• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ასაკიდან ჯობს, ბავშვს მივცეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება – ფსიქოლოგის რჩევები

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რა ასაკიდან ჯობს, ბავშვს მივცეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება – ფსიქოლოგის რჩევები
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველა მშობელს, ადრე თუ გვიან, უჩნდება შეკითხვები, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ მოცემულობაში საკუთარ შვილთან მიმართებით. ამ დროს ჩვენ ვფიქრობ, ვაჯერებთ ვერსიებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა, აქ საქმე ისაა, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი და, რეალურად, რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამ ნაბიჯმა.

“თბილისი თაიმსთან” საუბრისას, ბავშვთა ფსიქოლოგი, ირინა ნიკოლაიშვილი გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შენარჩუნდეს ზღვარი საკუთარი შვილის კონტროლსა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევას შორის.

“მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა ასაკიდან ჯობს, ბავშვს მივცეთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება. არის თუ არა სწორი, მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება, თუ უმჯობესია – მუდმივი კონტროლის ქვეშ ვამყოფოთ. სამწუხაროდ, ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ თუ მათ მიერ დაშვებულ ყველა შეცდომას წინასწარ აარიდებენ ბავშვს, მაშინ მათი შვილები მეტად უსაფრთხოდ შეძლებენ განვითარებას და ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ.

სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ყურადღება და ზრუნვა მათ უსაფრთოებაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ისეთი გამოცდილებები, რომლებიც მათ თვითონ უნდა მიიღონ და დააგროვონ.

პირობითად, ვგულისხმობ ტკივილის შეგრძნებას, მაგალითად, ხელის დაწვისას, შფოთვას საპასუხისმგებლო საქმიანობის წინ, აღტაცებისა და აღფრთოვანების განცდას დიდი სიხარულისას, სიყვარულისას, სინანულისა და სასოწარკვეთის გრძნობას დიდი დანაკლისისას და ა.შ”, – განმარტავს ნიკოლაიშვილი.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, როგორი მომზადებულიც უნდა ჰყავდეს მშობელს საკუთარი შვილი, ის იმავე გამოცდილებით მაინც ვერ გადალახავს დაბრკოლებას.

“ჩვენ რაოდენ მომზადებულებიც უნდა გვყავდეს ჩვენი შვილები, შეუძლებელია, მათ იმავე გამოცდილებით გაიარონ. ამდენად, ჩნდება სურვილი ზედმეტად ჩართულობის, კონტროლისა და ყველა ინფორმაციის ფლობის, რაც გარკვეულ ასაკში საკმაოდ დიდ უთანხმოებასა და დისტანცირებას იწვევს. ეს კი მშობლებისთვის ყოვლად მიუღებელია. ამის ფონზე, ჩნდება მრავალი უსიამოვნო შემთხვევა და არა – სასურველი ქმედება.

ამდენად, მაინც მივდივართ იქამდე, რომ თუ მშობლები კარგად იცნობენ საკუთარ შვილებს და აქტიურად არიან ჩართულები მათი განვითარების ყველა ეტაპის სრულფასოვნად გავლაში, მაშინ ნაკლებად შეექმნებათ ნდობის პრობლემა და არ დასჭირდებათ ზედმეტი კონტროლისა და სადამსჯელო ხერხების გამოყენება. მათ ადვილად მოუწევთ ბევრი საკითხის გაცილებით მსუბუქად აღქმა და შეგუება ასაკობრივ ცვლილებებთან, ვიდრე – მკაცრი ზომების გატარებისა, ზეწოლისას და მუქარისას”, – ამბობს ირინა ნიკოლაიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარ თავთან დარჩეს და შეკითხვები დასვას.

“ბავშვს მუდამ უნდა ჰქონდეს თავის თავთან დარჩენის, დაფიქრების, გაანალიზების, შედარების, შეცდომის დაშვების, კითხვის დასმის, პასუხების მოძებნისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების დრო.

ეს ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს, შემდეგ ვითარდება, ნელ-ნელა რთულდება და, საბოლოოდ, ზრდასრულ ასაკში მწიფდება. ასე ვიღებთ დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან, გადაწყვეტილების მიღების უნარიან, მოაზროვნე, წესიერ, კაცთმოყვარე ადამიანს, რაც, რეალურად, ყველა მშობლის სურვილი და მოვალეობაა. ყველაფერში ზომიერება საუკეთესო საშუალებაა სწორი განვითარებისთვის”, – განმარტავს ირინა ნიკოლაიშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share2Tweet2

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026

საინტერესო

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება

3 years ago
“საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”-ჯონათან კაცი

“საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”-ჯონათან კაცი

8 years ago
გამოცემა China Daily-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

გამოცემა China Daily-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

11 years ago
ბარიტონმა სიმონ ჩაჩანიძემ სცენაზე გულის შეტევა მიიღო და კარდიოლოგიურში გადაიყვანეს

ბარიტონმა სიმონ ჩაჩანიძემ სცენაზე გულის შეტევა მიიღო და კარდიოლოგიურში გადაიყვანეს

12 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by