• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, December 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუსული სანქციები და ქართული ეკონომიკის დანაკარგი – ანალიზი

6 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
რუსული სანქციები და ქართული ეკონომიკის დანაკარგი – ანალიზი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნითა და გარეთ განვითარებულმა მოვლენებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ისევე როგორც ყველაფერზე, ამ საკითხებზეც ვერ შეთანხმდა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა თემატიკის აქციებს თან რუსული ემბარგო და სანქციები დაერთო.

ე. წ „ გავრილოვის „ ღამეს და ანტისაოკუპაციო აქციებს რუსული მხარის დაუყონებლივი რეაქცია და პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოჰყვა. ტურისტების რაოდენობის შემცირება სახეზეა, ეკონომისტები კი დანაკარგებზე საუბრობენ და ყურადღებას ბაზრის დივერსიფიკაციისა და მისი დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ.  როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ,  რუსი ვიზიტორების რაოდენობა წლის დარჩენილ პერიოდში 60%-ით შემცირდება. ეს საქართველოს ეკონომიკას 2019 წელს 900 მილიონი ლარის ოდენობის ზარალს მიაყენებს.

მიუხედავად ამ საკმაოდ დიდი დანაკარგისა, დარგის ექსპერტები  მოვლენის დადებით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობენ, რომელმაც ქართული ეკონომიკა რუსულ ბაზარს მიაბა და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყანას და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას. შესაძლო ემბარგო ღვინის ექსპორტის სფეროში კიდევ უფრო მეტ ზარალს უქადის ქართულ ეკონომიკას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მიერ ექსპორტირებული 68 მილიონი ბოთლი (0.75ლ) ღვინის 62.28% რუსეთში გავიდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციულმა სააგენტომ 8 ქართული ღვინის კომპანიას რუსეთში პროდუქტის შეტანა აუკრძალა. მიზეზად ღვინის დაბალი ხარისხი სახელდება. პროგნოზირებული ზრდის გათვალისწინებით ღვინის ემბარგო ქართულ ეკონომიკას დააზარალებს 90 მილიონი ამერიკული დოლარით.

რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად და მიმდინარე შიდა და გარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, ამ და სხვა საკითხებზე „ თბილისი თაიმსი „ ესაუბრა ეკონომისტს,  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი:

-რუსულ სანქციებს და მოსალოდნელ ემბარგოებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ციფრებს რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის გასაგებ ენაზე, რომ განგვიმარტოთ. რამდენად დიდი ზარალია მოსალოდნელი და როგორია რეალისტური პროგნოზები -რა გველის?

აღნიშნულ სანქციებს ცალსახად ექნება ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მოდით  შევხედოთ, თუ რა სანქციები ამოქმედდა ამ ეტაპზე და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ რეალურად. სანქციები ორ მიმართულებას ითვალისწინებს, პირველი ეს არის ტუროპერატორებისთვის, საქართველოს საგზურების შეზღუდვა, ხოლო მეორე არის ფრენების შეზღუდვა. რაც შეეხება რუსულ ტუროპერატორებს, მათი მომსახურებით რუსი ვიზიტორების მხოლოდ 1.7%-ი სარგებლობდა, ასევე სახმელეთო გზით შემოდის რუსი ტურისტების 90%-ზე მეტი. შესაბამისად დღეს არსებულ სანქციებს ე.წ. „მკვლელი“ დარტყმის მიყენება არ შეუძლია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაცია, სხვადასხვა ეკონომიკურ სანქციას, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს და არავინ იცის უნდა ველოდოთ, თუ არა დამატებით ემბარგოს სხვა მიმართულებებითაც.

რაც შეეხება, უშუალოდ ზარალს ფულად გამოსახულებაში, ეს დამოკიდებულია იმ სცენარზე რომლის, მიხედვითაც ჩვენ დავითვლით პოტენციურ დანაკარგებს. შესაბამისად სხვადასხვა სცენარის და სხვადასხვა დაშვების შემთხვევაში ჩვენ განსხვავებული ციფრის მიღება შეგვიძლია. 

 -ალტერნატიული გზების ძიება – ეს არის დადებითი შედეგი, რომელიც რუსულმა ემბარგომ მოიტანა ქართულ ტურიზმში. რატომ ხდება ხოლმე ასე ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ რუსული აკრძალვების შემდეგ რატომ იწყება საუბარი ბაზრის დივერსიფიკაციაზე და რა პერიოდში და რა მეთოდებით არის შესაძლებელი და რეალური ამ ალტერნატიული გზების მოძიება?

რაც შეეხება დივერსიფიცირებას, დივერსიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს რუსული ემბარგოს გადაფარვა, სხვადასხვა ბაზრის წახალისებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერ დაგეთანხმებით, რომ დივერსიფიცირებაზე არ მიმდინარეობს მუშაობა, უბრალოდ როგორც რუსეთში, ისე ჩვენს სხვა მეზობელ ქვეყნებშიც ბევრად უფრო პოპულარულია და უკვე კარგად არის აპრობირებული ქართული კურორტები. მაშინ როდესაც სხვა ბაზრებზე საქართველოს რეკლამირებასა და წარდგენას საკმაო რესურსები და კამპანიები ჭირდება, თუმცაღა ეს უალტერნატივოა და აუცილებელია, უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა, სწორედ იმ უფრო სტაბილური ქვყნების ასათვისებლად, რომელმაც სამომავლოდ უნდა ჩაანაცვლონ რუსი ტურისტები.

-#SpendSummerInGeorgia- როგორ შეაფასებთ ამ სოციალურ კამპანიას, რამდენად ეფექტური იქნება ის ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად და მეტი ორგანიზებულობისთვის რა სახე უნდა მიეცეს ამ წამოწყებას ?

ცალსახად კარგი და ძალიან კრეატიული კამპანიაა, თუმცა მხოლოდ მის იმედად არ უნდა დადგეს არც ჩვენი ქვეყანა და არც ტურიზმის ადმინისტრაცია, მარტივად, რომ ვთქვათ ამ სეზონზე ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ორი მიმართულებით, პირველი ეს არის ზარალის მაქსიმალურად შემცირება და მეორე, ეს არის სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი კურორტების პოპულალიზაცია და შემდეგ წლებში, უფრო დივერსიფიცირებული სურათის მიღება.

-ქართული ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობა ამ საკმაოდ მძიმე პერიოდში კიდევ უფრო აშკარაა. თქვენი აზრით, რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით რუსული სანქციებისა და აკრძალვების მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად და სამომავლო ზარალის შესამცირებლად ?

ზოგადად რუსული ბაზარი როგორც ტურისტებისთვის, ისე ექსპორტის მიმართულებით არის ძალიან მარტივად ასათვისებელი, შესაბამისად ქართველი ბიზნესმენებიც ამ მარტივ არჩევანს აკეთებენ. ცხადია, ეს ცუდი არ არის, რუსეთი დიდი ბაზარია და შესაძლებლობის შემთხვევაში ამ ბაზარზეც უნდა ვიყოთ წარმოდგენილები, მაგრამ მე ხშირად ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ არ შეიძლება რუსული ბაზარი იყოს ძირითადი ბაზარი, არამედ ის უნდა განხილული იქნას როგორც ერთერთ ალტერნატივა და არა მთავარი პარტნიორი, იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არის ძალიან არასტაბილური მიმართულება და როდის, რა მიზნით გამოიყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს, ამის პროგნოზირება ,პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რაც შეეხება ნაბიჯებს, ადრე იყო ძალიან კარგი საიმიჯო და სარეკლამო კამპანია, რომელიც საქართველოს იმიჯის ამაღლებასა და ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს პოტენციალის წარმოჩინებას ისახავდა მიზნად. ასევე ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევდა ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, ადგილზე აცნობდნენ ქართულ კულტურას, ღვინოსა და ზოგადად ტურისტულ პოტენციალს. კარგი იქნება ანალოგიური კამპანიების გაგრძელება, ასევე კარგი იქნება სხვა სარეკლამო მეთოდების გამოყენება, როგორიც არის სხვადასხვა ევროპულ არხზე საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლების დატრიალება და ა.შ.    

ავტორი: ანა ურუშაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In