• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

6 years ago
in საზოგადოება
A A
ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა
10
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ რეკომენდაციებს აერთიანებს.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ატარებს აქტიურ ღონისძიებებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

„მისასალმებელია, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები. ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის აღიარება, შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უდიდეს, 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით, ქართულ პროდუქციას გზა ეხსნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიღებულ შემოსავლებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართული გამორჩეული და ხარისხიანი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ვაჭრობის ხელშეწყობას.

„მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი სამუშაო, რომელიც ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უკავშირდებოდა, ასე კარგად წარიმართა და პოზიტიური შედეგით დასრულდა. მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ქართული პროდუქციისთვის, კონკრეტულად კი, თაფლისთვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შესაბამისი სტანდარტების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი მიმართულებით გამოწვევები დაძლეულია. იმედი მაქვს, რომ ბრენდი TAPLI და ზოგადად, ქართული თაფლი იპოვის თავის ნიშას, დელიკატესების ნიშას და კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადებით და წარდგენით, GIZ -ი ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პრემიუმ კლასის თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი და ევროკავშირის ბაზარზე მეწარმეებისთვის მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობ, ეს იქნება მოტივაცია სხვა მწარმოებლებისთვისაც გაიარონ ეს გზა და შედეგად, ჩვენ ვიხილავთ მეტ გამორჩეული ხარისხის მქონე ქართულ თაფლს ევროპაში“, – აღნიშნა კატია კამერერმა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ.

„სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს(BMZ) სახელით ახორციელებს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, ასევე თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, კვლავ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ევროკავშირში თაფლის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ – TAPLI, რომლის მიზანი ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ამ ეტაპზე, ბრენდი აერთიანებს იმ საწარმოებს, რომლებიც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს. წელს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“, ბრენდმა TAPLI პირველად წარადგინა ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლი.

Share4Tweet3

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

რეჯებ ტაიპ ერდოღანი მაქსიმალურ მხარდაჭერას ყირიმელ თათრებს უცხადებს

რეჯებ ტაიპ ერდოღანი მაქსიმალურ მხარდაჭერას ყირიმელ თათრებს უცხადებს

12 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ეუთოს საბჭოზე საქართველოს მიმართ რუსეთის საოკუპაციო ქმედებები დაგმეს

9 years ago

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა

9 years ago
მზიურის რეაბილიტაცია უკვე დაწყო (ფოტოკოლაჟი)

მზიურის რეაბილიტაცია უკვე დაწყო (ფოტოკოლაჟი)

7 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by