2014 წლის 27 ივნისს საქართველო სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა. მისი ისტორიის ფურცლებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე აღიბეჭდა. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს სრულიად უცხო ხილია ქვეყნისთვის, რომელსაც გემო უკვე გავუსინჯეთ, თუმცა რამდენად მოვახერხებთ აღნიშნული შესაძლებლობის სრულად ათვისებას ამას კვლავ დრო გვიჩვენებს. ახლა ჩვენი ქვეყანა აბიტურიენტია და მაგისტრატურაში მოსახვედრად გამოცდას აბარებს, რადგან ავად თუ კარგად ბაკალავრიატი უკვე დაამთავრა. მის წინაშე კი უამრავი გამოწვევა დგას, იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, უნდა მოვაგვაროთ ის პრობლემები რაც ჩვენს ქვეყანაშია. უნდა განვავითაროთ ბიზნესი, დავიცვათ ადამიანთა უფლებები, დავხვეწოთ კანონმდებლობა, დავიცვათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, ავამაღლოთ განათლების დონე და ა.შ. ცვლილებები მოვახდინოთ ყველა არსებულ სფეროში, რაშიც დადებული ხელშეკრულება ხელს შეგვიწყობს და დაგვეხმარება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სერიოზული და ახალი გამოწვევაც, სწორედ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გახლავთ. რას მოუტან და როგორ განავითარებს ეს ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკას, რა გამოწვევები დგება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რა როლი აკისრია ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “თბილისი თაიმსს” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუა ესაუბრა.
- დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული ახალი გამოწვევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა (DCFTA), რას მოუტანს კონკრეტულად ეს შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკას?
2014 წლის 27 ივნისი საქართველოსათვის მართლაც დიდი დღე იყო, რადგან ჩვენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით ევროპიზაციისაკენ. ეს გულისხმობს არამარტო სავაჭრო ურთიერთობებს ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან, არამედ პირველ რიგში, ეს არის, იმ ვალდებულებების აღება, რაც გულისხმობს თანამედროვე ინსტიტუტების. მათ შორის პოლიტიკური, კულტურული, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლოს რეფორმისაკენ გადასადგმელ უამრავ ნაბიჯს. ამ ხელშეკრულებას საქართველო გადაჰყავს სრულიად ახალ რელსზე და აქ იწყება მთავარი ეტაპი ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, ეს საბოლოო მიზანი კი არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ამ გზაზე ერთგვარად საგამოცდო პერიოდი მოგვეცა, რომელიც გულისხმობს, რომ განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ჩვენი ექსპორტი, არსებული ინსტიტუტები მოვიყვანოთ შესაბამისობაში დასავლეთის კანონმდებლობასთან, არა კოპირების გზით არამედ გარკვეულწილად დავაახლოვოთ მასთან. სწორედ ეს არის ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევა, ასე, რომ რამდენად ღირსეულად გაართმევს ამას თავს საქართველო და ჩვენი მთავრობა უკვე დრო გვიჩვენებს.
- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა, რომ უცხოელი ინვესტორები უფრო მეტ ფულს დააბანდებენ საქართველოში?
რაც შეეხება ეკონომიკურ სფეროს, ეს ხელშეკრულება საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ ევროპის ბაზარზე ყოველგვარი ტარიფებისა და შეზღუდვების გარეშე შეაბიჯოს, შეიტანოს საკუთარი პროდუქტი, გაზარდოს ექსპორტი. ყოველივე ამისთვის საჭიროა შევძლოთ ჩვენი შიდა ბაზრის კანონმდებლობით დარეგულირება, ჩვენი ბაზრის გათავისუფლება მონოპოლიებისგან, უნდა დამკვიდრდეს კონკურენციის ხელშემწყობი თამაშის წესები. სახელმწიფომ უნდა აირჩიოს სწორი გზა, რომ იმ ეკონომიკურმა სუბიექტებმა ვინც ახლა მოღვაწეობს საქართველოში ვისწავლოთ კონკურენტულ გარემოში სწორად ზრდა და განვითარება, სწორედ ეს მისცემს ბიძგს დასაველთის სახელმწიფოებს, რომ დააბანდონ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ინვესტირების საჭიროება გადამამუშავებელ სექტორში გვაქვს. ასევე კარგი იქნება თუ ღვინის ბიზნესის დაახლოება მოხდება იმ სტანდარტებთან, რომელსაც ითხოვს ევროკავშირის კანონმდებლობა. ამჟამად არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი ექსპორტის უდიდეს ნაწილს – 21%-ს წარმოადგენს ავტომობილები, რადგან ჩვენთან გადის სატრანზიტო დერეფანი, ასევე ექსპორტით გადის ღვინო, ფერადი ლითონები, ნედლეული. ასე, რომ თვალშისაცემი მზა პროდუქტი, რომელიც ჩვენგან გადის, არის მხოლოდ ღვინო, ჩვენი ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით მოდის მხოლოდ დსთ-სსივრცეზე, მათ შორის რუსეთზე. რუსეთში გატანილი ღინო შესაბამისობაშია რუსეთის, როგორც იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებთან. მაგრამ ეს არ არის მისაღები დასავლეათის ბაზრისათვის, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს იმ სტანდარტებისა და ხარისხის ნორმების შეცვლა, სათანადო რეგულაციების მიღება, რასაც ევროპული თანამეგობრობა მოითხოვს. ქართველ ბიზნესმენებსაც მოუწევთ გარკვეული თანხების გაღება, თუმცა მომავალში ეს თანხები ერთი-ორადა უნაზღაურდებათ. ამ მმართულებით მთარობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შემდეგ ხელისუფლემაბ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა რაც გვეკისრება ევროკავშირში შესასვლელად. პრემიერ–მინისტრი უნდა გახდეს პიარ–მენეჯერი, თითიეული ამ კომპანიისათვის ევროპისბაზარზე და ეს იქნება საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორა ბიზნესი და მთავრობა ერთმანეთან შერწყმული საერთო მიზნისთვის. ეს მიზანი კი არის ის, რომ განვითარდეს ექსპორტი, განვითარდეს ცხოვრების დონე. რათქმაუნდა, ყოველივე ეს გამოიწვევს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, როგორიც არის დასაქმება, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ა.შ. აღსაღნიშნავია, რომ მთავრობის როლი ახლა იწყება. ხელი მოვაწერეთ დადასრულდა, მიზანი მიღწეულია, ასეთი მიდგომა არ გამოგვადგება, ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით, იქნება ეს გარემოსდაცვის თუ ეკონომიკის სამინისტრო, უნდა შეიქმნას სპეციალური ფილიალები, რომლებიც კონკრეტულად იმ გლეხებს, იმ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც შეისყიდიან მათგან პროდუქტს, მისცემენ სწორ განმარტებებს რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რადგან შუაგზაში არ მივატოვოთ გლეხები და მეწარეები, საბოლოო ანგარიშით კი სახელმწიფოს მიზანს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე შუფერხებელი გატანა წარმოადგენს. ამიტომ სახელმწიფოს როლი ინფორმირებასა და კონსულტაციებში უდიდესია.
- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ასოცირების წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვთ, მათშორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარზეც. ეს თუ შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და რა იგულისხმება ამ განვითარებაში?
ვროკავშირზე, ისევე როგორც ყველა ვმო-ს წევრ ქვეყანაზე, ვრცელდება უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი, თუმცა მისი სავაჭრო პოლიტიკა მიისწრაფვის რა ლიბერალიზაციისაკენ, იგი წარმატებით განაგრძობს პრეფერენციული სავაჭრო ზონის შექმნას როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისათვის. მრავალმხრივ დონეზე, ევროკავშირი ძალიან აქტიურობს განვითარების რაუნდებში და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ვმო-ში. .ამ მხრივ, იგი ცდილობს განვითარებადი ქვეყნებისათვის შეამციროს და უფრო მოქნილი გახადოს მაღალი ტარიფები არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, გააუმჯობესოს მათი მხრიდან ბაზარზე დაშვების ღონისძიებები, კიდევ უფრო მეტად მოახდინოს მომსახურების სექტორის ლიბერალიზაცია.
ორმხრივ დონეზე კი, სავაჭრო ლიბერალიზაცია გამოიხატება ევროკავშირის მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებებით, რომელიც ძირითადად ასიმეტრიულ ხასიათს ატარებს. ევროკავშირი ამასთანავე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ანიჭებს პრეფერენციულ ტარიფებს, (GშP, GშP+), რომლის თანახმადაც ქვეყნები ევროკავშირთან ვაჭრობის დროს უპირატები ხელშეწყობის რეჟიმზე გაცილებით დაბალი ან ნულოვანი ტარიფებით სარგებლობენ. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ევროკავშირი ვმო-ს მხოლოდ 9 ქვეყანასთან სარგებლობს MFN ტარიფებით. (საქონლის მთლიანი იმპორტის 30%)
პრეფერენციების განზოგადებული სისტემა, გულისხმობს 7200 სახის საქონლისა და მომსახურეობის ყოველგვარი გადასახებისაგან გათავისუფლებას და ისე შესვლას. მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული შეღავათების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა. ევროკავშირის ბაზრებზე წარმატების მისაღწევად მხოლოდ სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება არა არის საკმარისი. იგივე ღვინის მაგალით რომ დავუბრუნდეთ, ღვინო მარკირებული უნდა იყოს და საფირმო ნიშანი უნდა ჰქონდეს, რათა განსხვავდებოდეს კონკურენტული პროდუქციისაგან და მომხმარებელმა შეამჩნიოს. ამისათვის საჭიროა გეოგრაფიული სივრცის აღიარება, ფალსიფიცირებისგან დაცვა და ზუსტი ინფორმაცია შემადგენლობაზე. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს კულტივირებული ზონების რეგისტრაციას, 160-ზე მეტი ღვინის ქარხნის გაკონტროლებასა და პროდუქტის დამწიფების პერიოდში ზედამხედველობას.
გარდა ვაჭრობასთან დაკავშირებული ფორმალური მოთხოვნებისა, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა, უნდა მოხდეს კონკურენციული ფასით ისეთი პროდუქტის მიწოდება, რომელიც ევროკავშირის მომხმარებლების გემოვნებას შეეფერება. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე საქართველო რუსეთის ბაზარზე იყო ორიენტირებული, რომელიც ევროპისგან განსხვავებით, უპირატესობას ტკბილ ღვინოს ანიჭებს. ამრიგად, ექსპორტის რეორიენტირება პროდუქტის მახასიათებლების შეცვლასაც იწვევს. გარდა ამისა, მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობა მეწარმეობის ჟინს ანელებს ხოლმე.
იმპორტირებული პროდუქტი ხშირად ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილია ნახევარფაბრიკატის ანდა მანქანა-დანადგარების და კაპიტალის მომსახურების სახით. პატარა ქვეყანაში, რომელშიც საკმაოდ შეზღუდული ასორტიმენტის ადგილობრივი პროდუქციაა, იაფ იმპორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ექსპორტირებული საქონლის ფასი დაბალი იყოს. ექსპორტიორებისათვის წარმოების ხარჯების მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე წესებსა და სტანდარტებთან შესაბამისობა. ამაში შედის იმ კვლევის ხარჯი, რომელიც საჭიროა ვაჭრობის წესებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. ქართული პროდუქციის უცხოეთის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობა სავალდებულოა.
მიმღები ქვეყნის სტანდარტებისა და წესების დაცვა ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს წარმოადგენს. პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაცია, როგორიც უსაფრთხოების, მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებია, სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია და სავაჭრო პარტნიორმა შეიძლება შესაბამისობის სერტიფიკატი (ტესტები, სერტიფიკატები, შემოწმებები, ნებართვები) არც აღიაროს. ყველა ეს ღონისძიება, ჩვეულებრივ, სახელმწიფო პოლიტიკის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება – მაგალითად, ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, თუმცა ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს ზოგჯერ ბოროტადაც იყენებენ, რათა ადგილობრივი წარმოება კონკურენტებისგან დაიცვან.
რაც შეეხება ამ ახალ ხელშეკრულებას უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა აისახოს სოფლის მეურნეობის პროდუქციზე, ამისათვის როგორც ზემოთ ავღნიშნე უნდა ჩაიდოს ინვესტიციები გადამამუშაველბელ სექტორში, ჩვენ ისეთი ნოყიერი ნიაგაგი გვაქვს, რომ აქ ყველაფერი ხარობს, ვგულისხმობ ხილს, ვენახს, სხვადასხვასა სოფლო–სამეურნეო პროდუქციას, უბრალოდ ამის სწორად დალაგება და მერე გასაყიდად ბაზრის მოძებნა ყოველთვის პრობლემა იყო, ძირითადად კავშირი გვქონდა რუსეთან. რომელიც ჩვენთვის არ არის სტაბილური გაყიდვების ბაზარი, რადგან პოლიტიკური ნიშნით ამ ბაზარს ხან გვიღებდა, ხან გვიკეტავდა. ახლაც მოსალოდნელია, რომ რუსეთმა გარკვეული საფრთხე შეგვიქმნას, ახალი “ონიშენკოები” გამოგვიგზავნოს და ამით შეზღუდოს ჩვენი ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პირველი ამოცანა უნდა იყოს სწორი კანონმდებლობის შემუშავება, რადგან დავუახლოვდეთ ევროპის კანონმდბლობას რაც აღებული გვაქვს ვალდებულებადაც.
- როგორფიქრობთ, იმ ვადაში რაც ჩვენ გვაქვს გამოსაცდელად მოცემული მოვასწრებთ ამ ყველაფრის მოწესრიგებას?
დღევანდელი პარლამენტის მოქმედება გარკვეულწილად განგაშის ზარს გვცემს, ისინი არც ისე ეფექტიანად მუშაობენ, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრმ ფაქტია, რომ ჩვენი პარლამენტი უკეთესი მუშაობის სურვილს გვიტოვებს. გარკვეული რჩევაც შეიძლება მივცეთ ყველა ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პროფესიონალი უნდა დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ სექტორებში, არ შეიძლება ყველა პარლამენტარი იყოს. მე ყველა სპეციალობას პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც ქვეყნა განვითარების სტადიაზეა ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომისტებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებზე, იურისტებზე, პოლიტოლოგებზე და ა.შ. მათი ჯანსაღი დისკუსია სარგებლობას მოუტანს ქვეყანას.
- ასოცირების ხელშკრულების შემდგეგ ქვეყანში იმპორტის რაოდენობა გაიზრდება, ეს ხელს ხომ არ შეუშლის ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი საქონლის გაყიდვას? თუ ეს ყველაფერი შეიძლება ექსპორტის რაოდენობის ზრდამ აანაზღაუროს?
ევროკავშირის ბაზარზე გასვლა არ ნიშნავს ცალმხრივად მარტო ექსპორტის გაზრდას. გაიზრდება იმპორტიც, მაგრამ ჩვენი პრობლემა არ არის იმპორტი, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არის წარმოება, ექსპორტი მოდის მხოლოდ რამდენიმე სახეობაზე. ჩვენი ძირითადი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს გადამამუშავებელ სექტორში, ამის ხარჯზე შევძლებთ ერთიორად გავზარდოთ ექსპორტი.
- ასოცირების ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს საფინანსო ბაზრების ინტეგრირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყენაში გაჩნდება დასავლეთ ევროპული ბანკები და სადაზღვეო კომპანიები, რამდენად წაადგება ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას?
ჩვენს საფინანსო სფეროში არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ვერც ერთმა მთავრობამ, მრავალი დაპირების მიუხედავად ვერ მოახერხა ამის შეცვლა. ამ ახალი ხელშეკრულებით, თუ შემოვა რამდენიმე უცხოური ბანკი, ეს ერთი-ორად გაზრდის კონკურენციულ ბრძოლას და გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს საქართველოში. რა თქმა უნდა ეს წინაპირობა იქნება იმის, რომ ტარიფებმა დაიწიოს. ტარიფების დაწევა საპროცენტო განაკვეთებზე გულისხმობს მეტ საპროცენტო სესხს, მეტ იპოთეკურ სესხს, მეტ ბიზნეს სესხს და მოგება ისე უნდა ჩაიდოს ქართულ ეკონომიკაში. ასე, რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. იგივე სადაზღვევო სექტორში, ახალი კომპანიის შემოსვლა დაწევს ტარიფებს. ეს შეიძლება ცუდი იყოს ერთი–ორი მონოპოლური კომპანიისთვის, რომლებიც ახლა მოქმედებენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.
- ასოცირების ხელშერულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა შეძლებს უფრო მარტივად მიუახლოვდესე ვროპულ სტანდარტებს?
ევროპული სტანდარტების დაახლოება არ გულისხმობს მათი კანონმდებლობის გადმოწერას. ჩვენი რეგულაციების, ჩვენი კანონმდებლობის, ჩვენ იინსტიტუციების მაქსიმალურად დაახლობა უნდა მოხდეს მასთან, რომ ჩვენი ბიზნესისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ევროპის ბაზარი.
- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექსტში წერია, რომ საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ზრდას ხელი შეეწყობა, საბაჟო ტარიფებისა და კვოტების მოხსნით, ეს რამდენად იქნება ხელიშემწყობი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის?
ის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან აღნიშნული ხელშეკრულება გააფორმა, ევროპისგან არის უფრო პოლიტიკური ნაბიჯი და არა ის, რომ ჩვენ მათი თანასწორი პარტნიორები ვართ. ეს მათგან არის ერთგვარი შანსი, აი თქვენ ბურთი და მოედანი, რამდენად გაართმევთ თავს, რამდენად მოახერხებთ თქვენი კანონმდებლობის ჩვენსასთან ჰარმონიზაციას, რამდენად გექნებათ სურვლი, რომ თქვენი ბიზნესი განავითაროთ, კონკურენტული გარემო შექმნათ ქვეყანაში, რამდენად დაიცავთ ადამანის უფლებებს, ეს არის ერთგვარი გამოცდა, რომლის საბოლოო მიზანიც არის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, ევროპა ამ კუთხით გვიყურებს. მას არ ეშაინია იმისა, რომ ჩვენ კონკურენციას გავუწევთ, რომ ჩვენი ღვინო იქ ფრანგულ ან ბრიტანულ ღვინოებს რაიმე ზიანს მიაყენებს, არც იმის, რომ იქ ჩვენი საფინანსო სექტორი რაიმეს შეცვლის. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან პატარა მასშტაბის ეკონომიკა გვაქვს. არც იმას დავმალავ, რომ ეს ევროპის შეგნებული პოლიტიკაა, რადგან საქართველო ჩამოაშოროს პოსტ საბჭოთა სივრცეს და რაც შეიძლება ნაკლბად ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებულნი. კიდევ ერთი ნიუანსი მინდა გითხრათ, თუ რა შეიძლება მოიტანოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ. აქ მთავარი არის ის, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა გავხდით ვინც ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულებით ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ კავკასიაში ცენტრალური სახელმწიფო სფუნქცია, რომელიც აზერბაიჯანმა წაგვართვა, რადგან ის ნეიტრალურია და თანამშრომლობს როგორც რუსეთთან ასევე ევროპასთან. ჩვენ შეგვიძლია ისევ დავიბრუნოთ ეს ფუნქცია, მაგრამ როგორ? ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა უარი თქვეს ევროპასთან თანამშრობლობის ხელმოწერაზე, მათ არჩიეს საბაჟო კავშირში გაერთიანება, თუმცა ამას წინად ჩვენ გვსტუმრობდა სომხეთის პრეზიდენტი და როგორც სომხებს ჩვევიათ, მას ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა სურდა. მან გვითხრა, რომ ისინი კი გაერთიანდნენ საბაჟო კავშირში, მაგრამ კარგი იქნება თუ საქართველო დაეხმარება, ევროპის ბაზარზე გასვლაში. ეს ჩემი აზრით ის უნიკალური შანსია, რაც საქართველომ თავისთვის უნდა გამოიყენოს. გზა გავუხსნათ აზერბაიჯანულ და სომხურ ინვესიტიციებს, რადგან საქართველოში შექმნან ფილიალები, სადაც ქართველები დასაქმდებიან და მოგება წაიღონ თავად, პრობლემა არ იქნება, რადგან ეს ბიზნესია. საქართველო კი გახდეს ის ქვეყანა საიდანაც მოხდება ყველა ბიზნეს ამოცანის განხორცილება. საქართველო გახდება სავაჭრო გზა აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის. ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ არ გვიკრძალავს ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოეფთან სავაჭრო ურთიერთობებს, ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ სომეხ და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებსაც, მობრძანდით, შექმენით კომპანიები, დააბანდეთ ფული და გაიტანეთ ის ჩვენი მხრიდან. ეს ერთი მხრივ ჩვენ ბიუჯეტს შეავსებს, მეორე მხრივ დასაქმება გაიზრდება და მესამე მხრივ უფრო კონკურენციული გარემო შეიქნება საქართველოში.
03.07.14
ანო მუქათარიძე






