• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიშა გელენავა-საქართველოდან კემბრიჯში და კემბრიჯიდან  უკან, სამშობლოში

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
მიშა გელენავა-საქართველოდან კემბრიჯში და კემბრიჯიდან  უკან, სამშობლოში
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიშა გელენავა ის ქართველია, რომელმაც, ფიზიკისა და მათემატიკისადმი დიდი სიყვარულის გამო, შეძლო და კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. გავიდა ერთი წელი და ის მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდა. ალბათ, ბევრისთვის იქნებოდა რთული, კემბრიჯულ უპირატასობებზე უარის თქმა და კვლავ საქართველოში დაბრუნება. საკუთარ წარმატებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ის თავად გვიყვება.

რა გზა გაიარეთ, სანამ კემბრიჯში მოხვდებოდი?

ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. ამიტომ, მეცხრე კლასიდან კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავედი. კომაროვში სწავლის პერიოდში, დავინტერესდი ფიზიკითაც და რეგულარულად ვმონაწილეობდი ფიზიკისა და მათემატიკის ოლიმპიადებში. თავიდან, ინტერესიც და წარმატებაც მათემატიკაში მეტი მქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ფიზიკამ უფრო ჩამითრია. ჯერ ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში მივიღე მონაწილეობა და, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბევრი აღარ მიფიქრია, ჩავაბარე ფიზიკის მიმართულებით.

ყოველთვის, თეორიული ფიზიკა უფრო მიზიდავდა, ვიდრე –  ექსპერიმენტალური და, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც, ამ მიმართულებით სწავლაზე გავამახვილე მთავარი ყურადღება. მესამე კურსის ბოლოს ჰოლანდიაში, უტრეხტის უნივერსიტეტში წავედი საზაფხულო სკოლაში (ქართული უნივერსიტეტის დაფინანსებით), სადაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან უამრავი სტუდენტი გავიცანი, მათ შორის იყო ორი თანატოლი, რომლებიც აპირებდნენ, ბედი ეცადა კემბრიჯის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე თეორიულ ფიზიკაში და მეც მირჩიეს, მათთან ერთად გამეგზავნა საბუთები. საქართველოში დაბრუნებისთანავე, დავიწყე ამაზე ზრუნვა და მართლაც, იანვრის ბოლოს, მომივიდა წერილი, რომ ჩარიცხული ვიყავი კებრიჯის უნივერსიტეტში. თუმცა, სწავლა ძვირი ღირდა. ამ დროს, გამოცხადებული იყო განათლების სამინისტროს პროექტი უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტების დასაფინანსებლად. განაცხადი შევიტანე ამ კონკურსზე და, კემბრიჯის უნივერსიტეტის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღება არ გამჭირვებია.

მოგვიყევით რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კემბრიჯში სწავლა და როგორ გაართვით მას თავი?

კემბრიჯის უნივერსიტეტში ერთი წელი გავატარე. იქ სამაგისტრო პროგრამების უმრავლესობა ერთწლიანია. წლის განმავლობაში, იყო სამი ტრიმესტრი და ბოლოს იყო საგამოცდო პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას ერთდროულად ამოწმებდნენ. სასწავლო პროცესი, ოფიციალურად, თავისუფალი იყო, არანაირი მოთხოვნა ლექციებზე ან სემინარებზე დასწრებაზე ან დავალებების დაწერაზე. მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ყოველდღიური მუშაობის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატება. სწავლის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიდიოდა, ლექციაზე არცერთი წუთი იკარგებოდა. საოცრად მოტივირებული და მაღალკვალიფიცირებული სტუდენტების რაოდენობა ნამდვილად საოცარი იყო და ბევრის სწავლა შეიძლებოდა ლექციებს მიღმა, საკუთარ კურსელებთან საუბარში, მით უმეტეს, ყველა ოთახსა თუ კორიდორებშიც იყო დაფები ყოველი შემთხვევისთვის, თუ სტუდენტებს ან თანამშრომლებს ნებისმიერ ადგილას ყოფნისას რამე თემის დაფასთან გარჩევა მოუნდებოდათ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ნამდვილად დიდი ცოდნა, გამოცდილება და ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც, შეძლებისდაგვარად, ვინარჩუნებ კონტაქტს.

კვლავ საქართველოში დაბრუნება ბევრს გაუჭირდებოდა. როგორ გადადგით ეს ნაბიჯი?

არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ჩემი ცალსახა მიზანი საქართველოში დაბრუნება არ ყოფილა. მაგისტრატურის დამთავრების პერიოდში, დავიწყე დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების ვარიანტების ძებნა. როცა საქმე დოქტორანტურას ეხება, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია. მაგისტრატურისგან განსხვავებით, უნივერსიტეტს შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მნიშვნელოვანია კვლევის თემატიკა, სადოქტორო ხელმძღვანელის ვინაობა და რა თქმა უნდა, დაფინანსება.

იმ მომენტში, ჩემს ხელთ მოხვედრილ ვარიანტებს შორის საუკეთესო საქართველოში აღმოჩნდა. ბევრს, ალბათ, უცნაურად ეჩვენება, მაგრამ ნამდვილად გამიმართლა ხელმძღვანელში და ჩემთვის მაქსიმალურად საინტერესო თემატიკაზე ვმუშაობ.  იყო კიდევ რამდენიმე სხვა შესანიშნავი ვარიანტი უცხოეთში, სადაც ზოგან შესაბამისი დაფინანსება ვერ მოვიპოვე. საერთოდ, ჩვენნაირი ქვეყნებიდან დაფინანსების მოპოვება ჭირს ევროპაში, რადგან არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ყველაზე ღარიბი ქვეყნების 10%-ში შევდივართ, ასე ვთქვათ, შუაში ვართ გაჩხერილი. აშშ-ში სწავლას რაც შეეხება, იქ, რა თქმა უნდა, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია შესანიშნავი უნივერსიტეტებისა, მაგრამ იქ მოსახვედრად სპეციალური სტანდარტიზებული გამოცდები უნდა ჩააბარო და იმ წელს ამ გამოცდების პერიოდი ცუდად დაემთხვა ინგლისში ჩემი  გამგზავრების პერიოდს.

რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებებად?

ალბათ არ იქნება გასაკვირი, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდ წარმატებად კემბრიჯის უნივერსიტეში სწავლას მივიჩნევ. ასევე აღვნიშნავდი, ჩემს ჯერ-ჯერობით ერთადერთ გამოქვეყნებულ ნაშრომს, რომელიც გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში ერთწლიანი კვლევითი ვიზიტის პერიოდში გავაკეთე. თუმცა, ამ მხრივ, ახლო მომავალში ვაპირებ პროგრესს.

ცალსახად, წარმატებული ადამიანი ხართ. რა გააკეთე იმისთვის, რომ ასეთი დიდი მიზნებისთვის მიგეღწიათ?

პირველ ყოვლისა, ვიპოვნე ინტერესი. შემდეგ, ვისწავლე, ვიშრომე და მომენტებში, ალბათ, გამიმართლა კიდეც. თუმცა, მე არ მივიჩნევ თავს განსაკუთრებულად წარმატებულად, მით უმეტეს, არ ვარ კმაყოფილი მიღწეულით და გაცილებით მეტის მიღწევა მსურს.

გარდა ფიზიკისა, რით ხარ დაინტერესებული?

გარდა ფიზიკისა, პირველ ყოვლისა, მათემატიკას დავასახელებდი. ასევე, ძალიან მიყვარს სპორტი და, შეიძლება ითქვას, ცოტა მეტ დროსაც ვფლანგავ სპორტის ყურებაში, ვიდრე საჭიროა. ასევე, ვთამაშობ ინტელექტუალურ თამაშს „რა?სად?როდის?“

ამ ეტაპზე, რას საქმიანობთ?

ამ ეტაპზე, ვარ დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და, ჩემს ხელმძღვანელთან ერთად, ვმუშაობ მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიისა და ფენომენოლოგიის საკითხებზე; კერძოდ, ამ ეტაპზე, ნეიტრინოს მასის გენერაციის მექანიზმებზე, განსაკუთრებით – რადიაციულ მექანიზმებზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Tags: მიშა გელენავა-საქართველოდან კემბრიჯში და კემბრიჯიდან  უკანსამშობლოში
Share4Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

ვმსჯელობთ, რომ კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან, ჯერჯერობით ძველ პროტოკოლს მივყვებით – გამყრელიძე

ვმსჯელობთ, რომ კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან, ჯერჯერობით ძველ პროტოკოლს მივყვებით – გამყრელიძე

5 years ago
სამხრეთ აფრიკაში არნახული თოვლი მოვიდა

სამხრეთ აფრიკაში არნახული თოვლი მოვიდა

2 years ago
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს

5 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by