• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„როცა ჩემი თანატოლები  ბურთს თამაშობდნენ, მე ყველის კეთებით ვიყავი დაკავებული“ – მცირე მეწარმე, რომელიც საწარმოს და ფერმას ოჯახთან ერთად უძღვება 

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„როცა ჩემი თანატოლები  ბურთს თამაშობდნენ, მე ყველის კეთებით ვიყავი დაკავებული“ – მცირე მეწარმე, რომელიც საწარმოს და ფერმას ოჯახთან ერთად უძღვება 
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი გარემო და ყოველდღიურობა გვაძლევს ბიძგებს, ავირჩიოთ საყვარელი საქმიანობა და მივყვეთ მას. სწორედ ასე იწყება ქეთევან ბოლქვაძის პროფესიული ისტორია, რომელიც რძის პროდუქტების საწარმოს შექმნასა და მის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ქეთევანის ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამ დროს მის ოჯახს საწარმოს შექმნაზე არც უფიქრია. თუმცა, ამის საჭიროება ნელ-ნელა დადგა და იდეა წარმატებული აღმოჩნდა – საწარმო არაერთი სახის რძის პროდუქტს აწარმოებს. საკუთარ მიზნებზე, საყვარელ საქმიანობასა და გეგმებზე ქეთევან ბოლქვაძე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


 
როგორ დაიწყეთ საქმიანობა?


დაახლოებით, 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ  წამოიწყო ეს საქმიანობა, თუმცა, არავის არ გვქონდა იმის ამბიცია, რომ საწარმო გვექნებოდა. უბრალოდ, ეს იყო ოჯახის ერთ-ერთი შემოსვლის წყარო, დროთა განმავლობაში  მიყვარდებოდა ეს საქმე.  როცა ჩემი თანატოლები  ბურთს თამაშობდნენ, მე ყველის კეთების პროცესით ვიყავი დაკავებული, თუმცა, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებდა, დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ საჭირო იყო, ჩვენი ფერმა გაგვეფართოებინა, საწარმოსთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და 2018 წელს  უკვე  დავიწყეთ ლიცენზირებული პროდუქციის წარმოება. დღემდე   ვცდილობ, გავაფართოო ჩემი ბიზნესი და უფრო და უფრო კარგი ხარისხის პროდუქცია შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს,   გასულ წელს არსებული ფერმაც გავაფართოეთ და დღეს უკვე  პატარა ფერმერიც ვარ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი, რომ არა ჩემი ოჯახი, მათი გვერდში დგომა და ის სტიმული, რომ თუ ვისწავლიდი და სიყვარულით მივუდგებოდი  საქმეს, ყველაფერი გამომივიდოდა.


 
ამ ყველაფერს ვისთან ერთად უძღვებით?


ფიზიკურად შეუძლებელია, საწარმოს და ფერმას მარტო გაუძღვე, მით უმეტეს მაშინ, როცა განვითარების ეტაპზე ხარ და თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, ჩემ  გვერდით დგას ჩემი ოჯახი, რომელიც  მეხმარება და ნებისმიერ დროსა და საკითხში მხარს მიჭერს.


 
როგორ შეაფასებთ – გაამართლა თქვენმა იდეამ?


დიახ, თუ არ ჩავთვლით იმ პრობლემებს, რასაც გზა და გზა ვაწყდები, საკმაოდ რთულია – იყო მეწარმე და პასუხისმგებლობას იღებდე შენს ნაწარმზე – რომელიც უნდა იყოს სასარგებლო, ჯანსაღი და ხელმისაწვდომი. მაგრამ ვფიქრობ,  რომ ეს ყველფერი ღირს და ეტაპობრივად მივალ საბოლოო მიზნამდე.


 
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიახლეები – ხშირად სთავაზობთ მომხმარებლებს მათ?


მრავალფეროვნება და სიახლეები ჩემთვის ენერგიის წყაროა, იმდენად მიყვარს ახალ-ახალი რაღაცეების დატესტვა, შექმნა – რომ ეს ყველფერი  სიხარულს მანიჭებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც კია წარმოებაში – არ უნდა მოდუნდე, მუდმივად უნდა ვითარდებოდე.  სწორედ ამიტომ   გადავწყვიტე აჭარული ტრადიციული “ყურუთის” წარმოება. ძალიან დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რომ დამეტესტა და ძველი ტრადიცია გამეცოცხლებინა. შარშან ზაფხულს უნდა  დამეწყო წარმოება, თუმცა, დაფინანსება ვერ მოვიპოვე და, სამწუხაროდ, ფინანსები არ მეყო. ამიტომ,  დროებით შევაჩერე, თუმცა, დღესაც აქტიურდ ვცდილობ, რომელიმე  პროექტით მოვიპოვო დაფინანსება, რომ ჩემს ოცნებას ფრთები ბოლომდე შევასხა.

ShareTweet

ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

11/24/2026
„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი
ახალი ამბები

„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი

11/23/2026
„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე
ახალი ამბები

„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

11/23/2026
ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026
„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე
ახალი ამბები

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები
ახალი ამბები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026

საინტერესო

პროკურატურამ გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის საქმე გახსნა

13 years ago
სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

ყველში აღმოჩენილი ქვის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუპერმარკეტი დააჯარიმა

11 years ago

50:6 – “ბორჯღალოსნებმა” გერმანიის ნაკრები დაამარცხეს

10 years ago
„ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს“ – ვახტანგ ჭარაია

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაურთულებს სიგარეტის მოხმარებას სკოლის მოსწავლეებს“ – ვახტანგ ჭარაია

10 years ago

ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

11/24/2026

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

მეტის ნახვაDetails
„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი

„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი

11/23/2026
„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

11/23/2026
ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის 11/24/2026
  • „მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი 11/23/2026
  • „12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე 11/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by