• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„უახლოეს მომავალიში წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფერმერები გვეყოლებიან“ – კოტე სვანაძე

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1458973_66264069376ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია ”კარტლის”-სა და საქართველოს საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურ ცენტს შორის რამოდენიმე დღის წინ მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მემორანდუმი ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის სპეციალისტად აღზრდას ითვალისწინებს.

თუ რა პროექტზეა საუბარი, რა არის მისი მთავარი მიზანი, ვინ არიან პროექტის პარტნიორები ამ საკითხებით  „თბილისი თაიმსი“  დაინტერესდა და კითხვებით აგრობიზნესის ინოვაციური ცენტრის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე სვანაძეს მიმართა.

ბატონო კოტე, როდის დაიწყო პროექტი „გახდი ფერმერი“ და რამდენი ხანი გაგრძელდება?

პროექტი დაიწყო 2013 წლის ზაფხულში, როდესაც პატრიარქმა მის ერთ-ერთ ქადაგებაში გამოაცხადა, რომ ფუძნდება ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამ დღიდან მოყოლებული მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მე დამევალა ამ ცენტრის ხელმძღვანელობა, რის შემდეგად ჩვენ გუნდთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი „გახდი ფერმერი“, რაც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კვალიფიკაციურ მომზადებას სოფლის მეურნეობის დარგში. ეს პროექტი გულისხმობს ისეთი მოდელისა და მოდულის შექმნას, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის, გარკვეული სტილის KNOW HOW-ს პროგრამას ვადგენთ ჩვენ და ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად საშუალება ექნებათ თავიანთი თეორიული ცოდნაც გაიღმავონ და ძირითადად მთელი აქცენტი გამახვილებული იქნბება ჩვენს მეურნეობაში პრაქტიკული მეცდაინეობების ჩატარებაზე. რაც შეეხება პროექტის სპეციფიკას, პროექტი არის 2 წლიანი, 2+1 ასე რომ ვთქვათ. პირველ წელს შერჩეული ახალგაზრდები თეორიულ კურსს გაივლიან აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე.  მათი ლექტორების დახმარებით შევადგინეთ შესაბამისი თეორიული კურსის სილაბუსი. ხოლო პრაქტიკულ კურს ისინი გაივლიან კომპანია „კარტლისის“ მეურნეობებში, რომელიც საქართველოს აგრო სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ასევე ამ კომპანიის სპეციალისტები ახალგაზრდებს ერთი წლის განმავლობაში გადაამზადებენ, რომ იყვნენ მომავალი პრაქტიკოსი ფერმერები. მეორე წელს უკვე ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის რეალიზების საშუალება ექნებათ საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ მიწაზე, რომელიც იქნება სადემონსტრაციო მეურნეობა თეთრიწყაროს რაიონში. მათ ექნებათ საშუალება მიღებული ცოდნით გამოიყვანონ ის მოსავალი, რომელზეც ვართ ორიენტირებული, საუბარი არის მარცვლეულ კულტურაზე: ხორბალი, სიმინდი. პილოტური მოდელის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ რომ აღნიშნულ პროექტს გავაფართებთ და გადავიტანთ იმ დარგებში და იმ რეგიონებში, რომლებზეც საქართველოში მეტნაკლებად მოთხოვნილებაა

ვინ არიან ამ პროექტის პარტნიორები?

პროექტის პარტნიორები არიან: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების და მეცნიერების სამინისტრო“, „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“, ასევე ოთხი მუნიციპალიტეტი: თეთრიწყარო, წალკა, ახალქალაქი, დმანისი. ასევე ჩვენი პარტნიორი ბიზნეს კომპანიები არიან: კომპანია „კარტლისი“, კომპანია „ლომთაგორა“, რომლებიც აწარმოებენ ხორბალს და ახდენენ მის სელექციას.  ასევე ამ პროექტში ჩართულები არიან, მეცნიერებათა აკადემია და მათი სპეციალისტები, უცხოური ფონდები. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში პარტნიორული ურთიერთობები დავამყაროთ კომპანია „ბი პი“ – სთან და სხვადასხვა საელჩოებთან, რომლებიც აღნიშნული ტიპის პროექტების მხარდაჭერით არიან დაინტერესებული.

პრაქტიკული მეურნეობისათვის სად შეირჩა ადგილები?

პრაქტიკული მეურნეობისათვის საპატრიარქომ ჩვენ გამოგვიყო 110 ჰექტარი მიწა თეთრიწყაროს რაიონში სოფელ ალექსევკაში, ეგრეთწოდებულ ლიპის ტბის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის თბილისთან ახლოს, არის უნიკალური ადგილი და იძლევა საშუალებას, რომ შევქმნათ სადემონსტრაციო მეურნეობა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის ჩვენ უახლოეს მომავალში ვფიქრობთ დავამატოთ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სადემონსტრაციო ფერმების გაკეთებაც.

რამდენი მსურველი იქნა შერჩეული?

მსურველები შევარჩიეთ რამდენიმე რეგიონიდან. ძრითადად არიან; დმანისის, წალკის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული ახალგაზრდები, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. შერჩეული ახალგაზრდების რაოდენობა 15 დან 20 – მდეა და ისინი საპილოტე პროგრამას გაივლიან.

რამდენად პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

რაც შეეხება პროფესიონალ პედაგოგებს – ძირითადად ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალი ხარისხის მოდულის შექმნაზე. ჩვენს რედ-კოლექტივში ჩართულები არიან აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები და მეცნიერებათა აკადემია. ასევე დავამყარეთ კავშირი უცხოელ ექსპერტებთან და წლის გნმავლობაში იგეგმება რამდენიმე სპეციალისტის ჩამოყვანა უცხოეთიდან, მათ შორი არის  ისრაელი და გერმანია – მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს.  ამ ახალგაზრდებს ასევე შეასწავლიან ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც ამ დონის კვალიფიკაციის მატარებლები არიან.

რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?

პროექტი „გახდი ფერმერის“ მთავარი მიზანია, მოხდეს სოფლად მყოფი ახალგაზრდების, პირველ რიგში სოფლის მეურნეობის დარგში განათლება, მოხდეს ამით ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, რაც გარკვეულ წილად ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას. ასევე ჩვენი მიზანია ის, რომ იმ ახალგაზრდებს   რომლებსაც ექნებათ ის ცოდნა რა ცოდნასაც ჩვენ მივცემთ, ამით მათ ექნებათ საშუალება კონკურენტუნარიან გარემოში დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი, შეიტანონ წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ქართული პროდუქციის წარმოებაში და იყვნენ წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფერმერები, ისევე როგორ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია.

20.11.13

შაკო მამუკაშვილი

Tags: „უახლოეს მომავალიში წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფერმერები გვეყოლებიან“ - კოტე სვანაძე
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ბარაკ ობამა პოზიციას არ იცვლის

13 years ago
“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

10 years ago
ბიძინა ივანიშვილი – ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი, ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ასეთად დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი, ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ასეთად დარჩება 

6 years ago
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება

9 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by