• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ არის ხარების დღესასწაული თევზით ხსნილი?!

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რატომ არის ხარების დღესასწაული თევზით ხსნილი?!
38
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

დიდმარხვის პერიოდში, როცა ზამთარ-გაზაფხულის სეზონიდან გამომდინარე სამარხვო საკვები მწირია ან ძვირია, ადამიანებს ხშირად უწევთ პროდუქტების ეტიკეტებისა და შემადგენლობის შემოწმება, ასევე ხშირად კითხულობენ რამდენად დასაშვებია ესა თუ ის საკვები, საჭიროა თუ არა მოძღვრისგან კურთხევის აღება და სხვა.

ამ საკითხს “თბილისი თაიმსმა” რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას, თუ რატომ ხდება გახსნილება თევზით აღდგომის მარხვაში – ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე.

ზოგადად, მარხვა ერთ-ერთი უძველესი ჩვეულებაა, რომლის დანიშნულებაც, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულიერი ცხოვრების, მისი აზრების, ჩვევებისა და მიდრეკილებების მოწესრიგებაა. ძველ ქართულში სიტყვა “მარხვა” დამახსოვრების, რაიმის არდავიწყების სინონიმადაც გამოიყენებოდა. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, როგორ პასუხობს ქრისტე ფარისეველთა გამოწვევას თავისი მოწაფეების უმარხველობასთან დაკავშირებით: “ვერ ხელ–ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა“.

მარხვის წესი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თეოლოგების განმარტებით, სამოთხეში “აკრძალული ხილის” არსებობა პირველ მარხვაზე მიუთითებს. ბიბლიის თანახმად, ნოე იყო პირველი ადამიანი, ვისაც ზოგიერთი ცხოველის ხორცის ჭამის ნება დაერთო. ძველი აღთქმის არაერთ წიგნში აღწერილია, რომ განსაცდელის ჟამს ადამიანები დღეებს დათქვამდნენ და მარხულობდნენ, რითაც კოლექტიურ სინანულსა და ღვთისადმი მორჩილებას გამოხატავდნენ.

“ქრისტიანობის გავრცელების პირველ წლებში, მარხვა რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მარხვის წესი მსგავსი იყო მუსლიმური წესისა – მორწმუნე ქრისტიანები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არაფერს მიირთმევდნენ. მოგვიანებით, მიიჩნიეს, რომ მარხვის ამგვარი ფორმა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო, ამიტომ შეიცვალა ეკლესიის მიდგომა. რაც შეეხება ხარებას, ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის მუცლადღებას ვზეიმობთ. სადღესასწაულო განწყობის შესაბამისად, სუფრაც შედარებით მდიდრია თევზითა თუ ხიზილალით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენთვის ესოდენ ძვირი პროდუქტი, ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომია” – განაცხადა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზღვისპირა სახელმწიფოების მოსახლეობის რაციონს, ძველად და ახლაც, უმეტესადწილად ზღვასა თუ ოკეანეებში მოპოვებული საკვები შეადგენს. ქრისტეს მოწაფეებიც მებადურები იყვნენ და ძირითადად მეთევზეობით ირჩენდნენ თავს. გავიხსენოთ ის ადგილი სახარებიდან, როცა თევზაობით იმედგაცრუებულებს, ქრისტე მიუთითებს, სად გადააგდონ ბადე. არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა იესო გალილეის ტბის ნაპირზე ელოდება მოწაფეებს, რომ თევზითა და პურით გაუმასპინძლდეს. ასევე, ხუთი პურითა და ორი თევზით სასწაულებრივად დააპურებს მის მოსასმენად გამოყოლილ ადამიანებს.

თევზის მოხმარებასთან დაკავშირებით წმინდა მამათა წიგნებში არაერთ ცნობას ვაწყდებით. გაგაცნობთ “მცირე სჯულისკანონის” მითითებებს  დიდმარხვაში თევზის ნებადართულობის შესახებ:

“ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იხმარებენ, ნუმცა ღვნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კვრიაკეთასა, ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღვნოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შვდეულისათა. ხოლო შაბათ-კვრიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღვნოი მიიღონ, ხოლო თევზი ხარებისა დღესასწაულსა განიხსნან”.

ამრიგად, ერისკაცებისთვის თევზი და ცოტა ღვინო შაბათ-კვირას დაშვებული იყო, მონაზვნებისთვის ამ დღეებში შეიძლებოდა ზეთისა და ცოტა ღვინის მოხმარება, ხოლო თევზი მათთვის ხარების დღესასწაულზე იყო ხსნილი. აღნიშნულს თეოლოგი და ფილოლოგი ედიშერ ჭელიძე შემდეგნაირად განმარტავს: „ადრეულ წმინდა ძეგლებში ხაზგასმა ხდებოდა მხოლოდ ხარების დღეს (თუნდაც ოთხშაბათ-პარასკევს ემთხვეოდეს) თევზით გახსნილების აუცილებლობაზე, რადგან ბზობა როგორც კვირადღე ერისკაცთათვის ისედაც ხსნილი იყო. რუსეთში, XV ს-ის ჩათვლით, სრულიად იყო შენარჩუნებული ზემოგანხილული ათონური ტრადიცია დიდმარხვის შაბათ-კვირის დღეებში და ხარებას თევზის ნებადართულობის შესახებ. ამას მკაფიოდ ადასტურებს კიევის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმინდა ფოტის კანონიკური ნაშრომი.“

ექვთიმე მთაწმიდელის მიერ თეოდორე ხუცესისადმი მიწერილ წერილშიც ვკითხულობთ, რომ დიდმარხვაში “თევზისა ჭამაი კვრიაკეთა არა ბრალი არს.”

მარიამ ქალებაშვილი

Share15Tweet10

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

მიხეილ გიორგაძე თურქეთში გაემგზავრა

10 years ago
სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება 5-ჯერ გაიზარდა

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება 5-ჯერ გაიზარდა

8 years ago
ელიავაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ელიავაზე ხანძარი ლოკალიზებულია

9 years ago
იურიდიულ კომიტეტში ნინო გვენეტაძის მოსმენა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა

იურიდიულ კომიტეტში ნინო გვენეტაძის მოსმენა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by