HBO-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, “საქპატენტს” მიმართა და ვისკისთვის სახელწოდება Game Of Thrones-ის დაპატენტება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “საქპატენტის” ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ახალ ვისკის სახელი „თეთრი მოსიარულე“ (White Walker) სერიალის ბოროტმოქმედ პერსონაჟებს ეწოდება. ეს პეროსონაჟები ყინულის სტიქიის წარმომადგენლები არიან და ვისკის ბოთლის ფერიც შესაბამისად თეთრ-ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.