• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

8 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითი არცერთ ქვეყენაში არ არსებობს. შესაბამისად, ვფირობთ ვიზრუნოთ  უფრო მეტი, რომ მეცნიერება განათლებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდეს და შედეგები რაც შეიძლება სწრაფად დავინახოთ“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, უხლოეს მომავალში მეცნიერების მიმართულებით სამინისტრო წარმოადგენს მორიგ პრეზენტაციას, სადაც კიდევ უფრო დეტალურად იქნება გაწერილი მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები, მათ შორის რესურსების გაზრდის მიმართულებით. შედეგი კი იქნება გაზომვადი და დანახვადი, რომელიც მეცნიერებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც  EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს – ERC – სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

მინისტრის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).

როგორც ზვიად გაბისონიამ საგანგებოდ აღნიშნა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების  მონაწილეობით. მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან.

ShareTweet

ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

09/14/2026
მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025

საინტერესო

დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს – CNN

დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს – CNN

2 years ago
საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

11 years ago
“მას არავისთვის შეუთანხმებია… ყველასთვის მოულოდნელი იყო” – სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

“მას არავისთვის შეუთანხმებია… ყველასთვის მოულოდნელი იყო” – სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

2 years ago
“საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას”

“საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას”

12 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by