საპატრიარქოს საშობაო გზავნილის ერთგვარი რეზიუმე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე: მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური მრევლის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დიდი პატივისცემით და მადლიერებით მიიღო პატრიარქის ეპისტოლე, რამდენიმე ადამიანში, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში გაჩნდა გარკვეული უკმაყოფილება, რაც განმარტებას საჭიროებს. ეკლესიისთვის თითეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს საღვთო სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ, არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის, არამედ ყველა ადამიანის მიმართ. ეს არის საღვთო სიყვარული და ეს საღვთო სიყვარული ყოველთვის გულისხმობს პასუხისმგებლობას ეკლესიის თითეული წევრის და ნებისმიერი, თითეული ადამიანის მიმართ. რამ გამოიწვია ეს უკმაყოფილბა?! ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარკვეულობას, სიცხადის შემოტანას მსჯელობაში. პატრიარქის ეპისტოლეში, როგორც ყოველთვის არის გადმოცემული საეკლესიო სწავლება სხვადასხვა საკითხთებთან დაკავშირებით. ეს არის პატრიარქის მიერ, ეკლესიის მწყემსმთავრის დარიგება და დამოძღვრა ჩვენი მორწმუნე მრევლისა. პატრიარქი ყოველწლიურად საშობაოდ და სააღდგომოდ წერს ეპისტოლეს და მიმართავს თავის მრევლს, ლოცავს საქართვლელოს მოსახლეობას. წლევანდელ ეპისტოლეში ყურადღება გამახვილებული იყო ბიოეთიკურ საკითხებზე, ასევე იმ საკითხებზე, რაც ანთროპოლოგიას უკავშირდება და იქნა გაცხადებული მთელი პასუხისმგებლობით ის, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არის ძალიან დიდი ცოდვა. საზოგადოება ამას აღიქვამს მართებულად, სწორად და ამასთან დაკავშირებით რაიმე უკმაყოფილება არ ყოფილა. ეს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მიიღო საზოგადოებამ, მიიღო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა. გაჩნდა კითხვა – სუროგატობასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს ძალიან დიდი ცოდვა. ამასთან მიმართებაში თავს უფლებას ვაძლევთ, განმართების სახით ვთქვათ შემდეგი – ეს არ არის პატრიარქის პირადი დამოკიდებულება ან პატრიარქის გამოგონება, რომ სუროგაციის გზით ჩვილის გაჩენა უკავშირდბა ცოდვას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამას აღასრულებენ, იქნება ეს ბიოლოგიური დედა, თუ სუროგატი დედა თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც ამაში არის ჩართული. რაც შეეხება ბავშვებს, ამასთან დაკავშირებით ეკლესიას აქვს უცხადესი პოზიცია. ბავშვები ამ ცოდვის თანამონაწილენი არ არიან, ისინი არიან ღვთის შვილები, მათ უნდა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით, მაგრამ ეპისტოლეში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით თუ, რა სიმძიმეს ატარებენ ეს ბავშვები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ სუროგატი დედის მხრიდან ან თუნდაც ბიოლოგიური დედის მხრიდან, ან იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც უკვეთავს სუროგატ დედას ,რომ მან გააჩინოს შვილი. რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე ბავშვისთვის? ქორწინება არის ღვთის მიერ ნაკურთხი უდიდესი საიდუმლო, ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა სულიერ და ფიზიკურ, ხორციელ და სხეულებრივ ურთიერთობას, შვილები მათი სიყვარულის ბუნებრივი ნაყოფია. ამ შვილების სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე უდიდსი პასუხისმგებლობა აქვთ მშობლებს და როდესაც ხდება ის, რომ შვილი, რომელიც არის სუროგატი დედის მუცელში, მის მიმართ არ არის გამოვლენილი არანაირი სიყვარული, რაც მუცლადყოფნის პერიოდი ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით, რაიმე მსუბუქი აზრის ქონა დაუშვებელია. სუროგატობა ეწინააღმდეგება თვითონ ბუნებას, ბუნების საწინააღმდეგოა. რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოა და მიუღებელია მართლმადიდებლური ზნებისათვის, მართლმადიდებლური ეთიკისთვის, საეკლესიო ეთიკისთვის. ყვლა ბავშვი, რომელიც ბუნებრივი გზით, მეუღლეთა მიერ ანუ ცოლ-ქმრული კავშირით, ღვთის მიერ დადგენილი წესით, ღვთის კურთხევით ევლინება ამ ქვეყანას არის უდიდესი მოვლენა, უდიდესი მნიშვნელობის აქტი, ახალი ადამიანის დაბადება, რომელიც არის ღვთის ხატი და მსგავსი. სუროგატი დედის შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მდგომარეობასთან, როცა სუროგატ დედას ერთი სული აქვს რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ეს ბავშვი. ამ ბავშვის მიმართ მიმართულია უარყოფითი ენერგია. უდიდესი სიმძიმეა ბავშვისთვის ის, რომ სუროგატი დედის მუცელში ეს ბავშვი არ განიცდის სიყვარულს. ეს უსიყვარულობის პერიოდი და მისი სწრაფად მოშორების პერიოდი არის ძალიან მტკივნეული, რაც აისახება ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე. ეს არის ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდბულება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. ეკლესია თავისი არსით ერთიანია და მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია ამას ასე ასწავლის. ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გზით მოვლინება ამქვეყანაზე, რომელიც ნაკურთხია ღვთის მიერ, რაც გულისხმობს მშობელთა მიერ ბავშვის მოვლინებას ღვთის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, ეპისტოლეში იყო ნათქვამი სავსებით ცხადად და გასაგებად და ჩვენთვის ძალიან გაუგებარია, რატომ გაჩნდა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საეკლესიო სწავლება მთელი სიცხადით, მთელი სიმართლით იქნეს მიტანილი მრევლამდე, მიტანილ იყოს ასევე საქართველოს მოსახლეობამდე. ეს არის მიმართვა მრევლისადმი, ამგვარი მიმართვა, ამგვარი დარიგება ყოველთვის გულისხმობს საზოგადოების, კონკრეტული ადამიანის დაცვას ამ ცოდვისგან. ეკლესიის მიზანია, რომ ზეციური მადლით აღავსოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანაზე მცხოვრები ხალხი და ერეი. ეკლესიის მოვალეობაა, რომ ყოველთვის მიაწოდოს ადამიანს სწორი სწავლება, დაიცვას საზოგადოება. როდესაც ეკლესიის მიერ ეს ითქვა და პატრიარქმა განაცხადა საეკლესიო სწავლება თავის ეპისტოლეში, ამით პატრიარქს მიზნად ის კი არ ქონდა, რომ ვინმე ადამიანისთვის გული ეტკინა ან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვისთვის ან თავად სუროგატი დედისთვის ან ნებისმიერი ადამიანისათვის. ამგვარი რამ, რომ ეკლესიას გულის ტკენა სურდეს, საეკლესიო ბუნებას, ეკლესიის არსებას არ ეთვისება. ეს არის მოვალეობა, სიყვარული. საღვთო სიყვარული საზოგადოებისადმი, ერისადმი ყოველთვის გულისხმობს პასუხისმგებლობას. მივმართოთ ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას, როდესაც ეკლესია რჩევას იძლევა ამით ეკლესია არავისზე არ ძალადობს, აკლესიის ბუნებას არ ეთვისება ძალადობა ან თავს მოხვევა, რა თქმა უნდა, ეკლესიას უცდომელის სწავლება აქვს, ეკლესიას აქვს უკვდავი ცოდნა, ეკლესია მაცხონებელი წიაღია, მაგრამ უცდომელ ცოდნასაც კი, განმაღრთობელ ცოდნასაც კი ეკლესია ძალით თავს არავის არ ახვევს, მაგრამ ამავე დროს, ეკლესიისთვის დაუშვებელია და მიუღებელია ის, რომ მან სიმართლე არ უთხრას საზოგადოებას. პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო პირვე – ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან მკაფიო პასუხი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს, ფიქრობს, რომ თითქოს ჩასახვიდან გარკვეულ პერიოდში ის წარმოადგენს დედის სხეულის ნაწილს, ამგვარ უმართებულო დამოკიდებულებას ეკლესიის კანონიკურ ტრადიციაში საფუძველი არ გააჩნია. ჩასახვის პირველი წამიდან ბავშვი არის უკვე ადამიანი, სულისა და ხორცის ერთობა, ეს არის უკვე ფსიქოსომატური არსება და არავითარი გამართლება იმას არა აქვს, რომ დედამ მიმართოს ორსულობის ხლოვნურ შეწყვეტას, მიმართოს აბორტს. მორე საკითხი იყო სუროგაცია და ამასთან დაკავშირებით დროის გათვალისწინებით ჩვენ ვცდილობთ, რომ მოკლედ ვისაუბროთ. მესამე საკითხი, რაც ასევე მიუღებელია ეკლესიისთის ეს არის ის, როდესაც მრავალგანაყოფიერებული კვრცხუჯრედის განადგურებით ხდება ერთი რომელიმე მათგანის შერჩევა. ესეც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ძალიან მიუღებელი მართლმადიდებლური ზნეობისათვის, საკლესიო ეთიკისთვის, როცა ნადგურდება უკვე ბევრი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და ამ განადგურებული კვერცხუჯრედის ხარჯზე ხდება ერთი, რომელიმე მათგანის შერჩევა. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ქალის, დედის სხეულის გარეთ ყოველგვარი ჩასახვა, ბავშვის ჩასახვა ლაბორატორიებში, სინჯარებში საეკლესიო ეთიკისთვის არის მიუღებელი. ამასთან დაკავშირებით, ეკლესიას აქვს მკაფიო პოზიცია, ეს პოზიცია იმას კი არ ისახავს მიზნად, რომ შეურაცხყოს რომელიმე ადამიანი, ეს პოზიცია მიზნად ისახავს, რომ სიმართლე უთხრას ადამიანს და დაიცვას თითეული ადამიანი და საზოგადოება ცოდვისგან. ეკლესიის მხრიდან რაიმე სახის ძალადობა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ყველას წინაშე დაუშვებელია. ეკლესიისთვის მიუღბელია, რაიმე სახის ძალადობა ნებისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. ეკლესიას ამგვარი დამოკიდებულება არავის მიმართ არ გააჩნია, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა ის, რომ საეკლესიო ეთიკაში გაურკვევლობა, ეკლესიის ბუნების არ ცოდნამ ძალიან ბევრ ადამიანში გამოეწვია დიდი შეცდომა, ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ამბობს იმას, რომ უკიდურესი ცოდვაა და ყოველ ცოდვათა შორის ყველაზე უბილწესი და ღვთის გამამწარებელ ცოდვათა შორის უმძიმესი ცოდვაა, რაც წერია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩნებაში, (რომელიც ყველაზე ავტორიტეტული კრებაა, რაც კი საქართველოში გამართულა) და საერთოდ მთელი ეკლესიის სწავლებაში, წმინდა წერილის სწავლებაში, ყველაფერი ეს ერთმნიშვნელოვნად განაჩინებს იმას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება , ერთსქესიანთა ურთიერთობა ეს არის უკიდურესი ცოდვა. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჩვენგანმა, ეკლესიის რომელიმე წევრმა აღასრულოს რაიმე სახის ძალადობა. ეკლესიისთვის ყოველთვის მიუღებელია ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი პიროვნება. რა თქმა უნდა, პიროვნება, რომელიც ამ ცოდვას ჩადის, ის ძალიან მძიმედ ცოდავს ღმერთის წინაშე და ეკლესიის მოვალეობაა თუ კი ის მიმართავს ეკლესიას, დაეხმაროს მას. თვალი აუხილოს, შეაცნობინოს საკუთარი ცოდვის სიმძიმე და სინანულის მეშვეობით უწინამძღვროს მათ განკურნებას და სწორი, მართებული ცხოვრების დაწყებას. მე უკვე მოგახსენეთ იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმეა, რამდენად მძიმე ტვირთია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სუროგაციას მიმართავენ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ის, რომ ეკლესია, ბავშვებს, რომლებიც იშვნენ და ბევრისთვის გაუგებარი გახდა სიტყვა ,,პრობლემატური“, ეს პრობლემატურები იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი არასრულფასოვნები იქნებიან და მათ ცხონების გზა მოკვეთილი აქვთ, რაც ჩემმა ერთ-ერთმა პატივსაცემმა პიროვნებამ ასე არასწორად განაცხადა, ეკლეისა, რომელიც ასწავლის შეიყვარე მოყვასი, როგორც თავი თვისი, განა შეიძლება ეკლესიამ დაუშვას ვინმე ან რომელიმე ადამიანის დისკრიმინაცია. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის. ამ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით, ვინც სუროგაციის გზით ან ხლოვნური განაყოფიერებით გაჩდნენ, ისინი არიან ღვთის შვილები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, მაგრამ მათ ძალიან მჭიდრო კავშირი უნდა ქონდეთ ეკლესიასთან, მოძღვართან და ძალიან ხშირად უნდა ეზიარონ. სასოწარკვეთილების მიზეზი არავისთის არ არსებობს. იმ სუროგატმა დედამ თუ ბილოგიურმა დედამ, რომელმაც ასეთი სიმძიმის უფლება მისცა საკუთარ თავს, ასეთი კადნიერების და ასეთ არასწორი საქციელი, არასწორი გზა აირჩია ბავშვის გაჩენის, მისთვისაც არ არსებობს სასოწარკვეთის მიზეზი. ეკლესია,რომელიც არის ყოველივე კეთილის შესაკრებელი, მაცხონებელი, განმწმენდელი და განმანათლებელი სინანულის მეშვეობით ამ ადამიანებსაც შეუძლიათ საკუთარი თავი გაითავისუფლონ ამ უმძიმესი ცოდვის მძიმე შედეგებისაგან. პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი – არა მარტო საქართველოში, ჩვენს ეკლესიაში, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველასთის არის ცნობილი. დღეს, ეს რაიმე კითხვას არ საჭიროებს. ეს თქვენ ალიან კარგად მოეხსენება ჩვენს საზოგადოებას და მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას. პატრიარქის ეპისტოლე, როცა იწერება, ამას ახლავს შემდეგი პროცესი, მიუხედავად თავისი საღვთისმეტყველო განათლების, პატრიარქი ზოგადად არის ძალიან განათლებული პიროვნება, ამით რაიმე სიახლეს არ ვამბობ, ეს მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, პატრიარქი ყოველთვის ეპისტოლის დაწერის წინა პერიოდში ხვდება ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, საერო და სასულიერო პირებს, ექსპერტებს სხვადასხვა დარგში, ესაუბრება მათ, არჩევს საკითხებს თუ რაზე გაამახვილოს ყურადღება, რა არის აქტუალური. ყველა ეპოქაში ეკლესიის მწყემსმთავრები, პატრიარქები ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მიმათავდნენ და ყოველთის ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს. თუ რა იყო აქტუალური იმ ეპოქაში, პატრიარქი ესაუბრება ყველას, საერო და სასულიერო პირებს, ექსპერტებს, მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ისტორიკოსებს და ყოველთვის არჩევს თემებს. შესაძლებელია პატრიარქმა სთხოვოს რომელიმე პიროვნებას, ექიმს, სპეციალისტს, ექსპერტს, რომ დაამუშაოს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი. შემდეგ ეს ყველაფერი ისევ იკრიბება პატრიარქთან, პატრიარქი კითხულობს მას, შეაქვს შენიშვნები საკლესიო სწავლებების შესაბამისად, ასწორებს ამ ყველაფერს და ამის შემდგომ უკვე იწერება ეპისტოლე, რომლსაც ბოლოს ისევ კითხულობს პატრიარქი და კითხულობს არაერთხლ და შემდეგ ის მიმართავს ამ ეპისტოლით საზოგადოებას და მორწმუნე ერს. მე გახლავართ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესისიის პროტოპრესვიტერი და გახლავართ საქართველოს, თბილისის სასულიერო აკადმიის და სემინარიის რექტორი და კიდევ რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი. და ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით ღმერთის წინაშე, რა თმა უნდა, და მთელი საზოგადოების წინაშე წინაშე. ქალბატონი შორენა, რომელიც გახლავთ პატრიარქის მდივანი–რეფერენტი, აქვს უდიდესი დამსახურება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წინაშე, მისი დამსახურება და ერთგულება ძალიან დიდია. ის არის უაღრესად კეთილშობილი და განათლებული ადამიანი და მას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ეკლესიის მიმართ. მიუხედავად მისი ამ დამსახურებისა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება თავშეწირულია ეკლესიისთვის ის ყოველთვის ცდილობს იმას, რომ იმოქმედოს არა თვითნებურად, არა საკუთარი სურვილების მიხედვით, არამედ იმოქმედოს ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. მე მინდა დავადასტურო მის მიმართ და უდიდესი მადლიერება, რაც მას მიუძღვის ჩვენი ეკლესიის წინაშე. ამასთანავე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მას სხვადასხვა კუთხით იმდენი დამსახურება აქვს, იმდენი სიკეთე აქვს, რომ მისი მოხსენიება უმართებულო კონტექსტში ეს, რა თმა უნდა, არის უდიდესი ცილისწამება ამ პიროვნების მიმართ და რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ზოგიერთი ადამიანი იქამდეც კი მივიდა, რომ რაც არის ეკლესიის პოზიცია სუროგაციასთან დაკავშირებით, რუსეთის პროვოკაციას ხედავს ამაში. რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსოლიტურად წარმოუდგენელია, ეს არის ეკლესიის სწავლება. როდესაც ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, ეს ძალიან დიდი დანაშაულია. თორემ ჩვენთვის მისაღებია, მოკრძალებით გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა, როცა პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი არის გაურკვევლობაში, ეკლესია ყოველთვის მზადაა ის უცდომელი სიმართლე, ის სიწმინდე, ის მადლმოსილება, ის სიკეთე რაც ეკლესიისგან მომდინარეობს და ღვთის მაცხონებელი წიაღისგან მომდინარეობს, ყოველთვის განუმარტოს საზოგადოებას. ხოლო,რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც ის კი არ აინტერესებთ დაუშვათ, რომ ეკლესია როგორ ფიქრობს ამ საკითხებზე, არამედ სურვილი აქვთ შეგნებული ბრძოლა განახორციელონ ეკლესიაზე, ასეთი ადამიანების მიმართ უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არ არის ამქვეყნიური წარმომავლობის და ეკლესია არის მაცხოვრის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დაფუძნებული, ის არის ყოვლად ძლევაშემოსილად დაფუძნებული და ვერავითარი მცდელობი იმისა, რომ ეკლესიამ შეარყიოს საფუძველი შეუძლებელია, ეს არ მოხდება, რადგან,როგორც უფალი ამბობს: ,,ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეკლესიის მსახურება ეს არის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის მსახურება და ამას, რა თქმა უნდა, პატივისცემა და მადლიერება სჭირდება, რაც შეინიშნება საქართველოში, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ვართ ყველასი, მინდა მადლობა ვთქვა ასევე ეპისკოპოს პასოტეს მიმართ, რომელმაც უაღრესად ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა,“ – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ საინფორმაცი გამოშვება „მოამბის“ ეთერში. 13.01.14