გაძლიერებული რუსული, თურქული, ერაყული, სირიული და ქურთული სამხედრო ძალების, ასევე აშშ-ს საჰაერო ძალის არსებობის პირობებში ისლამური სახელმწიფოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
2016 წლის 13 აგვისტოს ქალაქი მანბიჯი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ძალებისგან განთავისუფლდა. განთავისუფლებული მანბიჯის პირველი დღე ასე გამოიყურებოდა: ქუჩაში შეხვდებოდით მამაკაცებს გაპარსული წვერით, ქალებს პირბადის გარეშე, მოხუც ქალს სიგარეტითა და ღიმილით სახეზე. მანამდე ყოველივე ეს და სხვა დანარჩენი აკრძალული იყო ისლამური სახელმწიფოს მიერ.
ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა სხვა ქალაქებიც. ოქტომბრის თვის მდგომარეობით, განთავისუფლდნენ: კობანე, ალ-ქარიატანი, ტიკრიტი და ფალუჯაჰი. საინტერესოა, მთლიანობაში, რამხელა ტერიტორია გამოაკლდა ISIS-ს? ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტი ფირას აბი ალის თქმით: “თუ ჩვენ უდაბნოს ჩავთვლით თავდაპირველ ოკუპირებულ ტერიტორიათა შორის, გამოდის რომ, ისლამურმა სახელმწიფომ ბოლო ორ თვეში დაპყრობილი ტერიტორიების ნახევარი დაკარგა.”
ასევე გასაანალიზებელია, დაკარგული ქალაქების სტრატერგიული მნიშვნელობაც, მაგალითად, მანბიჯის განთავისუფლებით, IS-იმა დაკარგა კონტროლი თურქეთის საზღვრებზე, რაც ნიშნავს იმას,რომ სერიოზულად შეფერხდა უცხო ქვეყნებიდან მათ მიერ მებრძოლების, იარაღისა და ტყვიამფრქვევების შემოტანა.
დაკარგული ქალაქები ნიშნავს დაკარგულ ფულსაც მათ „ბიუჯეტში“. ფირას აბი ალის თქმით, ისლამურმა სახელმწიფო 2017 წელს სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდება. ყველაზე დიდი შეკითხვა არის ის, დაიბრუნებს თუ არა სახელმწიფო დაკარგულ ქალაქებს?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და რა ძალა დაუჭერს მხარს ისლამურ სახელმწიფოს. ჰასან ჰასანი,რამდენიმე წლის წინ, აისისმა ტყვედ აიყვანა, ახლა ის ვაშინგტონში ტაჰირის ინსტიტუტში მუშაობს. რამდენიმე წელი მას რეგულარულად ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა მათ მებრძოლებს.
„ისინი რაღაცის გამო წუხან, შეიძლება დაგრჩეს ისეთი შთაბეჭდილება,რომ მორალურად გატყდნენ, მათ უკვე დაკარგეს ის შემართება,რაც 2014 წელს ჰქონდათ. დღეს კი ხალიფათი მცირდება, ათასობით მებრძოლი ტოვებს მას.“ – ამბობს ჰასანი.
განწყობა შეიცვალა არა მხოლოდ მებრძოლთა რიგებში, არამედ სირიელი საზოგადოების იმ ნაწილშიც,რომელიც მათ მხარს უჭერდა. სეთ ჯონსი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაცვის პოლიციის ცენტრიდან ფიქრობს, რომ ცენტრში იმ დოკუმენტებს სწავლობენ, რომლებიც სირიაში და ერაყში იპოვეს აშშ-ს სამხედრო ძალებმა.
„ისლამური სახელმწიფო ჩვეულებრივი ორგანიზაციიდან გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად, 2014 წელს თითქმის ყველა თვეში ისინი 150-200 შეტაკებას უწევდნენ ორგანიზებას, 2016 წელს 10 თვის მონაცემებით, კი მთლიანობაში 400 შეტაკებაა დაფიქსირებული. იმ დოკუმენტებში, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს ასახულია სამომავლო შეტაკებების ლოკაციები,კერძოდ აშშ-ში,უკრაინასა და ავსტრალიაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან ერთად, მათთვის მთავარ ბარიერს ფინანსების შემცირება წარმოადგენს,“- აღნიშნავს სეთ ჯონსი.
მათი შეტაკებები, ძირითადად,დამოკიდებული იყო იმ ხალხის რწმენაზე, რომლებიც შეტაკებებში იღებდნენ მონაწილეობას. BBC-ის ჟურნალისტის თქმით, როგორც ჩანს ხალიფატის ლიდერებს აღარ აქვთ სცენარი, თუ როგორ შთააგონონ ადამიანები. ისლამური სახელმწიფოს ფესვები აქვს გადგმული ნიგერიაში, ავღანეთში, საუდის არაბეთში, ალჟირში, ეგვიპტესა და ევროპის ნაწილშიც კი. მაგრამ იქ „მომხრეები“ მხოლოდ მუქარითა და ძალადობით ჰყავთ.
რამდენ ხანი შეძლებს ისლამური სახელმწიფო თავისი იდეოლოგიის შენარჩუნებას? – ბევრი ექსპერტის აზრით, ეს დამოკიდებულია ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ქალაქების, მოსულისა და რაქას განთავისუფლებაზე.
და რა იქნება შემდეგ?
„ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა არ ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის დასასრული დაჩქარდება,“ – ამბობს ფავეზ გერგესი, ავტორი წიგნისა, სადაც ხალიფატის ისტორიაა გადმოცემული, – „ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ისლამური სახელმწიფო ისტორიას ჩაბარდება, მისი იდეოლოგია მაინც გავრცელდება და ის ამისთვის უკვე ემზადება. ხალიფატი სხვა სამხედრო ჯგუფებს, ისეთ როგორიცაა ალ-ქაიდა და სხვ. შთააგონებს იმ იდეებს, რაც მან ამ ორი წლის განმავლობაში დააგროვა.“
ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა,რომ ისლამური სახელმწიფო ასე დასუსტდებოდა. ტერიტორიები, ფული, მეომრები – დიდი დანაკარგია.
ამ ყველაფრის გარეშე, როგორ შეძლებს არსებობას „ისლამური სახელმწიფო“ – სახელმწიფოს გარეშე? მათ დაკარგეს ძალაუფლება. მაგრამ მღელვარების პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.
ნათია კეკენაძე









