• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბაზარზე არსებულ ნებისმიერ წამალს ორი სახელი აქვს – გენერიკული და ბრენდული. არსებობს თუ არა რეალური განსხვავება მათ შორის, და როგორ გადავწყვიტოთ, შევიძინოთ თუ არა ბრენდული მედიკამენტი? ჩვენ ვეცდებით, ამ ბლოგში სწორედ ამ შეკითხვებზე გაგცეთ პასუხი.

წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღეა თავის ტკივილით იტანჯებით. შედიხართ აფთიაქში, რათა იპოვოთ ყველაზე ეფექტური და იაფი წამლები, და ითხოვთ ტკივილგამაყუჩებელს – ნუროფენს. ფარმაცევტი კი გეუბნებათ, რომ ეს წამალი არ აქვთ, თუმცა, შეუძლია შემოგთავაზოთ ადვილი, რომელსაც მსგავსი მოქმედების მექანიზმი აქვს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მსგავსი წამლების ერთმანეთით ჩანაცვლება?

დიახ, შეგიძლიათ. ნუროფენი და ადვილი მედიკამენტის ბრენდული დასახელებებია, რომლებიც იდენტურ აქტიურ ინგრედიენტს – იბუპროფენს – შეიცავს, რაც ამ წამლის გენერიკული დასახელებაცაა. სწორედ ამიტომ, ამ ორი აბის დანიშნულება და მოქმედების მექანიზმიც ზუსტად ერთნაირია: ორივე არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელია, რომლებიც ერთი და იგივე სიმპტომების სამკურნალოდ გამოგვადგება.

მედიკამენტის შექმნის პროცესი

ახალი აქტიური ნივთიერების შემცველი მედიკამენტის განვითარების პროცესი საკმაოდ გრძელი და დამღლელია. ფარმაცევტული კომპანია უდიდეს ფინანსურ რესურს დებს გამოგონილი ნივთიერების ეფექტურობისა და უსაფრთხოების მრავალსაფეხურიან კვლევაში.

სწორედ ამიტომ, წამლის გაყიდვის დაწყებისთანავე ჩნდება პატენტი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიას საშუალებას აძლევს, ბაზარზე ექსკლუზიურობა მოიპოვოს. პატენტით დაცული მედიკამენტის გაყიდვის უფლება მხოლოდ იმ კომპანიას აქვს, რომელმაც აღნიშნული წამალი შექმნა. პატენტის არსებობა ფარმაცევტული კომპანიებისთვის აუცილებელია, რათა მათ შემოსავალი სამართლიანად მიიღონ და მოახერხონ კვლევაში დახარჯული რესურსების აღდგენა.

მიუხედავად ამისა, პატენტი სამუდამოდ არც კომპანიას იცავს და არც მის მიერ შექმნილ წამალს. მას შემდეგ, რაც პატენტს ვადა გაუვა და “აკრძალვა” მოიხსნება, ყველა კომპანიას საშუალება ეძლევა იგივე აქტიურ ნივთიერების შემცველი სხვადასხვა წამლები განავითაროს. სწორედ ეს მოგვიანებით შექმნილი მედიკამენტებია გენერიკული.

განსხვავებები

როგორც უკვე ვთქვით, მთავარი აქტიური ინგრედიენტი და მისი შემცველობა წამლის დასახელების მიუხედავად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა, ცხადია, არც ერთ ფარმაცევტულ კომპანიას არ სურს, უკვე არსებული მედიკამენტის ზუსტი ასლი შექმნას. სწორედ ამიტომ, გენერიკული წამლები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს ისეთი დეტალებით, როგორებიცაა ფორმა, ზომა თუ შეფუთვა.

გარდა ამისა, ნებისმიერი აბი მთავარი ინგრედიენტის გარდა შეიცავს დამატებით ნივთიერებებს, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. სწორედ ეს არააქტიური ინგრედიენტები განასხვავებს სხვადასხვა გენერიკულ მედიკამენტებს ერთმანეთისა და ბრენდული დასახელებებისგან.

ზოგადად, ერთადერთი “საფრთხე”, რომელიც გენერიკულ მედიკამენტებს ახლავს, ორგანიზმის არააქტიურ ნივთიერებაზე რეაქციაა, რამაც შეიძლება პაციენტში ალერგია გამოიწვიოს. თუმცა, ამ გვერდითი ეფექტისთვის თავის არიდება ძალიან მარტივად, ინგრედიენტების ჩამონათვალის ყურადღებით წაკითხვითა და ჩანაცვლებამდე, წინასწარ ექიმთან კონსულტაციის გავლითაა შესაძლებელი.

მსგავსებები

გამომდინარე იქიდან, რომ გენერიკული და ბრენდული დასახელებების მქონე წამლებს ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება აქვთ, მათი მოქმედების მექანიზმი, სამიზნე ორგანოები, და გვერდითი მოვლენებიც ბუნებრივად ერთმანეთის მსგავსია.

მაგალითად, გენერიკული სერტრალინი იგივეა, რაც ბრენდირებული ზოლოფტი. ორივე მედიკამენტი ერთსა და იმავე აქტიურ ნივთიერებას – სერტრალინის ჰიდროქლორიდს შეიცავს, ორივე SSRI ჯგუფის ანტიდეპრესანტია, და ორივე მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.

ფასი

და მაინც, თუ განსხვავებები ასეთი უმნიშნველოა, აქტიური ნივთიერება და მედიკამენტის ეფექტურობა კი – იდენტური, რატომ აქვს მნიშვნელობა, გენერიკულ წამალს შევიძენთ თუ ბრენდირებულს? ყველაზე დიდი განსხვავება ერთი და იმავე წამლის სხვადასხვა დასახელებებს შორის მათი ღირებულებებია. ზოგადად, გენერიკული მედიკამენტები გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდირებული. ამ განსხვავებას კი თავისი მიზეზები აქვს.

მას შემდეგ, რაც პატენტს ვადა გასდის, სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს ეძლევათ მედიკამენტის დუბლირების და მისი ალტერნატიული ვერსიის შექმნის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომპანიებამდე “გამზადებული” და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი მიდის, მათ აღარ უწევთ მრავალსაფეხურიანი კვლევისა და მარკეტინგული კამპანიების ჩასატარებლად დამატებითი ხარჯების გამოყოფა და შემდეგ მათი ანაზღაურება. სწორედ ეს განაპირობებს გენერიკული მედიკამენტების შედარებით დაბალ სარეალიზაციო ფასს.

შეჯამება

როგორც ხედავთ, ბრენდირებულსა და გენერიკულ მედიკამენტებს შორის უდიდესი განსხვავება ისაა, თუ რომელი შეიქმნა პირველი და რომლის დამამზადებელმა კომპანიამ მოიპოვა პატენტი.

რადგან აქტიური ნივთიერებები და ეფექტურობა პრაქტიკულად იდენტურია, განსხვავებების უმრავლესობა კი ისეთი უმნიშვნელო, როგორიც აბის ფორმა და ზომაა, მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მაინც ამ ორი წამლის ფასია. რადგან ბრენდირებული მედიკამენტები შედარებით უფრო ძვირადღირებულია, გენერიკული წამლის შეძენა ყოველთ
ვის უფრო ეკონომიური გამოსავალია.

ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by