• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოლიტიკური სიმეტრიის კანონი, ანუ რატომ გავს კო(ჰ)აბიტაციური ეკონომიკის 10 თვე პოსტშევარდნაძისეულ 12–ს

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
პოლიტიკური სიმეტრიის კანონი, ანუ რატომ გავს კო(ჰ)აბიტაციური ეკონომიკის 10 თვე   პოსტშევარდნაძისეულ 12–ს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

misha-22013 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2014 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, “თბილისი თაიმსს” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა ესაუბრა.

მიხეილ დუნდუა: „გასული წელი ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გამოდგა. ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა, ლარი გაუფასურდა, ხოლო უმუშევრობას რა დაემართა ჯერ–ჯერობით ზუსტად არ ვიცით.

მაგრამ მოდით გავაანალიზოთ ის, რაც ზუსტად ვიცით და რისი დაკვირვებაც ახლა შეგვიძლია.

დავიწყოთ ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით. 2012 საარჩევნო წელს წელს ეკონომიკა 6,2%–ით გაიზარდა. მაშინ როცა 2011 წელს ზრდა 7,2%, იყო, ხოლო 2010 წელს 6,3%. ანუ 2012 წლის ეკონომიკური ზრდა ყველაზე დაბალი იყო ბოლო სამი წლის მანძილზე.  2013 წლისათვის ეკონომიკური ზრდა 6%–ით იყო ნავარაუდევი საქართველოს როგორც  ყოფილი, ისე ახალი ხელისუფლების მიერ, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.  კიდევ ერთხელ მივაპყრობ ყურადღებას ამ ადრე დაპროგოზებულ 6 პროცენტზე. ეს ვარაუდი, რომც გამართლებულიყო, იგი იქნებოდა ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, 2008–2009 კრიზისული წლების გამოკლებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%–მდე არასდროს დაცემულა.

მაგრამ დღეს ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე 3%–ის ფარგლებში მოძრაობს. ერთი შეხედვით ვითარება საგანგაშოა, თითქოს ყველაფერი სისტემურ კრიზისზე მიგვანიშნებს, მაგრამ ეს ასე არ არის, რატომ? ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ, უნდა გავავლოთ პარალელი ვარდების რევოლოციის სათავეებთან, გადავინაცვლოთ 10 წლით უკან 2003–2004 წლებში.

 პოსტრევოლუცია SV კო(ჰ)აბიტაცია

 2003 წელს როდესაც ქვეყანას შევარდნაძის მთავრობა ბოლოჯერ მართავდა ეკონომიკის ზრდის ტემპი 11,1% იყო, ხოლო 2004 წელს, ანუ  ვარდების რევოლუციის შემდეგ, უცბათ 5,5%–ი (!) გახდა. ანუ, ტემპი განახევრდა, ზუსტად ისე, როგორც  შარშან მოხდა,– 6%–ის ნაცვლად 3%.   მაგრამ მაშინ, 2004–ში არც კო(ჰ)აბიტაცია გვქონდა, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირიც“ საერთოდ დაიშალა, აჭარაც სწრაფად განთავისუფლდა, ბიუჯეტიც ძალიან გაიზარდა, კორუმპირებული ჩინოვნიკები დაიჭირეს… მოკლედ ერთი შედხედვით ყველა წინაპირობა იყო, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი  2003 წლის მაჩვენებელზე მეტი თუ არა, ნაკლები მაინც არ ყოფილიყო. მაშ რა მოხდა? ის მოხდა, რომ, როდესაც ერთი პოლიტიკური რეჟიმი მეორეთი შეიცვალა, ძველი რეჟიმის წარმომადგენელმა შეშინებულმა ეკონომიკურმა აქტორებმა ეკონომიკური აქტიურობა შეწყვიტეს და გაჩერდნენ. ძველმა საქმოსნებმა თავიანთი წილები ახლებს გადაუფორმეს და ამ შიშნაჭამ გადაფორმებებში 2004 წელიც დასრულდა. შემდეგ 2005 წლიდან ეკონომიკა ისევ გამოცოცხლდა და ზრდამ 9%–ს გადააჭარბა(9,6%).

აი, რაც შეეხება 2013 წელს, ამ დროს ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო დრამატული და რისკიანი იყო ვიდრე 2004–ში. გავაანალიზოთ ფაქტები: 2012 წლის არჩევნებში ოცნებამ გამაირჯვა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, კვლავინდებურად დიდი ძალაუფლება დარჩა პრეზიდენტ სააკაშვილს, პირველ თვეებში არსებობდა რისკი, რომ სააკაშვილი საგაზაფხულოდ მთავრობას დაითხოვდა. არსებობდა საბოტაჟის საფრთხე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ძველი და საეჭვო კადრები, განსაკუთრებით პროკურატურაში, კვლავინდებურად რჩებოდნენ; სასამართლო ძალაუფლებაც მნიშვნელოვანწილად ნაციონალების გავლენის ქვეშ მოიაზრებოდა; წინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელსაც პრაქტიკულად ძველი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებდა; ძველი ხელისუფლების პოლიტიკურ კონიუქტურას დაქვემდებარებული ბიზნეს წრეები დაანონსებული „სამართლიანობის აღდგენის“ შიშის ქვეშ ეკონომიკურ აქტიურობისაგან თავს იკავებდნენ, ზოგი საქართველოდან საერთოდ გაიქცა (მაგალითად, კეზერაშვილი), ზოგი დარჩა და ახალ ხელისუფლებასთან „ჩასასტავებას“ ცდილობდა „ეკონომიკური დუმილის რეჟიმში“.

ამიტომაც იყო, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა  მხოლოდ 2,4%–იყო, მეორეში ზრდის ტემპი (და არა ეკონომიკა) შემცირდა 1,5%–მდე, მესამეში, ანუ საპრეზიდენტიო არჩევნების გზისპირზე ზრდა კიდევ უფრო შენელდა 1,4%–მდე. ეს ყველაფერი ლოგიკური იყო და ასეც უნდა მომხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საქართველო არ ვიქნებოდით. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესოა ის, თუ რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ.

 კო(ჰ)აბიტაცია დასრულდა ეკონომიკა დაიწყო

კოჰაბიტაცია ოქტომბერში დასრულდა, დასრულდა  და დაიწყო ეკონომიკა. ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ წლიური გაანგარიშებით 7,8%–ი შეადგინა, დღგ–ს გადამხედელთა ბრუნვა 15%–ით გაიზარდა, ეკონომიკამ მკვეთრი გამოცოცხლება დაიწყო, ექსპორტი, რომელიც გასული წლის დასაწყისიდანვე საოცრად კარგი ტემპით იზრდებოდა, კიდევ უფრო დაწინაურდა…  დაააკვირდით! – 2012 წლის ნოემბერში ექსპორტი დაახლოებით 194 მილიონ დოლარს შეადგენდა რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,  2,3%–ით ჩამორჩებოდა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში ექსპორტმა 311 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური გაანგარიშებით 61%–იან ზრდას ნიშნავს –ეს რეკორდია! აი აქ  უკვე ლარის კურსის ვარდნის თემაც შემოდის განსახილველად. ერთი შეხედვით ექსპორტის ზრდა ლარის კურსის გამყარებაზე დადებითად უნდა ზემოქმედებდეს! ეს ასეც არის! (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლარის დაცემა ექსპორტს აძლევს სტიმულს და იმპორტზე უყოფითად მოქმედებს). ბოლო კვარტლის განმავლობაში მართალია, ვაკვირდებით ექსპორტის განუხრელ ზრდას მაგრამ, ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება იმპორტიც. რატომ? იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბოლოს ერთობრივმა მოთხოვნამ, და მოხმარებამ მკვეთრი ზრდა დაიწყო. იმპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც გაიზარდა და ფულად გამოხატულებაში ისტორიულ მაქსიმუმუმს მიაღწია. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი დეფლაციური ფონის მოსახსნელად და ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად კომერციულ ბანკებს ლარს შემცირებული საპროცენტო განაკვეთით აწვდიდა, ამ ფონზე ლარის კურსის ვარდნა სავსებით ლოგიკურია. ისმის კითხვა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლებისაგან ლარის კურსის თვითდინებაზე მიშვების პოლიტიკა? იქამდე, სანამ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს 6%–ს არ მიუახლოვდება. სხვაგვარად ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკისათვის კონტრპროდუქტიული იქნება. ეკონომიკას უნდა დავაცადოთ, დაგვანახოს, სინამდვილეში რა ღირს ლარი! ლარი ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა  პოლიტიკური კონიუქტურის ტყვეობიდან. თუ ექსპორტმა იმპორტთან შედარებით დაწინაურებული ზრდის ტემპი შეინარჩუნა და უფრო გააუმჯობესდა, ვითარება თავისთავად დარეგულირდება ხელისუფლების ჩარევის გარეშეც. ისე, კი სიტუაციას სწორედ ასეთი პირი უჩანს, ლარის კურსი ალბათ არ გაიზრდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვარდნა უკვე აღარ მოხდება. დაველოდოთ, დეკემბრის და იანვრის საგარეო ვაჭრობის შედეგებს და რა თქმაუნდა თანაინვესტირების ფონდის ამუშავებას, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის შეუცვლელი კატალიზატორის ფუნქციას შეასრულებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ექსპორტის ზრდასთან ერთად ლარის გამოჯანმრთელების უებარი წამალია,“ – აღნიშნავს ექსპერტი.

13.01.13

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა

12 years ago
“სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა” – დავით თარხან-მოურავი

“სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა” – დავით თარხან-მოურავი

3 years ago
„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია…” – მარიტა გუტაშვილი

„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია…” – მარიტა გუტაშვილი

3 years ago
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by