• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ და რატომ გასცემს დევნილებისთვის უპროცენტო სესხებს?!

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში, ასევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზის პოვნა. იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ სოციალური და ეკონომიკური პირობები, საქართველოში 1995 წელს  საქმევლოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ დაარსდა, რომელიც ზრუნავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაძლიერებაზე.

თუ რა წარმოადგენს ფონდის ძირითად მიზანს, რა სახის დახმარებებს სთავაზობს ფონდი და რა პროექტების განხორციელება იგეგმება მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“  ესაუბრა ცენტრ ,,აფხაზეთის’’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია.     

ქალბატონო ეკა, რა წარმოადგენს ფონდის დაარსების ძირითად მიზანს?

 უნდა ითქვას, რომ ფონდი – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საკმაოდ დიდი ხანია რაც დაარსდა და ორგანიზაციის მთავარი მიზანია იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველ პირთა სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ უპროცენტო სესხებს გასცემს მხოლოდ დევნილებზე, თუ სხვა კატეგორიის მოსახლეობაზეც ვრცელდება დახმარება?

 როგორც უკვე ავღნიშნე, ფონდის მიზანი არის სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება, ამიტომ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ უპროცენტო სესხების პროექტის ბენეფიციარები არიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში  მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობის დაწყების ან განვითარების სურვილი და მაღალი მოტივაცია გააჩნიათ.

ქალბატონო ეკა, დღეის მონაცემებით რამდენმა ადამიანმა მოგმართათ დახმარებისთვის? რა სახის დახმარებებს სთავაზობთ?

 ჩვენი ფონდის დახმარების ძირითად საშუალებას წარმოადგენს უპროცენტო სესხების გაცემა. ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ გაცემული უპროცენტო სესხების საშუალებით საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა 3 000-ზე მეტმა ოჯახმა. ჩვენი პროექტის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის საფუძვლებში, მიიღონ ბიზნესის მართვის გამოცდილება, გაზარდონ შემოსავალი და გაიუმჯობესონ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

ცენტრი ,,აფხაზეთი’’-ს მიერ გაცემულ სესხს აქვს კონკრეტული დანიშნულება, თუ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს თანხა საჭიროებისამებრ?

 რასაკვირველია, უპროცენტო სესხები გაიცემა ახალი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან უკვე არსებული ბიზნესების განსავითარებლად. ბიზნეს-საქმიანობები ძირითადად ხორციელდება ვაჭრობის, მომსახურეობის, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ცენტრი „აფხაზეთისგან“ უპროცენტო სესხის გასაცემად მსურველებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ: პირველი ეტაპია სასესხო განაცხადების მიღება, შემდეგ ხდება პოტენციურ ბენეფიციარებთან ინდივიდუალური გასაუბრება, შერჩეული კანდიდატებისათვის ბიზნესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერა და ბენეფიციართა უპროცენტო სესხით დაფინანსება.

უპროცენტო სესხის გაცემის შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყოფთ ბენეფიციართა საქმიანობის სისტემატურ მონიტორინგს, გავცემთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ვაფასებთ შედეგებს. დამეთანხმებით, რომ ასეთი სახის დახმარება უფრო სარგებლის მომტანია პირებისთვის, მათი ცოდნის ამაღლებისთვის, ვიდრე უბრალოდ უპროცენტო სესხის გაცემას. ჩატარებული ტრენინგების შედეგად  ბენეფიციარს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს შემდგომში სწორად მართოს ბიზნესი და ნახოს მოგება.

ქალბატონო ეკა, საქართველოს რომელ რეგიონებზე ვრცელდება ცენტრის მიერ გაწეული  საქმიანობა?

დღეს-დღეობით ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი’’ ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს  თბილისში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში. აღნიშნულ რეგიონებში ჩვენი საქმიანობა თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის ოფისების მეშვეობით ხორციელდება.

ორგანიზაციას გააჩნია ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება სრული ინფორმაცია ყველა რეგიონში გაცემული სესხების შესახებ. ბაზაში მოცემულია ინფორმაცია არა მხოლოდ მსესხებლების,  არამედ ყველა განმცხადებლის შესახებ. დღეისათვის ინტერნეტის გამოყენებით ბაზის საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ყველა ჩვენს ბენეფიციარზე.

,,აფხაზეთი’’-ს დაარსებამ რამდენად გამოიწვია ინტერესი ბიზნესმენებს შორის? ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

რა თქმა უნდა, ჩვენმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ცენტრი „აფხაზეთის“ ძირითადი მხარდამჭერები არიან გაეროს სააგენტოები, ევროკავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები, თუმცა ჩვენს მხარდამჭერთა რიგებში არიან აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები. უპროცენტო სესხების პროექტის განსახორციელებლად ჩვენს ორგანიზაციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ განხორციელებული პროექტი „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“  და ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდი.

უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა ახალი პროექტების განხორციელება?

მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად გააგრძელებს ბიზნესის მხარდამჭერი და შემოსავლების მომტანი პროექტების განხორციელებას, ვინაიდან ამ ტიპის პროექტების საჭიროება დევნილებში ძალიან დიდია. მითუფრო, როცა სახელმწიფო ახორციელებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას. მნიშვნელოვანია, რომ განსახლებას მოჰყვეს შემოსავლების  მომტანი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება დევნილთა დასაქმებაზე და შემოსავლების გაზრდაზე.  აღნიშნულმა პროცესმა უფრო კომპლექსური სახე უნდა მიიღოს და მასში არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად სახელმწიფოც ჩაერთოს.

01.11.13

Tags: ვინ და რატომ გასცემს დევნილებისთვის უპროცენტო სესხებს?
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი კვლავ რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში

ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი კვლავ რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში

11 years ago
თამაში წარმოსახვით გარემოში

თამაში წარმოსახვით გარემოში

10 years ago
ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

12 years ago
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

აფბა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანმდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

8 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by