• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელობასთან დაკავშირებით, დისკუსიები გაიმართა. საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარეობდა მსჯელობები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ამ კატეგორიის მიწის მფლობელი – ამ ჭრილში, რა უფლებები აქვთ უცხოელებს და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს ქართველი გლეხებისა და წვრილი მიწათმფლობელებისთვის.

2018 წლის 16 დეკემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწას „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად“ ცხადდება და გამონაკლისების გარდა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში რჩება. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

  • „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა , როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი , შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს , თვითმმართველი ერთეულის , საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.“
  • „გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით , რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“

როგორ იყო აქამდე?

საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მიწის ყიდვა არ შეეძლოთ. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შესახებ, რის შემდეგაც უცხოელებზე ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა აუკრძალა. მაგრამ, იმავე წლის 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიღებული ახალი რეგულაცია, ავსტრიის მოქალაქემ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ახალი ნორმა დისკრიმინაცული იყო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე განსხვავებულ რეჟიმს ადგენდა საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე (საკუთრება, უფლება) და მე-13 მუხლებს (თანასწორობა, უფლება). საკონსტიტუციომ 2014 წლის 24 ივნისს პარლამენტის გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეზღუდვაზე არაკონსტიტუციურად ცნო.

ამის შემდეგ სახელმწიფომ (ეკონომიკის სამინისტრო) გადაწყვიტა, ახალი მიწის კოდექსის მიღებამდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა თავად შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება გავრცელდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პირებზე. სამინისტრო მიწებს ძირითადად იჯარით გასცემდა, კერძო პირებს კი შეეძლოთ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწები თითო ჰექტრობით არის დანაწევრებული და მსხვილი ფერმერები სავარგულის ერთიანად, დიდ ფართობზე ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა ახალი დოკუმენტი – მორატორიუმი მიიღო და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე უცხოელებზე მიწის გასხვისება ისევ აკრძალა, იმ დათქმით, რომ გარდამავალ ეტაპზე რეგულაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება, ასევე, საქართველოს მთავრობა დისკრეციის უფლებით ისარგებლებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მორატორიუმის მიუხედავად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ  7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა და საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა მიეცათ.

რა რაოდენობის მიწაა გასხვისებული უცხოელებზე?

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის პირველი  იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია; 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. ექსპერტთა ნაწილი (პაატა კოღუაშვილი, სოსო არჩვაძე) მიიჩნევს, რომ ხარვეზებით ჩატარებული და დაუმთავრებელი მიწის რეფორმის გამო, ოფიციალური მონაცემები სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შესახებ არასწორია.

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში ქვეყნის მიწების 5%-ია. ბოლო 7 წლის განმავლობაში, უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში მთლიანობაში ყველა სახის 37 386 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს, რაც 13 412 ჰექტარია.

როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია აცხადებს, საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა.  რეალურად კი, კანონის გვერდის ავლით უცოხოელების მიერ დასაკუთრებული მიწის ოდენობა ბევრად მეტია.ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე.

როგორ რეგულირდება სხვა ქვეყნებში მიწის გასხვისება?

მიწის ყიდვა ძალიან იოლია აშშ-ში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამისთვის განსაკუთრებული დოკუმენტაცია არ სჭირდება. მთავარია საკმარისი თანხა და ის მიწის ნაკვეთს დისტანციურად, ბროკერის დახმარებითაც შეიძენს. კანადაში კი უცხოელს 8 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება არ აქვს.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ევროპელები მიწის პოლიტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებენ ისეთ ზომებს, რომლებიც ხელს შეუშლის ერთი მესაკუთრის ხელში მიწის დიდი მასივების კონცენტრაციას.

მაგალითად, გერმანიაში მიწის ნაკვეთი, რომელიც კერძო საკუთრებაში შეიძლება იყოს, ყველაზე ბევრი, 400-დან 500 ჰექტარამდეა, პოლონეთში – 300 ჰექტარი, უნგრეთში – 300 ჰექტრამდე, რუმინეთში – 200 ჰექტრამდე.

გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის იჯარით აღების ან ყიდვის დროს, მაგალითად, გერმანიაში, ფინეთში, ნიდერლანდებში და იტალიაში არაოფიციალური პირობა მოქმედებს, რომ მოიჯარე ან მყიდველი უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრები – კანონში ეს არ წერია, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია ასეთია.

იოლია მიწის ყიდვა ესპანეთში. ამისთვის უცხოელს მხოლოდ ფინანსური ნომერი, სპეციალური კოდი სჭირდება, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია გასცემს. სხვაობა ისაა, რომ ესპანეთის და ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეს ამ კოდს ერთ დღეში აძლევენ, დანარჩენებისთვის პროცესი კვირები ჭიანურდება.

შვეიცარიაში მიწების შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, ან მათ, ვისაც ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ნებართვა აქვს.

შვედეთში რეგულაციები მოქმედებს იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ცალკეულ შემთხვევებში, მიწის მფლობელს მის მიერ შეძენილ მიწაზე ცხოვრება მოეთხოვება.

რამდენიმე ქვეყანაში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, პოლონეთში 12-წლიანი მორატორიუმია გამოცხადებული. ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრიანებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და სლოვაკეთი აკრძალვის პერიოდი 7 წელს გაგრძელდა.

ისრაელში, ჩინეთში და დიდ ბრიტანეთში მიწებს უცხოეთის მოქალაქეებზე საერთოდ არ ყიდიან. ისრაელში მიწა მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაა და მის გამოყენებას სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. კომუნისტურ ჩინეთში სახელმწიფო და კოლექტიური პოლიტიკაა, ხოლო დიდ ბრიტანეთში მთელი მიწა ფორმალურად სამეფო ოჯახის საკუთრებაა, რომელიც მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდის სამეფოს მოქალაქეებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – უცხოელებზე. იმავდროულად, მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა გაერთიანებულ სამეფოში ფაქტობრივად შეუძლებელია.

Share3Tweet2

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ქოლ-ცენტრი მოემსახურება

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ქოლ-ცენტრი მოემსახურება

9 years ago

კახი კალაძე: „თუ პრეზიდენტს ხალხი აირჩევს, ეს ტრაგედია ან პრობლემა არ არის“

10 years ago
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

8 years ago
სახელმწიფო რწმუნებული ფოთში კუნძულის და კოლიმბარის უბნების განვითარების საპროექტო წინადადებებს გაეცნო

სახელმწიფო რწმუნებული ფოთში კუნძულის და კოლიმბარის უბნების განვითარების საპროექტო წინადადებებს გაეცნო

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by