• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

8 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ჭელიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი – მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი –  ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და უნგრეთისა საელჩოს წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსი ცხადდება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

  •  ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020
  • ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020
  • ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან,  აშშ-ში

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020- პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.

 სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020 – ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან – თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. ქართულ-იტალიური სასტიპენდიო პროგრამა- იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წელს პირველად განხორციელდება.

 ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან,  აშშ-ში – კიდევ ერთი ახალი სასტიპენდიო სქემაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს, პროგრამა ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 პროგრამის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლისმანძილზე.

სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება28 იანვარს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

 განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. სასტიპენდიო სქემებთან ერთად ცენტრი ახორციელებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასაც.

Share1Tweet1

ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

09/14/2026
მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025

საინტერესო

ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

6 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს აირჩევს

11 years ago
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა

7 years ago

ზაზა სარალიძე: მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას გავერთიანდეთ

8 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by