• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

9-11 ივნისს, თბილისში, გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.

როგორც ”თბილისი თაიმსს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

„10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“, – აღნიშნა ნინო გამრეკელმა.

მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდება.

„წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი ინფორმაციით საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები: საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ოფიციალურად 9 ივნისს, 11:00 საათზე გაიხსნება.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა

12 years ago
საგარეო უწყება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს

რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ

11 years ago
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

8 years ago
გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

„ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ“ – ნათია მეზვრიშვილი

8 years ago

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საქართველოს საპატრიარქო ცნობილი ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის სამძიმრის წერილს ავრცელებს. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ბადრი...

მეტის ნახვაDetails
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by