• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეუფე შიო – ბოროტი სულები ჩვენი ცხოვრებიდან განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მეუფე შიო – ბოროტი სულები ჩვენი ცხოვრებიდან განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოროტი სულები ჩვენი სულიდან, ცხოვრებიდან განიდევნება და გამოსწორდება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, დღეს არის დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც წმინდა იოანე კიბის ამღმწერლის კვირა ეწოდება.

მუეფემ ქადაგებისას რწმენის სიძლიერეზე, თავმდაბლობაზე ისაუბრა.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის დიდი მარხვის მეოთხე კვირა, რომელსაც ეწოდება წმინდა იოანე კიბის ამღმწერელის კვირა. თქვენ იცით, რომ ეს ღირსი მამა არის შესანიშნავი ავტორი წიგნისა, რომელსაც ეწოდება „კიბე“, რომელიც აღწერს საფეხურებს ადამიანის სულიერ სრულყოფის გზაზე.

დღეს ამასთან დაკავშირებით არის წაკითხული სახარება, სადაც ნათქვამია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მოდის ადამიანი და მოჰყავს თავისი შვილი, რომელიც ბავშობიდან მძიმედ ავად არის, ეშმაკეული არის ის და ჯერ მიიყვანა მოციქულებთან, მაგრამ მოციქულებმა იგი ვერ განკურნეს. ამიტომ შემდეგ გაკადნიერდა, გაბედა და მიდის იესო ქრისტესთან და სთხოვს განკურნებას, უფალი ჰკითხავს, რომ როდიდან სჭირს ის მასო, ეს ამბობს რომ მოციქულებმა, შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნესო, და ნახეთ რას ეუბნება მას უფალი იესო ქრისტე – „უკეთუ ძალგიძს რწმუნება ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, ანუ თუ შეგიძლია, რომ გწამდესო მორწუნისთვისყველაფერი შესაძლებელი არისო, ასეთი საოცარი სიტყვებია, როგორი სანუგეშოა ჩვენთვის ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენთვის. ეს რას ნიშნავს, უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მორწმუნეს ყველაფერი შეუძლია და მთავარი რა არის ჩვენთვის, რწმენით რაც გვეძლევა, ის, რომ გვაქვს საშუალება, მივეახლოთ და მივმართოთ თავად ცოცხალ ღმერთს. საოცარი დიალოგია და მამა ასეთ რამეს პასუხობს რომ „მწამს უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ესეიგი ერთის მხრივ ეს კაცი ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა მას სწამს, იმიტომ რომ ხომ მოიყვანა ქრისტესთან, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებს იმასაც, რომ მისი რწმენა ძალიან სუსტია, ამიტომ ამბობს კი მწამსო, მაგრამ გევედრები შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.

რატომ ამბობს ამას, იმიტომ რომ ეს მისი ბოლო იმედია, უფალთან მოსვლა მისი ბოლო იმედია, უფალი კი სწამს, მაგრამ შვილი მაინც არ არის განკურნებული. უფალს შეებრალება იგი და განკურნავს მას, და რატომ ისმის ახლა ასეთი კითხვა? თითქმის მცირედ მორწმუნე იყო ეს კაცი და რატომ განკურნა მაშინ უფალმა, თუ მას რწმენა არ ჰქონდა ამდენი, რატომ შეებრალა თითქოსდა მცირედ მორწმუნე ადამიანი, რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი იყი ამ ადამიანის მთავარი თვისება, რაც მოიღებს ჩვენზე სულიწმინდის მადლს, ეს არის სიმდაბლე, თავმდაბლობა, მან აღიარა, რომ მცირედ მორწმუნეა და მან სინანულით და ცრემლით შეევედრა უფალს. ამიტომაც იხილა რა უფალმა ეს მისი თვისება, ასეთი დიდი სასწაული მოახდინა. შემდეგ როდესაც განმარტოვდებიან, უფალთან ერთად მოციქულები რომ შევლენ იქ კითხავენ მას, რომ ჩვენ რატომ ვერ განვკურნეთო? უფალი პასუხობს მოციქულებს, რომ ნათესავი ესე (გულისხმობს ბოროტ სულებს და ეშმაკებს) განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, მარხვა და ლოცვა ადამიანის სულზე დადებითად მოქმედებს.

„ესეც მეორე სწავლება დღევანდელი სახარების, ეს რას გვასწავლის, რა გაკვეთლია ჩვენთვის, ბოროტი სულები განიდევნება ჩვენი სულიდან, ჩვენი ცხოვრებიდან, ის თვისებები, რომელიც ეშმაკის მიერ არის დათესილი განიდევნება და გამოსწორდება მხოლოდ ლოცვით და მარხვით. მარხვით რას ნიშნავს, თავი უდნა შევიკავოთ, შევეწინააღმდეგოთ ყოველივე იმას, რაც არის ბოროტი სულისგან ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს შინაგან აზროვნებაში, ჩვენს სულში და ასევე ლოცვით, რადგან ღვთის მადლის გარეშე მარტო ჩვენი ლოცვით და მეცადინეობით ჩვენ ამის შემძლებელნი არა ვართ.

მარხვა ზემოქმედებს ადამიანის სულზე, ადამიანის გონება უფრო მსუბუქი ხდება, უფრო ნატიფდება, უფრო შემძლებელი ხდება, რომ აღიმართოს, ღმერთამდე ავიდეს, იაზროვნოს, იფიქროს, ილოცოს ღვთაებრივზე, ამიტომ მარხვა არის აუცილებელი. ჩვენ ვფიქრობთ ალბათ პირველ რიგში იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს თუ არა ასეთი ლოცვა ასეთი განწყობა, და ჩვენ რომ გვქონდეს ასეთი ლოცვა სიმდაბლით, ცრემლით, სინანულით ალბათ ჩვენი ცხოვრებაც სხვანაირად იქნებოდა, ჩვენი სულიერი ცხოვრებაც, ჩვენი პირადი ცხოვრებაც და ჩვენი ეროვნული ცხოვრებაც. ქვეყნის ცხოვრებაც უფრო სხვანაირი იქნებოდა. ჩვენ უფრო დავფიქრდებოდით, შევისწავლიდით წმინდა წერილს, წმინდა მამების ნაშრომებს, დავადგებოდით ერთად სულის გადარჩენის გზას, სულის განკურნების გზას და არ ვიქნებოდით ჩაფლულნი მიწიერ, ყოფით ინტერესებში, რომელშიც ვართ დღეს. ჩვენ ძირითადად, უფრო გვაინტერესებს რა ჩავიცვათ, რა არ ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა არ ვჭამოთ, სამწუხაროდ ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებიც ხშირად ამაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

Share2Tweet1

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საინტერესო

ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან

ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან

9 years ago

გიორგი ისაკაძე ”მაესტროდან” გაათავისუფლეს

10 years ago
რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

6 years ago

ისტორიული აბრეშუმის გზის სარკინიგზო პროექტი მოქმედებაში შევიდა

13 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by