტს ჰყავს ასეთი თავჯდომარე, რომელიც თავად აკეთებს ადამიანის უფლებებში მომუშავე აქტივისტთა მიმართ ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, თან ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან…

მიუხედავად ფსიქოლოგიური წნეხისა და გაუთავებელი მუქარისა, ხატია ახალაია დღემდე აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას.

ჩემი საქმიანობა ჩემი ღირებულებაა, მე ის ვარ, რასაც ვაკეთებ. მოტივაციას მაძლევენ ის მოზარდები, რომლებიც თითქმის ყოველ დღე მომმართავენ რჩევებისა თუ დახმარებისთვისთვის. ვისმენ არაერთ შემზარავ ისტორიას მოზარდთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და ამ ყველაფრის ფონზე მათ არავინ აფრთხილებს, არ აძლიერებს იმგვარად,რომ ჰქონდეთ დაცულად ცხოვრების შესაძლებლობა, რისი გარანტიაც ყოვლისმომცველი, კომპლექსური სექსუალური განათლება გახლავთ“.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება მუშაობას იწყებს”

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება მუშაობას იწყებს”

12 years ago
სსმ-ის ბორდის შესარჩევი კონკურსი, შესაძლოა, ხელახლა გამოცხადდეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში ცხრიდან ექვსი ადგილი კვლავ ვაკანტურია

13 years ago
მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

10 years ago
CNN: პუტინი ტრამპთან თანამშრომლობისთვის ემზადება – რა სურს სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტს?!

CNN: პუტინი ტრამპთან თანამშრომლობისთვის ემზადება – რა სურს სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტს?!

9 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by