• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შორს ვერ წავალთ, ვიდრე სახელმწიფო არ გაიაზრებს, რომ კულტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ქვეყნისთვის“ – ირინა ჩინაშვილი

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
„შორს ვერ წავალთ, ვიდრე სახელმწიფო არ გაიაზრებს, რომ კულტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ქვეყნისთვის“ – ირინა ჩინაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნიუ-იორკის ქართული თეტრის შესახებ უკვე ბევრი გვსმენია. ამ თეატრს ქმნიან ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც მასთან ერთად პატარა საქართველოსაც ქმნიან. აქ დადგმული სპექტაკლები დიდი წარმატებით მიმდინარეობს და დიდ აღტაცებას იწვევს. „თბილისი თაიმსი“ ერთ-ერთ მსახიობს წარმოგიჩენთ და გაგაცნობთ. თეატრსა და ამერიკულ ცხოვრებაზე ირინა ჩინაშვილი გვესაუბრება.

182670_10200620140250585_1749578280_nირინა ჩინაშვილი: პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. უკვე 9 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, მყავს მეუღლე ილია შარიქაძე და პატარა მარიამი, რომელიც მარიამობას 4 წლის გახდება.  რაც შეეხება ამერიკაში ჩემს საქმიანობას, ამჟამად ვსწავლობ  GIU-ში მაგისტრატურაზე ბიზნეს მენეჯერის სპეციალობით. ეს ქვეყანა გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები საკმაოდ დიდ კომპანიასთან ევროპაში, რომელსაც ძალიან საინტერესო შემოთავაზებები აქვს, ასე რომ, ვფიქრობ მეტად საინტერესო ეტაპი დგას ჩემს ცხოვრებაში.

გვიამბეთ ნიუ-იორკის ქართული თეატრის და თქვენი საქმიანობის შესახებ.

483887_10151490612954941_998159761_nჩემთვის ესეც ერთგვარი გამოცდილებაა. როგორც იცით, მე დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, ბატონ რეზო ჩხეიძის სახელოსნო. ვისარგებლებ შემთხვევით და მას უდიდეს მადლობას გადავუხდი იმ საოცარი წლებისათვის რაც მან მაჩუქა, საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული სტუდენტობის წლები მთელი ჩვენი ჯგუფისთვის დაუვიწყარია. ყოველ დღეს მასთან გატარებულს დიდი სიყვარულითა და უდიდესი მადლიერებით ვიხსენებ. ბატონ რეზოსთან ძირითადად კინო გადაღებები გვქონდა. მის ფილმში “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი” შევასრულე ტერორისტის როლი და ჩემდა საბედნიეროდ ვმუშაობდი ისეთ დიდ მსახიობებთან როგორებიც არიან ბატონი გივი ბერიკაშვილი, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქალბატონი ლიდია შუქშინა და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი. როდესაც პირველად მივიღე შემოთავაზება ნიუ-იორკის ქართულ თეატრში მიმეღო მონაწილეობა ერთ-ერთ სპეკტაკლში, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდაც იყო და იმ მონატრების შევსებაც, რაც ასე მაკლდა. ასე რომ დავთანხმდი დიდი სიამოვნებით.

როგორც ვიცი ნიუ-იორკის ქართული თეატრის სპექტაკლები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თქვენ რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული და რა როლები გერგოთ?

10346052_10203806266979730_2005776007443669740_nქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა შემომთავაზა გამომძიებლის როლი სპეკტაკლში “თეთრი ბაირაღები.” არაჩვეულებრივად საინტერესო იყო ქალბატონ ხათუნასთან და მთელ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა. ასევე დიდი მადობა მინდა ქალბატონ ხათუნას გადავუხადო ასეთი საინტერესო ვერსიის შექმნისათვის და ასეთი ნდობისათვის. როგორც მოგეხსენებათ ორიგინალ პიესაში ორივე გამომძიებელი მამაკაცია, ჩვენს სპეკტაკლში ორი სრულიად განსხვავებული გამომძიებელი ქალია და ორივე როლს მე ვასრულებ. რამდენიმე თვის წინ ქალბატონმა ლიკა სირელსონმა შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო სპექტაკლში ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, სადაც ერთ-ერთ შინაბერას ვთამაშობდი. ქალბატონი ლიკა მაქსიმალურად ცდილობს თავისუფლება მიანჭოს მსახიობს ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა  მასთან მუშაობა. როცა იღებ ნანატრ აპლოდისმენტებს, უამრავ თაიგულს, საოცრად თბილ სიტყვებს და ხალხის დიდ სიყვარულს, ეს არის მსახიობისთვის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება. წინ კიდევ უამრავი გეგმები გვაქვს და იმედია წარმატებით განვახორციელებთ.

ხშირად ჩამოდიხართ თუ არა და უკავშირდება თუ არა თქვენი გეგმები საქართველოს?

სამშობლოში თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ და რასაკვირველია მინდა დაბრუნება, მაგრამ ვერ გეტყვით ეს მალე მოხდება თუ არა. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას საქართველოში ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მსახიობი რეჟისორზეა დამოკიდებული და თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მეორე პროფესიაში სადისერტაციო ნაშრომზე ვიწყებ მუშაობას და სიმართლე გითხრათ, ამჟამად მთელი ჩემი დრო სწავლისკენ მაქვს მიმართული. თუმცა ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს სამშობლოს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ავირჩიე მეორე პროფესია.

გსურთ თუ არა სამშობლოში დაბრუნება და თქვენი კარიერის აქ გაგრძელება?

525642_611632632197209_1322278288_nარ მგონია ამის საქართველოშოი გაგრძელების აუცილებლობა იყოს. საქართველოში იმდენი საინტერესო თეატრია, მათ ჭირდებათ ხელშეწყობა. ნიუ-იორკის თეატრი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით არის შექმნილი რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიკა სირელსონს და მის მეუღლეს ბატონ ვიქტორ სირელსონს. ისინი საოცარი სიყვარულით და რუდუნებით აკეთებენ ამ დიდ საქმეს. უამრავ ადამიანს ჩუქნიან ბედნიერებას და სიხარულს.  ბავშვებს უნერგავენ საქართველოს სიყვარულს. მერწმუნეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქაური ბავშვებისთვის, რადგან არ დაივიწყონ მშობლიური ენა და არ დაშორდნენ სამშობლოს.

თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა და რა მდგომარეობაში არიან ხელოვანები?

ძნელია შორიდან ამაზე საუბარი. მაგრამ ჩემი აზრით სანამ სახელმწიფო არ გაიაზრებს, რომ კულტურა ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ შორს ვერ წავალთ. კულტურას სჭირდება მეტი ხელშეწყობა. ეს არის ჩვენი განძი. ეს არის ის რითიც განვსხვავდებით ყველასგან. ეს არის სწორედ ის რაც გადაარჩენს ერს და რითიც  დიდი სიამაყით წარსდგები ნებისმიერ ქვეყანაში. უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ნიჭიერი ადამიანი გვყავს და მთავარია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ფინანსურად და ახალგაზრდებს მისცეს საშუალება ცოდნის გაღრმავების და გამოცდილების შეძენის.  ქართველები უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ და ამ კულტურას ჭირდება მუდმივი ზრუნვა და განვითარება.

 რა გეგმები გაქვთ სამსახიობო ხელოვნებაში?

10533527_10152527482239941_930582940_nეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება. ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევითმა შეხვედრად შეიძლება მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. სწორედ ასეთი შემთხვევის წყალობით მივიღე ძალიან საინტერესო შემოთავაზება საკმაოდ დიდ პროექტში, რომელიც შემდეგი წლისათვის იგეგმება და სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში.

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს საქართველოში?

სანამ ადამიანი არ გამოცდის ემიგრანტობას, მანამდე ვერ იგრძნობს იმ დიდ სიყვარულს რაც სამშობლოსადმი, მეგობრებისადმი და საერთოდ ადამიანებისადმი გააჩნია. მე მჯერა, რომ ადამიანი სიყვარულისთვის არის დაბადებული და ჩვენ სწორედ ეს გრძნობა გადაგვარჩენს. ცუდი და კარგი ყველა ერშია, მთავარია ადამიანობა არ დავკარგოთ. სიყვარული გაიძულებს იზრუნო და როცა ერთმანეთზე ვიზრუნებთ, მაშინ თავისთავად ჩვენს სამშობლოზეც ვიზრუნებთ და ეს სიყვარული ნამდვილად ფეხზე დააყენებს ჩვენს საქართველოს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.

 03.07.14

გიორგი ჩუბინიძე

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In