• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა განსაზღვრავს პურის ფასს – შესაბამისი მიზეზები

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა განსაზღვრავს პურის ფასს – შესაბამისი მიზეზები
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პურპროდუქტებზე ფასების რეგულირება ყოველთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია და არცთუ ნაკლებად – პრობლემური. სხვადასხვა გარემო ფაქტორიდან გამომდინარე, მისი ფასი მერყევია ხოლმე. საბოლოოდ, რაზეა დამოკიდებული მისი ღირებულება? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და თითოეული ამ მიზეზის ცვლილება განსაზღვრავს პროდუქტის ფასს. უფრო ვრცლად პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მალხაზ დოლიძე გვიყვება.

საიდან ხდება ხორბლის ტრანსპორტირება?

საქართველო, წელიწადში, მოიხმარს მილიონ ტონამდე ხორბალს. ჩვენი ქვეყანა თავის სამყოფ ხორბალს, ჯერჯერობით, ვერ აწარმოებს (ყველაზე დიდი მოსავალი იყო 250 000 ტონა). ამ ეტაპზე, შირაქში ხდება ხორბლის აღება. ამბობენ, რომ ცუდი მოსავალი არ არის, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჯერ მაინც შემოტანილ ხორბალზე ვართ დამოკიდებული. მე რამდენადაც ვიცი, ხორბლის ტრანსპორტირება ხდება ფოთის პორტში გემების საშუალებით და, ასევე, ბათუმის პორტში. ხორბალი შემოდის და იფქვება. ასევე, საბაჟოების მეშვეობით, საქართველოში ხორბალი შემოდის რუსეთიდან. ყაზბეგიდან შემოდის ფქვილიც, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით, ხდება ხორბლის იმპორტი. ცოტა უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ხორბლის შემომტანებს მოსთხოვეს ფიტოსანიტარული კონტროლი, ანუ ხორბლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფიტოსანიტარული კონტროლი, უფრო მეტად, მარცვლოვან კულტურებზე იყო, მაგრამ ხორბალზე არასდროს ყოფილა. ამ ფაქტმა ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 1-2 ლარით ნამდვილად გააძვირა იმიტომ, რომ ამაზე გარკვეული გადასახადია.


მე რამდენადაც ვიცი, დაახლოებით, სამასი ქართული ტრაილერი მუშაობს ხორბლის შემოტანაზე რუსეთიდან. ცნობისთვის, ხორბლის ყველაზე დიდი გამტანი რუსეთიდან გახლავთ თურქეთი. ის არის პირველი ექსპორტიორი და, შემდეგ, ამუშავებს ამ ხორბალს და მესამე სამყაროს ქვეყნებზე ყიდის. შესაძლებელია, ეს საქართველომაც გააკეთოს. ბიზნესში არაფერია ცუდი. საქართველოში არის კიდეც რამდენიმე ფირმა, რომელიც ამ მეთოდს იყენებს – შემოაქვს ხორბალი, ამუშავებს და რაც მეტად თავისუფალია, მით მეტად მომგებიანია.

მწარმოებლები ვინ და ვინ არიან?

პურის მწარმოებელი დღეს თბილისში საკმაოდ ბევრია. ძალიან ბევრია „იფქლის“ წარმოება და, სხვათა შორის, მე საქმის კურში ვარ და ისინი ძალიან კარგ რობოტებსა და დანადგარებს იყენებენ. მე, პარალელურად, ამ დარგში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და, ძალიან ხშირად, ჩემს სტუდენტებს ვურჩევ ხოლმე, რომ დაათვალიერონ ეს ქარხნები იმიტომ, რომ მათში საკმაო ინვესტიციაა ჩადებული და ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი. არის ბევრი მცირე წარმოებაც. ისინიც საკმაოდ კარგად არის ტექნიკურად აღჭურვილნი.

პურპროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

პური, როგორც ასეთი, მსოფლიოში მიიჩნევა ნომერ პირველ პროდუქტად. პირველ ყოვლისა, პირველი პროდუქტია იმიტომ, რომ პურს ჭამს მსოფლიოს, დაახლოებით, 60 %. საქართველოში კი პური კვების ძირითადი პროდუქტია. პურის წარმოება არის მარტივი ტექნოლოგიური პროცესი. რას ნიშნავს მარტივი? ხორბალი იქცევა ფქვილად და ფქვილი იქცევა პურად. პურის ცხობა მიმდინარეობს 230 გრადუსზე. უკვე 100 გრადუსზე ყველა მიკრობი კვდება. ამიტომ აქ არ გვაქვს რისკი, თუ ამ პროცესს სხვა პროდუქციის მიღების პროცესებს შევადარებთ. პურში მუშაობს ჰასპის სისტემა – მოვიდა ნედლეული? მას უნდა მოჰყვეს საკუთარი ხარისხის დოკუმენტი, რომ მიმღებმა ნახოს, რა ნედლეული მიუვიდა. იგივე ხდება სხვა მასალაზეც. შემდეგ უკვე ამ კომპონენტებისგან შედგება მთლიანი პური. მარილი – პური – საფუარი – ეს არის პური.

პურის ფასის სტაბილურობა რაზეა დამოკიდებული?

რისგან შედგება პურის ფასი? პურის ფასი შედგება შემდეგისგან: ფქვილი, ნედლეული, ენერგეტიკა, გადასახადები, ხელფასები, ტრანსპორტირება, მარილი, საფუარი და დამხმარე მასალები, მეწარმის მოგება და რეალიზატორის მოგება. შეიძლება, რომელიმე გამოაკლდეს? რომელიმე ამ მაჩვენებლის ცვლილება, თავისთავად, განსაზღვრავს პურის ფასს. პურის წარმოება არის ყველაზე გამჭვირვალე დარგი. ნუ მოიმატებს რომელიმე ამ შემადგენელი ნაწილის მაჩვენებელი და არ მოიმატებს ფასი პურზე. იცით, ყველაზე მეტად როდის ხდება ფასის მომატება? ხორბალი რომ მოდის ბათუმიდან თბილისამდე, ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე – ამერიკიდან რომ ჩამოიტანო თბილისში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს იყრის

8 years ago
“ზარალი საკმაოდ სოლიდურია”

“ზარალი საკმაოდ სოლიდურია”

11 years ago

საქართველოს ავღანეთში ახალი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს

10 years ago

მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by