• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩემი წილი სიყვარული

9 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მე და სიყვარული ერთად არ ვცხოვრობთ. ალუბლისფერი გაზაფხულის უკანასკნელი ფოთოლი რომ შეიფოთლება, მე ავიღებ დაწნულ კალათას და იმ შორეულ გზას დავადგები, რომელიც დღესაც არ ვიცი სად მიმიყვანს. მივდივარ. იისფერი ყვავილებით გარშემორტყმული ბილიკი შორეულ, ცისფერ მთებში იკარგება, ლურჯის ცის ქვეშ, შხაპუნა წვიმის მომლოდინე ბალახის გასწვრივ. აქა-იქ შემორჩენილი ბროწეულის ხეები სევდიან ისტორიას მიყვებიან, მაგრამ მე ისევ მივდივარ. შორს, სადღაც მთების წვერზე ყველას წილი სიყვარული ინახება და მე ჩემი ნაწილის დაბრუნება მსურს. გაზაფხულზე, სანამ უკანასკნელი ფოთოლი შეიფოთლება სიყვარულის საპოვნელად მივდივარ. დადგება დღე, თეთრი ღამეების შემდეგ, როცა მე და სიყვარული ერთად ვიცხოვრებთ.

დღემდე არ ვიცი როგორია. იქნებ მსუბუქია ან იქნებ საშინლად მძიმე, შეიძლება უსუნოა და უფერული ან პირიქით, მძაფრი სუნის მატარებელი და ფერადი, შვიდფერზე მეტად ფერადი, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ვერ ვიპოვო, რადგან არ ვიცი როგორ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, მაინც მივდივარ. იმის პოვნა, რაც არც კი დაგიკარგავს, უფრო რთულია, ვიდრე დაკარგულის დაბრუნება. იასმანისფერი დღეების ელფერი დაჰკრავს მთების კალთებს.

ხშირად ჩემი დღეები სევდისფერია. ნაცრისფერი ან ბაცი შავი არა, სევდისფერი. ადრე არც ვიცოდი, რომ სევდას ფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ სევდისფერი ფერი არსებობს. სევდისფერი გრძნობაც არსებობს, ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც და ჩემი თმის ვარდისფერი სამაგრიც. სევდა, როგორც ასეთი, რომელიც სულ ჩემთანაა და სევდისფერი დღეები, რომლებიც მატულობენ, მავსებენ თავიანთი სხეულით და აღარ მტოვებენ. მინდა, რომ სევდამ დამტოვოს.

ოდესღაც ბედნიერებას ვეძებდი. მერე მითხრეს, აქეთ გიპოვნისო და გავჩერდი. წლების მერე მივხვდი, რომ მწარედ მომატყუეს და ისევ დავიწყე ძებნა. ბედნიერების ფერის პოვნა არც მიცდია, რადგან ბედნიერების სუნი არსებობს, გემო არსებობს და მათი არსებობით მეც ვარსებობ. საერთო ბედნიერებიდან ჩემი წილი ავიღე და იმ კალათაში ჩავდე, სიყვარულის წილის საპოვნელად რომ მახლავს  მეგზურად ცისფერი მთების კენწეროსკენ. ჩემს წილ ბედნიერებას ახლა სძინავს, რადგან დაძინება არჩია ლოდინს, ლოდინი კი ღამეების თენებას მიჩვეულია.

ვკვდები. სიცოცხლე, რომელიც ავირჩიე, აღარ მინდა. თეთრწვერა, ლურჯთვალება მოხუცმა 21 წლის სიცოცხლე სამჯერ მაჩუქა. სამჯერ სიკვდილის ფერი გახდა ჩემი თვალები, ფერი, რომელმაც არ იცის სიყვარული. ლილისფერი თმის სამაგრი წამართვა ერთხელ მან და დღემდე არ მიბრუნებს. ხელისგულებზე სიცივეს ვგრძნობ, როცა მოახლოებას ცდილობს. ამით ვხვდები, რომ ის მოდის და მე ვკვდები. თავისი წილი სიცოცხლე უნდა, თავისას მოითხოვს, ინაღდებს და მეც ვუხდი ხარკს, ვალს ვიღებ. სიკვდილივით რომ მეშინოდეს სიკვდილის, ახლა თავად სიკვდილი ვიქნებოდი.

წითელი პერანგი შიშისფრად მეღებება. მისი თითების ნელ მოძრაობას ჩემს ყელზე ვგრძნობ. მოკლე თმების ხვეული ლაბირინთები მორცხვად ემორჩილებიან. ნებდება ტუჩებიც. მერე თვალები და ჩემი წილი ბედნიერების გასაზიარებლად მოსულ უცხოს ბედნიერების სუნი ასდის. შიშისფერი სხეული წითელ პერანგს ამაოდ ეძებს. შიშველი სული შველას ითხოვს. შეშლილი უცხო კი ნელ-ნელა გიპყრობს ბედნიერების გემოს გასაგებად. თეთრი ფარდებიდან ყვითელი მზე ლამობს შემოსვლას. ოდნავი ნიავი თეთრ ფარდებს ათამაშებს. მზე ამოდის.

მონატრებას შავი ფერი აქვს. მონატრებას მისი სუნი ასდის, რომელიც მაშინაც არ მტოვებს, როცა ჩემი სურნელის დაბრუნებას ვცდილობ. მონატრებას მისი გემო აქვს, ოდნავ ტკბილი და ცხელი. მისი გუშინდელი სუნი არ მავიწყდება. ოდნავ ღიმილიანი მონატრება და ოდნავ ნაღვლიანი. სევდისფერი საღამო. მონატრებას მისი თვალები აქვს. შავი თვალები.

სიყვარულის ჩემი წილს ისევ დავეძებ. კალათაში მისი ადგილი  ცარიელია. ბილიკებს ისევ მთის კენწეროსკენ მივყავარ, ალუბლისფერი გაზაფხულის უკანასკნელი ფოთლის შეღებვამდე. მივდივარ წინ და თავზე მათოვს. ეს არც თოვლია და არც ბროწეულის ყვავილები. სანამ გავარკვევ, რატომ თოვს, დრო გადის და ლოდინის დრო დგება. იქ, შორს, მთების წვერზე რომ ყველას თავისი წილი სიყვარული ელოდება, მეც მელის ჩემი პატარა ნაწილი.

ოდესმე დადგება დღე და მე და სიყვარული ერთად ვიცხოვრებთ.

მარიამ გვარამია

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In