უკრაინის ნაკრების შემტევმა, მიხაილო მუდრიკმა, საქართველოსთან მატჩი შეაფასა.
ჩელსის ფეხბურთელმა თანაგუნდელი არტემ დოვბიკი დაიცვა, რომელიც ნაჩვენები თამაშის გამო გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
„ავტოგოლის მომენტში, თავი ავწიე და დოვბიკი დავინახე. ბურთზე მცველს რომ არ ეთამაშა, ის კარს გახვრეტდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ამინდიც მძიმე იყო, თუმცა ყველაფრისთვის მენტალურად მზად აღმოვჩნდით. ცოტა დრო დაგვჭირდა ამის მისაჩვევად და მალევე ყველაფერი დასტაბილურდა.” – აღნიშნა მუდრიკმა.