• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემს ნახატებს აერთიანებს დუმილი” – ნატალია კუცია

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ჩემს ნახატებს აერთიანებს დუმილი” – ნატალია კუცია
30
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იდუმალი, განსხვავებული, საინტერესო – შეგვიძლია, ასე დავახასიათოთ ნახატები, რომელთა ავტორიც ბავშვობიდან დგამს ნაბიჯებს მხატვრობაში. ნატალია კუციასთვის სიახლეები, ყოველდღიური მრავალფეროვნება, შეიძლება ითქვას, საზრდოა. მისთვის საინტერესოა ექსპერიმენტები და ეს ყველაფერი ნახატებში ძალიან ხარისხიანად არის ასახული. დეტალურად, ნატალია “თბილისი თაიმსს” უყვება.


 
თავდაპირველად, მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ მხატვრობაში
პირველი ნაბიჯები ისეთ ასაკში გადავდგი, როცა ალბათ ლაპარაკიც არ ვიცოდი. დავიბადე მხატვარ-კარიკატურისტის, ვახტანგ კუციას ოჯახში, ვუყურებდი მამას მონდომებას, შრომას, ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა და მიზიდავდა. მამამ, თავისი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მოახერხა ჩემთვის ნატურმორტის აგების, კომპოზიციური განაწილების სწავლა.  
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცხენების ხატვა, ჩემს კლასში ბავშვების რვეულების ბოლო ფურცლები ჩემი ნახატებისთვის იყო განკუთვნილი. მოვკიდებდი ხოლმე მეც ჩემს ნახატებს ხელს და დაახლოებით თვეში ერთხელ ვათვალიერებინებდი. ის ემოციები, სითბო – რასაც მე ვიღებდი, შეუფასებელია და მე ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, რომელიც ბედნიერებას მომანიჭებდა. მას მერე ოთხი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა მქონდა, მაგრამ ის ბავშვობის პირველი პრეზენტაციები იყო დასაწყისი.
 


ნამუშევრებს რისგან ქმნით?
ნამუშევრები იქმნება სხვადასხვა ტექნიკით, ვმუშაობ როგორც გრაფიკაში, ასევე – ფერწერაში. ექსპერიმენტების მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ბევრი შესაძლებლობა უნდა გამოსცადოს და სიახლეებისთვის მზად იყოს.


 
როგორია გარემო, რომელშიც ისინი იქმნება?        
ნახატები, უპირველესად, იქმნება თავში. იძერწება, ფორმას იძენს. მხატვრობა ისეთი ფუფუნებაა, აქ ხარ სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, გამნათებელი, როცა ყველაფერი ხელთ გაქვს – ეს თავისუფლებაა.  შეიძლება, სრულიად სხვა საქმით ვიყო დაკავებული ან ადამიანს ვესაუბრებოდე და მაშინ გაჩნდეს თავში ახალი სიუჟეტი, თან არაერთი, რამდენიმე, მთავარია – დროულად მოვახერხო მისი ესკიზად გადაქცევა და შემდეგ უკვე თავიდან ბოლომდე შესრულება. თავში ძალიან ბევრი ნახატია და თანდათან იხილავენ მზის შუქს.  ისინი ძირითადად ჩემს სახლში იხატება, რომელიც ძალიან ჰგავს მუზეუმს, ჩვენთან მოსული ყოველი ადამიანი გრძნობს შემოქმედებით აურას და ხშირად თვითონაც უჩნდებათ სურვილი, ხატონ.


 
როგორ შეაფასებთ – რა არის ის ძირითადი ხაზი, რაც თქვენს ყველა ნახატს აერთიანებს?
მე ვიტყოდი, ჩემს ნახატებს აერთიანებს დუმილი _ სათქმელი ნათქვამია, ოღონდ არა პირდაპირ.  იდუმალებით და დუმილით შეიძლება, ბევრად მეტს მიაღწიო, ვიდრე დაუსრულებელი საუბრით. მე ვცდილობ, ნახატების საშუალეებით გამოვხატო პროტესტი, სიხარული, სევდა, სიცოცხლე, დასასრული, დასაწყისი. მე მომწონს ჩემი ნახატებით ურთიერთობა ადამიანებთან. მჯერა, რომ ხელოვნებას აქვს უნარი – ადამიანი განკურნოს, გაამხნევოს, გადაარჩინოს, მხატვრობის გარდა ვგულისხმობ მუსიკას და ლიტერატურას.
 


გარდა ამისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?
მიმაჩნია, რომ ხელოვნების ერთი მიმართულება მეორეს ხელს არ უშლის. იყო დრო – ვწერდი, მუსიკაშიც მოვსინჯე თავი და შვიდწლედი დავამთავრე. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი და მზად ვარ სიახლეებისთვის. მხატვრებს თითქოს გასაღებების აცმა გვაქვს, რომელიც ბევრ კარს აღებს. არ გამოვრიცხავ კარიკატურაში თავის გამოვლინებას _ პლაკატის მიმართულებით. იუმორის გრძნობით და ამდენი დასახატი რესურსით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

Share12Tweet8

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

თურქეთს დროებითი მთავრობა ჰყავს

” “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის უმსხვილესი მყიდველი რუსეთის მოქალაქეა”

11 years ago
დაჭრილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, დაჯგუფების წევრია და ის, თანამოაზრეებთან ერთად, ნიღბებით გადაადგილდება

დაჭრილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, დაჯგუფების წევრია და ის, თანამოაზრეებთან ერთად, ნიღბებით გადაადგილდება

2 years ago
ირაკლი ლექვინაძე: „ეს იყო დადგმული შოუ“

ბიზნესომბუდსმენი: მივმართავთ შრომის ინსპექციას რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს

8 years ago
„გირჩი“ ახალ წელს ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს

„გირჩი“ ახალ წელს ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს

8 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by