საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩვენი ქვეყანა მუდამ ყურედღების ცენტრში იყო და ახლაც ასეა, უმეტეს შემთხვევაში ქვეყანა ორად იყო გახლეჩილი. ერთნი ერთ მხარეს მიიწევდნენ, მეორენი მეორე მხარეს და დღემდე ასე გრძელდება. რუსეთი თუ ამერიკა? ეს ის კითხვაა, რომელიც საქართველოში ხშირად გაისმის და დაპირისპირების საგანიც ხდება. ცოტა ხნის წინ „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართნა “ნატოს” წინააღმდეგ. მათ მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის კი დაპირისპირება მოხდა. იმის გასარკვევად თუ რას წარმოადგენს „ევრაზიის ინსტიტუტი“, რა პრიორიტეტები და გეგმეგი გააჩნია მას „თბილისი თაიმსი“ ევრაზიული ინსტიტუტის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატს გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ „ევრაზიის ინსტიტუტის“ შექმნა?
„ევრაზიის ინსტიტუტი“ შევქმენით პოლიტოლოგების ვიწრო წრემ, კერძოდ მე და გიორგი ვეკუამ 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ძალიან იყო გამწვავებული ქართულ-რუსული ურთიერთობები, მიმდინარეობდა ასე ვთქვათ „ცივი ომი“, და ყველაფერი რაც ქართველ და რუს ერებს აკავშიებს, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკაზე, ასევე კულტურა, ჰუმანიტარული ურთიერთობები ყველაფერი ეს ირღვეოდა. ჩვენ ეს ინსტიტუტი შევქმენით სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისათვის, რაც მნიშვლოვანი იყო იმ დროისათის და გვინდოდა, რომ ეს საზოგადოებას გაეგო. გარდა ამისა ჩვენ ვსწავლობით და ერთადერთი ინსტიტუტი ვართ ვინც ახლაც აგრძელებს დაკვირვებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პილიტიკურ მოვლენებზე. ჩვენ საქართველოში ძალიან ძლიერი ირანისტიკის სკოლა გვაქვს, მაგრამ ირანის პოლოტიკურ სისტემაზე არავინ არ მუშაობს, ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ჰამლეთ ჭიბაშვილი, მან მრავალი სტატიების სერია მიუძღვნა ირანისა და ახლო აღმოსავლეთის თემას. ასე რომ შევეცადეთ ეს ნიშა ჩვენი რესურსებით შეგვევსო.
რა არის თვენი ისნტიტუტის ძირითადი პრიორიტეტები?
ჩვენი ძირითადი პრიორიტრტრბია ქართულ- რუსული ურთიერთობები, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება, საქართველოში, რომ არ მოხდეს სექტების გაძლიერება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ჩვენ ვატარებთ კვლევებს, რადგან გავიგოთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. ვინ აფინანსებს თქვენს ორგანიზავიას? ჩვენ ორგანიზაციას ვაფინანსებთ თავად დამფუძნებლები, კერძოდ: მე და შოთა აფხაიძე, ჩემი კოლეგა და მეგობარი, ჩვენი პირადი სახსრებიდან, რადგან გარკვეული ბიზნეს კავშირები გვაქვს. დიდი დაფინანსება ჩვენ არც გვჭირდება, გვაქვს ერთი უბრალო ოფისი, რამდენიმე კომპიუტერი და აქედან გამომდინე დიდი მოთხოვნები არ გვაქვს.
რა უპირატესობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის ევრაზიულ კავშირს ნატოსთან შედარებით?
ჩვენ ჯერ არ ვართ მომსწრენი, რომ ევრაზიული კავშირი არსებობს და ჩვენ არც ვქადაგებთ, რომ აუცილებლად ევრაზიის კავშირის წევრი უნდა გახდეს საქართველო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს ღია დებატები ამ თემაზე, ყველა სფეროს სპეციალისტი უნდა დაჯდეს ერთ მაგიდასთან და ვისაუბროთ რა პლუსები და მინუსები არსებობს საქართველოსთვის და გამოვიდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არ შეიძლება ავიყვანოთ რელიგიური რწმენის რანგში ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და სხვა ლოზუნგები, რომლებმაც ჩაანაცვლეს კომუნისტური პერიოდის ლოზუნგები: „წინ კომუნიზმისაკენ“და ა.შ. ეს არის „ლოზუნგომაინია“ რაც საქართველოში ხდება. ჩვენ თუ გვინდა,რომ ჩამოვყალიბდეთ ცივილიზებულ ერად და სახელმწიფოდ ამ ლოზუნგებიდან უნდა გამოვიდეთ და ანალიზი ვისწავლოთ. ჩვენ ვქადაგებთ ერთ რამეს, მოდით გავაანალიზოთ. მე მაგალითად არგუმენტებს ვიტყვი ევრაზაზიის კავშირის სასარგებლოდ, სხვა იტყვის საწინააღმდეგოდ, სწორე ამ მოსაზრებების სინთეზი უნდა გახდეს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვუჭერთ მხარს დისკუსიას ამ თემაზე და ეს არ უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. რაც შეეხება დანარჩენს თუ დაიწყება დისკუსია შემდეგ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რა არის ევრაზიის კავშირი და რა არის ევროკავშირი.
როგორია თვენი მოქმედების გეგმა ახალი ხელისუფლების პირობებში?
ჩვენი მოქმედების გეგმა ძალიან მარტივია, ჩვენ მოვქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში, მიდის ჩვენს წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ხდება ნაციონალების მხრიდან. ჩვენ ნორმალუი ურთიერთობა გვაქვს ახალ ხელისუფლებასთან და სწორედ ეს აგიჟებთ მათ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ პოტენციური „მეხუთე კოლონა“, რომლებმაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ზურგიდან მიაყენეს დარტყმა სახელმწიფოს. ეს არის ნაციონალების ავადმყოფური გონების ნაყოფი, ჩვენ არ ვართ სამხედრო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ანალიტიკუი ჯგუფი, რომელიც ახდენს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და ამ აზრის შესწავლის შემდეგ აკეთებს განცხადებებს. ასე, რომ ჩვენი მოქმედება არის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში. სწორედ ისინი ვინც ყვირიან ჩვენს „მეხუთე კოლონობაზე“ ამზადებენ იარაღს, ცივ იარაღს, ცხელ იარაღს, რომ არიონ ქვეყანაში სიტუაცია და არ დაუშვან ქვეყანაში მსჯელობა ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე.
რა კავშირები გაქვსთ რუსეთის სახელმწიფოსთან?
ჩვენ გვაქვს კავშრი რუსეთში ჩვენს კოლეგებთან, ახლახანს გახლდით მოსკოვში, შევხდით პოლიტოლოგიურ ელიტას, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, ასევე შევხვდით დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდენტს, ესენი არიან ძალიან რენომირებული ადამიანები, ექსპერტები არიან სამხედროებიც და პირდაპირ ამ ადამიანების მომსახურებით სარგებლობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათ აზრზსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებს ითვალისწინებენ და ჩვენ ამ ხალხთან დავამყარეთ ურთიოერთობა სავსებით შეგნებულად, გახსნილად, რადგან ეს შედის სწორედ საქართველოს ინტერესებში. რაც უფრო კარგი კავშირები გვექნება რუსეთში, უფრო ადვილად მივიტანთ რუსეთის ხელისუფლებამდე ჩვენს სათქმელს, პრობლემებს და თუ ჩვენი ხელისუფლება ამით ისარგებლებს უფრო მეტი საკონტაქტო არხი იქნება რუსეთთან. სად უფრო მაღალია დამოუკიდებლობის ხარისხი რუსეთსა თუ ამერიკაში? გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. ზოგი ასპექტით ამერიკაში არის უფრო მეტი თავისუფლების ხარისხი, ზოგიერთი ასპექტით კი რუსეთში. ეს არის გემოვნების საკითხი, ეს ხომ არ არის სპორტული შეჯიბრი სად უფრო მაღალი შეიძლება იყოს დემოკრატიული ხარისხი. ასევე გააჩნია საზოგადოებასაც, ძირულად განხსვავდება ამერიკული და რუსული საზოგადოება ერთმანეთისაგან, მენტალობით, ისტორიით… ეს არ შეიძლება უნივერსალურ ჭრილში განვიხილოთ, რომ ყველა ერთნაერია.
სულ ცოტა ხნის წინ მოხდა დაპირისპირება „ევრაზიის ინსტიტუტის“ მომხრეებსა და მოწინაარმდეგეებს შორის, ბოლო პერიოდში რამ გამოიწვია თქვენი ორგანიზაციის გააქტიურება?
ეს არის მხოლოდ ილუზია, რომ ჩვენ ახლა გავაქტიურდით, ეს ილუზია კი შექმნა იმან, რომ ჩვენ ქუჩაში გამოვედით და რაც შეეხება ჩვენს მოწინაღმდეგეებს ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, ხშირად ჟურნალისტებს ავიწყდებათ ამის ხაზგასმა. მათ ქონდათ მცდელობა ჩვენი ღონისძიების ჩაშლისა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ მხარეს იყო ხალხი. ადამიანები მოვიწვიეთ ჩვენ ქართულ-ოსური კონფლიკტის ზონიდან, სხვა რაიონებიდან, კახეთიდან ქართლიდან, ასე რომ ეს იყო ჩვეულებრვი ქართველი ხალხი. ჩვენ სულ აქტიურები ვართ შეიძლება ეს ახლა ქუჩაში გამოჩნდა,მაგრამ ჩვენ მუშაობა არასოდეს შგვიწყვიტავს.
როგორია თქვენი ორგანიზაციისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება?
ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩვენ ვინმე გვემხრობოდეს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. თუმცა ჩვენს იდეებს, რა თქმა უნდა, უდიდესი მხარდაჭერა აქვს, უკვე 80% მეტი დგას ჩვენს პოზიციაზე, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკურ ხედვებთან მიმართებაში.
უახლოეს მომავალში რა ღონისძიებებს გეგმავს თქვენი ორგანიზაცია?
ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრას მოსახლეობასთან კონფლიქტურ ზონაში, ასევე ვიზიტს ვგეგმავთ აჭარაში, ქუთაისში. 9 მაისს, გამარჯვების დღეს რამდენიმე ძეგლის რესტავრაცია გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად შიდა ქართლში, სოფელ დირბში არის ძველი დაღუპულთა მემორიალი და შეკეთება ჭირდება. კიდევ ვაპირებთ საგანმანათებლო ლიტერატურის დაბეჭვდას, ჩვენ მგავსი ლიტერატურა გამოცემული გვაქვს სერბეთის ტრაგედიესთან დაკავშირებით, რა გაუკეთა ნატომ და როგორ მოექცა მათ. სწორედ ამაზე იყო ჩვენი აქცია, მომავალშიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ვგეგმავთ.
10.04.14
ანო მუქათარიძე





