გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოსახლეობა 38%-ით ანუ 1 170 000 კაცით შემცირდება და 3 მილიონ 300 ათასი იქნება. ქვეყანა მოსახლეობის კლების მიხედვით 16-ე ადიგილზეა, საგანგაშოა ასევე მდგომარეობა მშობიარობის კუთხითაც, ქვეყანა ერთერთ ბოლო – 176-ე ადგილს იკავებს. საქართველო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას.
მოახლეობის სწრაფი კლება 1990 წლიდან იწყება, ამის მიზეზი კი მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელია. შედარებით დაბალანსებული დემოგრაფიული სურათი ქვეყნის დედაქალაქში – თბილისშია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით თბილისის მსოახლეობა 1,175 200 კაცს შეადგენს, 2013 წლის მონაცემებით დედაქალაქში დემოგრაფიული მატება აღინიშნა (შობადობა მეტია სიკვდილიანობაზე), რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში, დემოგრაფიული პრობლემა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების, კერძოდ სომხებისა და აზერბაიჯანლების ხარჯზეა დაბალანსებული. პრობლემა მწვავედ დგას მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით კი რაჭა-ლეჩხუმში, სადაც, საქსტატის 2013 წლის მონაცემებით, დაიბადა 342, ხოლო გარდაიცვალა 763 ადამიანი, ბუნებრივი მატება უარყოფითია, 2009 წელს მაღალმთიან ონში მხოლოდ 3 ახალშობილი დაიბადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 2014 წელის იანვრის მონაცემებით 4 მილიონ 490 ათასია, რაც წინა წლის მონაცემებს დაახლოებით 7 ათასით აღემატება (4 მილიონ 483 ათასი – 2013 წლის მონაცემებით) 2013 წელს ქვეყანაში 57 878 ახალსშობილი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 48 553 ადამიანი. ეს რიცხვები ბოლო სამი წლის მონაცემებით თითქმის უცვლელია.
ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო ერთერთ პირველ ადგილზეა ევროპაში. საქსტატის მონაცემებით 2013 წელს ქვეყანაში ერთ წლამდე ასაკის 640 ბავშვი გარდაიცვალა. საგანგაშოა ასევე მდგომარეობა აბორტების კუთხით. 2013 წელს ქვეყანაში 40 000 კანონიერი აბორტი დაფიქსირდა, დიდია ასევე არაკანონიერი აბორტების რიცხვიც. გაეროს მონაცემებით საქართველოში აქტიური დაბერების ტენდენციაა და 2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი მილიონს მიაღწევს, 2014 წლის მონაცემებით კი ქვეყანაში 680 000 პენსიონერია.
რაც შეეხება მიგრაციას, ქვეყანაში მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან გასულების, ანუ ემიგრანტების, რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს იმიგრანტების, ანუ ქვეყანაში შემოსულების რაოდენობას, საქასტატის 2013 წლის მონაცემებით ქვეყანას 95 ათასი ემიგრანტი და 92 ათასი იმიგრანტი ყავს.
დემოგრაფიული პრობლემების გამოსასწორებლად, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, რამდენიმე წლის წინ ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითად, ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და შემდეგი ბავშვის ნათლია პატრიარქი გახდება. პატრიარქს 15 ათასზე მეტი ნათლული ყავს. მაგრამ ეს ინიციატივა საკმარისი არ აღმოჩნდა დემოგრაფიული დისბალანსის გამოსასწორებლად.
ჯაბა უროტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი: ”ამჟამინდელი დემოგრაფიული კრიზისი გამოწვეულია 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, როცა მოხდა მიგრაცია და დაახლოებით მილიონამდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა, შობადობა კი თითქმის განახევრდა, ამიტომ განსაკუთრებით კრიზისული მდგომარეობა შეიქმნება მაშინ, როცა 90-იან წლებში დაბადებულნი რეპროდუქციულ ასაკში შევიდნენ. ახლა რეპროდუქციულ ასაკში არაინ 80-იან წლებში დაბადებულები და ამიტომ არის შობადობა შედარებით მაღალი. 90-იან წლებში ორჯერ უფრო ნაკლები ადამიანი დაიბადა ვიდრე 80-იან წლებში, ამიტომ შობადობა გარდაუვლად შემცირდება დაახლოებით 2020-30 წლებში. სახელმწიფო, თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად, უკვე გაიცემა დახმარება მესამე ბავშვზე, უფასო გახდა საბავშვო ბაღები, გაიზარდა დეკრეტული შვებულება. რაც უფრო კომფორტული იქნება მშობლისთვის ბავშვის გაზრდა, მით უფრო მეტი სტიმული ექნება მას ბავშვის გასაჩენად. ჯერჯერობით სხვა სახის ცვლილებები მასტიმულირებელ პოლიტიკაში დაგეგმილი არ არის.
სიტუაციის დაბალანსება ეკონომიკის სფეროს განვითარებით უნდა მოხდეს, რაც უფრო განვითარდება ეკონომიკა, მით უფრო ნაკლები ადამიანი დატოვებს ქვეყანას, რაც უფრო მეტია შრომითუნარიანი მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყანაში, მით უფრო ადვილია პენსიონერის რჩენა, რადგანაც დღეს გადანაწილებითი საპენსიო სისტემა მოქმედებს. შრომისუნარიანი მოსახლეობისა და ბიზნესისგან მიღებული გადასასხებით ფინანსდება პენსიონერების პენისა, ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი საშუალება არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება, რომლის მხიედვითაც მოქალაქე თვითონ იქნება პასუხისმგებელი საკუთარი სიბერის უზრუნველყოფაზე. ხელფასის დადგენილი ნაწილი გადაირიცხება ფონდში, თანხას დაემატება ასევე პროცენტი, სწორედ ამ დაგროვილ თანხას მიიღებს პენსიონერი პენსიაზე გასვლის დღიდან. ”
ხათუნა ჟორჟოლაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი: „ჯანდაცვის კომიტეტს ქონდა ინიციატივა კრიმინალურ აბორტთან დაკავშირებით, რომელიც მესამე მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, არსებობს აბორტის ჩატარების ვადები და პირობები. ახალი კანონის მიხედვით, გაიზარდა მოსაფიქრებელი ვადა, 3-ის ნაცვლად ჩაიწერა 5 დღე, ამავდროულად აბორტის წინა გასაუბრება-კონსულტაციის ახალი წესი განისაზღვრა ჯანდაცვის მინსიტრის მიერ, 12 კვირამდე აბორტი ნებადართულია, თუ ორსულობა 12 კვირას გადაცდა, ამ შემთხვევაში ნაყოფის მოცილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სამედიცინო ან სოციალური ჩვენებების მიხედვით. ჩვენი ინიციატივა ამავდროულად შეეხება უკანონო აბორტებსაც, ჩვენ დავამძიმეთ უკანონო აბორტის საქციები. ჩატარებული საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დადგინდა, რომ ისეთი ლიბელარული მიდგომა აბორტის მიმართ, როგორიც საქართველოშია არ მოიძებნა არცერთ ევროპულ ქვეყანაში, 133-ე მუხლში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც არაკანონიერი აბორტი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებით ვადით 120-დან 300 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2წლამდე. ამავე რეგულაციით იკრძალება სელექტიური აბორტი, თუმცა სტატისტიკა სელექციური აბორტისა არ არსებობს.”
როგორც ჩანს, ის მასტიმულირებელი პოლიტიკა, რასაც ქვეყანა ატარებს და კანონით გათვალისწინებული რეგულაციები არ არის საკმარისი პრობლემასთან გასამკლავებლად, ქვეყანა კვლავ დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას!
20.10.14
ნინა პირტახია






