• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

7400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ფინანსური მხარდაჭერა 159 საწარმოს – პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

10 years ago
in ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალგაზრდა მეწარმეები, ფერმერები და  სამუშაო ადგილები,რომლებიც დაფინანსებულმა ახალმა საწარმოებმა შექმნეს –  ყველას მათგანს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს.

პროგრამა 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა, მის ზოგად მიზნად განისაზღვრა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

პროგრამაში პროცედურული ჩართვა ნებისმიერ მსურველს სამი კომპონენტის გათვალისწინებით შეეძლო,თუმცა სიახლეს წარმოადგენს ორი ახალი კომპონენტის დამატებაც.

„თბილისი თაიმსს“ სტატისტიკურ მონაცემებზე, გამარჯვებულ პროექტებსზე, სიახლეებსა და პროგრამის მნიშვნელობაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოთარ ანთია ესაუბრა.

programa awarmoe saqarTveloSiროგორ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, როგორ გაიხსენებთ პირველ პერიოდს?

– 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, სწორედ აღნიშნულში მიზნის მისაღწევად შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის განვითარებაზე სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების გზით.

როდესაც ქვეყანაში მსგავსი მექანიზმი პირველად ინერგება, ბუნებრივია, ეს პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, ამიტომაც პირველ პერიოდს გავიხსენებდი, როგორც უაღრესად შრომატევადს და სიახლეების შემცველს. დაგეგმვის ეტაპზე უნდა მომხდარიყო რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად გათვალისწინება და ჰარმონიზირება, ერთის მხრივ, აუცილებელი იყო მექანიზმი პირდაპირ მორგებულიყო კერძო სექტორის წინაშე არსებულ საჭიროებებს და ამავდროულად, გათვალისიწინებული ყოფილიყო საბაზრო პრინციპები.  პროგრამის თითოეულ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში. საწყის ეტაპზე მოხდა კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დეტალური ანალიზი და შესწავლა, აღნიშნულის შედეგები კი საკმაოდ კარგად აისახა პროგრამის მხარდაჭერის მექანიზმში.

კონცეპტუალური თვალსაზრისით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ინკლუზიური განვითარების მოდელი, რადგან პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები მაქსიმალურად პასუხობს მეწარმე სუბიექტების ყველა სეგმენტისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს და საჭიროებებს.

რა არის პროგრამის ძირითადი მიზანი?

– პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე, შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაფერისი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით.

მათთვის, ვისთვისაც უცნობია პროცედურები, რომ გვითხრათ, როგორ  ხდება პროგრამაში ჩართვა?

– სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის მექანიზმები საკმაოდ გამჭვირვალე,  მარტივი და მინიმალური ბიუროკრატიის შემცველია. პროცედურები არსობრივად განსხვავებულია პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით:

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი – აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული კომერციული სესხის/ლიზინგის საგნის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. ხსენებული მექანიზმი მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს 0% -დან მაქსიმუმ 3% წლიური საპროცენტო განაკვეთის მქონე კომერციული სესხით. გარდა თანადაფინანსებისა, მეწარმისთვის კომერციული სესხის მიღების პროცედურების გამარტივების მიზნით, სააგენტო ასევე ახორციელებს ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას სესხის თანხის 50% ოდენობით.

პროცედურული თვალსაზრისით, მეწარმე სუბიექტი მიმართავს პროგრამის პარტნიორ ბანკებს და იღებს ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ ფინანსურ რესურსს. ბანკის მიერ სესხის დამტკიცების შემდეგ, სააგენტო ახდენს მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვას და მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში აფორმებს ხელშეკრულებას მეწარმე სუბიექტთან. ანალოგიური მიდგომა ვრცელდება, როგორც სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ და სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, ასევე ახალ, სასტუმრო ინდუსტრიის წახალისების კომპონენტზეც;

  • ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი – მოცემული კომპონენტი მოიაზრებს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების გადაცემას მეწარმე სუბიექტისთვის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. აღნიშნულს ახლავს გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები, მაგალითად, ქონების თბილისის ტერიტორიაზე მდებარეობის შემთხვევაში, მეწარმემ 2 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს მიწის საბაზრო ღირებულების  ექვსმაგი ოდენობის ინვესტიცია. იმ შემთხვევაში, კი, თუ ქონება რეგიონშია, მეწარმემ უნდა განახორციელოს ქონების საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის მიზნით, მეწარმე სუბიექტი მიმართავს საქართველოს ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი განაცხადის ფორმით, რის საფუძველზეც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას.
  • პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულება – ეს კომპონენტი გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობების მხარდაჭერას, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ასევე შესაბამისი ცოდნის და უნარების მიწოდების გზით. პროგრამაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირმა დაფინანსების მიღებამდე  აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი:ონლაინ აპლიკაციის შევსება: qartuli.ge; ბიზნესიდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორების გამოვლენა; ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი; ბიზნეს გეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნეს გეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას.

თუ არის,  შეჯამებული მთელი წლის მუშაობა და როგორია სტატისტიკური მონაცემები?

– დღეის მდგომარეობით, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ყველა კომპონენტი ხორციელდება საკმაოდ წარმატებით. პროგრამის ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარი დაეჭირა 159 საწარმოს, საიდანაც 53-მა ისარგებლა მხოლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის მხარდაჭერით, ხოლო 14 – მა კი სახელმწიფოს მხრიდან მიიღო, როგორც ქონება, ასევე შეღავათიანი საკრედიტო რესურსი.

აღნიშნული 159 კომპანია შემდეგი 2 წლის განმავლობაში ქართულ ეკონომიკაში განახორციელებს 381 მლნ. ლარზე მეტ ინვესტიციას და ჯამში შექმნის 7400 მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებშიც. დღეის მდგომარეობით, თანადაფინანსება გაეწია 1700 ზე მეტ ბენეფიციარს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ახორციელებენ მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების შესახებ ცოდნა ტრენინგ/სემინარების მეშვეობით მიიღო 3118 ბენეფიციარმა.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პროგრამის მეორე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული თანადაფინანსებების გაცემა დაიწყება 2016 წლის ივნისის ბოლოდან.

გამარჯვებულ პროექტებზე, რომ გვესაუბროთ, ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელი იყო თქვენთვის და ძირითადად, რა ტენდენციები (მიმართულებები) იკვეთება კონკურსში?

– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამაში წარმოდგენილია ისეთი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დარგები, როგორიცაა ქიმიური მრეწველობა და ფარმაცევტული წარმოება.

სულ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა ახალი საწარმო, შპს „ჰემოლაინი“, რომელიც ინოვაციური მეთოდით დაამზადებს გლობალურ დონეზე მაღალი მოთხოვნის მქონე ალუმინისა და იმუნოგლობულინის ტიპის პრეპარატებს და რიგ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ძირითადად იმპორტის საშუალებით შემოდიოდა ქვეყანაში.

აღსანიშნავია ასევე, კიდევ ერთი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, შპს „YNNOVAS“, რომელმაც 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო ფუნქციონირება და თანამედროვე სტანდარტებით მოახდენს აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების წარმოებას, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

აწარმოე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ასევე წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქცია 100 % არის ორიენტირებული ექსპორტზე.

შპს „ჯორჯიან პროდაქტს“, რომლის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია უკვე ხდება ევროპულ ბაზრებზე და წარმოების დაწყებიდან 2 წლის მანძილზე დაგეგმილია 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის ექსპორტის განხორციელება.

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება წარმატებით და პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კომპანიები, წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, დროის მცირე მონაკვეთში აღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია შპს „დენოლა“, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, განახორციელა 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ქიმიურ მრეწველობაში და წარმოების დაწყებიდან უმოკლეს ვადაში მოიპოვა ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი.

დამწყებ ბიზნესმენებს და მათ, ვისაც სურთ ამ პროგრამაში ჩართვა, რას ურჩევთ, რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესის წამოწყების პირველ ეტაპზე და შემდგომ უკვე პროგრამაში მონაწილეობისას?

– პირველ რიგში, აუცილებელია მეწარმემ იცოდეს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებობს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესის განვითარების და/ან ახალი ბიზნესის წამოწყების რთულ პროცესს სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით და გახდება მისი ბიზნესის სანდო პარტნიორი. საწყის ეტაპზე ვურჩევდი, მობრძანდნენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, მოახდინონ საკუთარი იდეების განხილვა სააგენტოს კონკრეტული პორტფელის კომპეტენტურ მენეჯერებთან და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია გადასადგმელი მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

იგეგმება, თუ არა რაიმე სიახლეები „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში და როგორია სამომავლო გეგმები?

– მეწარმეობის განვითარების სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახდენს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს. პარალელურად ხდება იმ კერძო სექტორის საჭიროებების ანალიზი და პროგრამის მათზე მორგება, რათა კიდევ უფრო მეტ კომპანიას შეეძლოს კომპონენტით სარგებლობა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება და/ან არსებული გაფართოება.  

სამომავლო გეგმების კუთხით კი მინდა მოკლედ აღვნიშნო პროგრამის ახალი კომპონენტების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის წახალისების კომპონენტები დაემატა. კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“  ფარგლებში დანერგილია ე.წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში  დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ნაღდი ფულის სახით პროდიუსერებისთვის ანაზღაურებას გულისხმობს. ვფიქრობთ, მოცემული  კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებას „უმასპინძლე საქართველოში“ გარდა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისა, გულისხმობს franchising-ით გათვალისწინებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის და შესაბამისად, როგორც სასტუმროების სწორი დაგეგმარების, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით.

შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ  ორივე აღნიშნული მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ მოცემული კომპონენტების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში კინო და სასტუმრო  ინდუსტრიების განვითარებას. 

ნათია კეკენაძე

ნათია

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

საქართველოს ბიზნეს გარემოს იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეცნობა

10 years ago
“გიგი თევზაძემ ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლექტორებს შეუწყო” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

“გიგი თევზაძემ ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლექტორებს შეუწყო” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

11 years ago
“საქართველოს გაზპრომთან ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს” – ანდრია გვიდიანი

“საქართველოს გაზპრომთან ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს” – ანდრია გვიდიანი

10 years ago
გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by