• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ახალ ხელისუფლებასთან და სწორედ ეს აგიჟებთ ნაციონალებს“ – გულბაათ რცხილაძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ახალ ხელისუფლებასთან და სწორედ ეს აგიჟებთ ნაციონალებს“ – გულბაათ რცხილაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1gulbaat-aqtualuri2საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩვენი ქვეყანა მუდამ ყურედღების ცენტრში იყო და ახლაც ასეა, უმეტეს შემთხვევაში ქვეყანა ორად იყო გახლეჩილი. ერთნი ერთ მხარეს მიიწევდნენ, მეორენი მეორე მხარეს და დღემდე ასე გრძელდება. რუსეთი თუ ამერიკა? ეს ის კითხვაა, რომელიც საქართველოში ხშირად გაისმის და დაპირისპირების საგანიც ხდება. ცოტა ხნის წინ „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართნა “ნატოს” წინააღმდეგ. მათ მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის კი დაპირისპირება მოხდა. იმის გასარკვევად თუ რას წარმოადგენს „ევრაზიის ინსტიტუტი“, რა პრიორიტეტები და გეგმეგი გააჩნია მას „თბილისი თაიმსი“ ევრაზიული ინსტიტუტის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატს გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ „ევრაზიის ინსტიტუტის“ შექმნა?

„ევრაზიის ინსტიტუტი“  შევქმენით პოლიტოლოგების ვიწრო წრემ, კერძოდ მე და გიორგი ვეკუამ 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ძალიან იყო გამწვავებული ქართულ-რუსული ურთიერთობები, მიმდინარეობდა ასე ვთქვათ „ცივი ომი“, და ყველაფერი რაც ქართველ და რუს ერებს აკავშიებს, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკაზე, ასევე კულტურა, ჰუმანიტარული ურთიერთობები ყველაფერი ეს ირღვეოდა. ჩვენ ეს ინსტიტუტი შევქმენით სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისათვის, რაც მნიშვლოვანი იყო იმ დროისათის და გვინდოდა, რომ ეს საზოგადოებას გაეგო.  გარდა ამისა ჩვენ ვსწავლობით და ერთადერთი ინსტიტუტი ვართ ვინც ახლაც აგრძელებს დაკვირვებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პილიტიკურ მოვლენებზე. ჩვენ საქართველოში ძალიან ძლიერი ირანისტიკის სკოლა გვაქვს, მაგრამ ირანის პოლოტიკურ სისტემაზე არავინ არ მუშაობს, ჩვენ   ძალიან დაგვეხმარა ჰამლეთ ჭიბაშვილი, მან მრავალი სტატიების სერია მიუძღვნა ირანისა და ახლო აღმოსავლეთის თემას. ასე რომ შევეცადეთ ეს ნიშა ჩვენი რესურსებით შეგვევსო.

რა არის თვენი ისნტიტუტის ძირითადი პრიორიტეტები?

ჩვენი ძირითადი პრიორიტრტრბია ქართულ- რუსული ურთიერთობები, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება, საქართველოში, რომ არ მოხდეს სექტების გაძლიერება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ჩვენ ვატარებთ კვლევებს, რადგან გავიგოთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. ვინ აფინანსებს თქვენს ორგანიზავიას? ჩვენ ორგანიზაციას ვაფინანსებთ თავად დამფუძნებლები, კერძოდ: მე და შოთა აფხაიძე, ჩემი კოლეგა და მეგობარი, ჩვენი პირადი სახსრებიდან, რადგან გარკვეული ბიზნეს კავშირები გვაქვს. დიდი დაფინანსება ჩვენ არც გვჭირდება, გვაქვს ერთი უბრალო ოფისი, რამდენიმე კომპიუტერი და აქედან გამომდინე დიდი მოთხოვნები არ გვაქვს.

რა უპირატესობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის ევრაზიულ კავშირს ნატოსთან შედარებით?

ჩვენ ჯერ არ ვართ მომსწრენი, რომ ევრაზიული კავშირი არსებობს და ჩვენ არც ვქადაგებთ, რომ აუცილებლად ევრაზიის კავშირის წევრი უნდა გახდეს საქართველო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს ღია დებატები ამ თემაზე, ყველა სფეროს სპეციალისტი უნდა დაჯდეს ერთ მაგიდასთან და ვისაუბროთ რა პლუსები და მინუსები არსებობს საქართველოსთვის და გამოვიდეთ საქართველოს ინტერესებიდან.  არ შეიძლება ავიყვანოთ რელიგიური რწმენის რანგში ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და სხვა ლოზუნგები, რომლებმაც ჩაანაცვლეს კომუნისტური პერიოდის ლოზუნგები: „წინ კომუნიზმისაკენ“და ა.შ. ეს არის „ლოზუნგომაინია“ რაც საქართველოში ხდება. ჩვენ თუ გვინდა,რომ ჩამოვყალიბდეთ ცივილიზებულ ერად და სახელმწიფოდ  ამ ლოზუნგებიდან უნდა გამოვიდეთ და ანალიზი ვისწავლოთ. ჩვენ ვქადაგებთ ერთ რამეს, მოდით გავაანალიზოთ. მე მაგალითად არგუმენტებს ვიტყვი ევრაზაზიის კავშირის სასარგებლოდ, სხვა იტყვის საწინააღმდეგოდ, სწორე ამ მოსაზრებების სინთეზი უნდა გახდეს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვუჭერთ მხარს დისკუსიას ამ თემაზე და ეს არ უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. რაც შეეხება დანარჩენს თუ დაიწყება დისკუსია შემდეგ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რა არის ევრაზიის კავშირი და რა არის ევროკავშირი.

როგორია თვენი მოქმედების გეგმა ახალი ხელისუფლების პირობებში?

ჩვენი მოქმედების გეგმა ძალიან მარტივია, ჩვენ მოვქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში, მიდის ჩვენს წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ხდება ნაციონალების მხრიდან. ჩვენ ნორმალუი ურთიერთობა გვაქვს ახალ ხელისუფლებასთან და სწორედ ეს აგიჟებთ მათ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ პოტენციური „მეხუთე კოლონა“, რომლებმაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ზურგიდან მიაყენეს დარტყმა სახელმწიფოს. ეს არის ნაციონალების ავადმყოფური გონების ნაყოფი, ჩვენ არ ვართ  სამხედრო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ანალიტიკუი ჯგუფი, რომელიც ახდენს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და ამ აზრის შესწავლის შემდეგ აკეთებს განცხადებებს. ასე, რომ ჩვენი მოქმედება არის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში. სწორედ ისინი ვინც ყვირიან ჩვენს „მეხუთე კოლონობაზე“ ამზადებენ იარაღს, ცივ იარაღს, ცხელ იარაღს, რომ არიონ ქვეყანაში სიტუაცია და არ დაუშვან ქვეყანაში მსჯელობა ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე.

რა კავშირები გაქვსთ რუსეთის სახელმწიფოსთან?

ჩვენ გვაქვს კავშრი რუსეთში ჩვენს კოლეგებთან, ახლახანს გახლდით მოსკოვში, შევხდით პოლიტოლოგიურ ელიტას, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, ასევე შევხვდით დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, გეოპოლიტიკური აკადემიის პრეზიდენტს, ესენი არიან  ძალიან რენომირებული ადამიანები, ექსპერტები არიან სამხედროებიც და პირდაპირ  ამ ადამიანების მომსახურებით სარგებლობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათ აზრზსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებს ითვალისწინებენ და ჩვენ ამ ხალხთან დავამყარეთ ურთიოერთობა სავსებით შეგნებულად, გახსნილად, რადგან ეს შედის სწორედ საქართველოს ინტერესებში. რაც უფრო კარგი კავშირები გვექნება რუსეთში, უფრო ადვილად მივიტანთ რუსეთის ხელისუფლებამდე ჩვენს სათქმელს, პრობლემებს და თუ ჩვენი ხელისუფლება ამით ისარგებლებს უფრო მეტი საკონტაქტო არხი იქნება რუსეთთან. სად უფრო მაღალია დამოუკიდებლობის ხარისხი რუსეთსა თუ ამერიკაში? გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. ზოგი ასპექტით ამერიკაში არის უფრო მეტი თავისუფლების ხარისხი, ზოგიერთი ასპექტით კი რუსეთში. ეს არის გემოვნების საკითხი, ეს ხომ არ არის სპორტული შეჯიბრი სად უფრო მაღალი შეიძლება იყოს დემოკრატიული ხარისხი. ასევე გააჩნია საზოგადოებასაც, ძირულად განხსვავდება ამერიკული და რუსული საზოგადოება ერთმანეთისაგან, მენტალობით, ისტორიით… ეს არ შეიძლება უნივერსალურ ჭრილში განვიხილოთ, რომ ყველა ერთნაერია.

სულ ცოტა ხნის წინ მოხდა დაპირისპირება „ევრაზიის ინსტიტუტის“ მომხრეებსა და მოწინაარმდეგეებს  შორის, ბოლო პერიოდში რამ გამოიწვია თქვენი ორგანიზაციის გააქტიურება?

ეს არის მხოლოდ ილუზია, რომ ჩვენ ახლა გავაქტიურდით, ეს ილუზია კი შექმნა იმან, რომ ჩვენ ქუჩაში გამოვედით და რაც შეეხება ჩვენს მოწინაღმდეგეებს ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, ხშირად ჟურნალისტებს ავიწყდებათ ამის ხაზგასმა. მათ ქონდათ მცდელობა ჩვენი ღონისძიების ჩაშლისა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ მხარეს იყო ხალხი. ადამიანები მოვიწვიეთ ჩვენ ქართულ-ოსური კონფლიკტის ზონიდან, სხვა რაიონებიდან, კახეთიდან ქართლიდან, ასე რომ ეს იყო ჩვეულებრვი ქართველი ხალხი. ჩვენ სულ აქტიურები ვართ შეიძლება ეს ახლა ქუჩაში გამოჩნდა,მაგრამ  ჩვენ მუშაობა არასოდეს შგვიწყვიტავს.

როგორია თქვენი ორგანიზაციისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება?

ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩვენ ვინმე გვემხრობოდეს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. თუმცა ჩვენს იდეებს, რა თქმა უნდა, უდიდესი მხარდაჭერა აქვს, უკვე 80% მეტი დგას ჩვენს პოზიციაზე, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკურ ხედვებთან მიმართებაში.

უახლოეს მომავალში რა ღონისძიებებს გეგმავს თქვენი ორგანიზაცია?

ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრას მოსახლეობასთან კონფლიქტურ ზონაში, ასევე ვიზიტს ვგეგმავთ აჭარაში, ქუთაისში. 9 მაისს, გამარჯვების დღეს რამდენიმე ძეგლის რესტავრაცია გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად შიდა ქართლში, სოფელ დირბში არის ძველი დაღუპულთა მემორიალი და შეკეთება ჭირდება. კიდევ ვაპირებთ საგანმანათებლო ლიტერატურის დაბეჭვდას, ჩვენ მგავსი ლიტერატურა გამოცემული გვაქვს სერბეთის ტრაგედიესთან დაკავშირებით, რა გაუკეთა ნატომ და როგორ მოექცა მათ. სწორედ ამაზე იყო  ჩვენი აქცია,  მომავალშიც მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ვგეგმავთ.

10.04.14

ანო მუქათარიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს

7 years ago

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა შესაძლებელია

9 years ago
მკვლელობა გურიაში – პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა

მკვლელობა გურიაში – პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა

2 years ago
„საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები იშვიათად ირღვევა“ – ია ანთაძე

„საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები იშვიათად ირღვევა“ – ია ანთაძე

9 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by