შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკონ.
„აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, თბილისში გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. პარალელურად, სასამართლოში უკვე დაწყებულია დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე განხილვები.