• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა სიახლეები დაიგეგმა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რა სიახლეები დაიგეგმა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1616612_573806889363319_1736905294_nერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება, აბიტურიენტების ყურადღება შეფასებისა და ეროვნული ცენტრისკენ არის მიმართული, რა სიახლეები იგეგმება 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამის შესახებ ,,თბილისი თაიმსი“ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს სოფო დოლიძეს  ესაუბრა.

დაემატება თუ არა ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას მეხუთე პასუხი და იგეგმება თუ არა კიდევ რაიმე ცვლილება ტესტის ფორმატში?        

მეხუთე პასუხი  ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას  დაემატება 2014 წლისთვის. მეხუთე პასუხის დამატებას ვგეგმავთ  ვერბალური ნაწილის ზოგიერთი ტიპის დავალებაზე, კერძოდ, ეს არის ანალოგიის ტიპის დავალებები და ლოგიკის დავალებები. განზრახ შევარჩიეთ ეს ორი ტიპი იმიტომ, რომ  ამ დავალებათა პასუხების წაკითხვა და დამუშავება  ძალინ ცოტა დროს მოითხოვს. ადვილად, სხარტად და ლაკონურად არის  ფორმულირებული პასუხები, განსხვავებით მაგალითად წინადადების შევსების დავალებისგან, სადაც თითეული პასუხის ვარიანტი უნდა ჩასვას აბიტურიენტმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილას და ამას უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიური ტიპის დავალებაში მხოლოდ ორი სიტყვაა წარმოდგენილი სავარაუდო პასუხებში, ასე რომ მათი წაკითხვა და დამუშავება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის დავალების. ლოგიკის დავალებებში ასევე სხარტად და ლაკონურად არის ფორმილირებული პასუხები, მთავარია ადამიანმა შეასრულოს თვითონ დავალების პირობა, წანამძღვრბეს შორის დაინახოს კავშირი და ა.შ. გამოიტანოს დასკვნა და შემდეგ თავისი პასუხი ამოიცნოს მოცემულ პასუხებში, რომელსაც საკმაოდ მცირე დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ეს ორი ტიპი. წაკითხული ტექსტის გააზრებასაც არ ვამატებთ მეხუთე სავარაუდო პასუხს, იმიტომ რომ იქ შეკითხვათა პასუხის ვარიენტები უფრო ვრცელია,ზოგჯერ ორ ან სამ წინადადებასაც კი შეიცავს, ამიტომ, რომ არ დავაკარგვინოთ აბიტურინტებს ზედმეტი დრო მხოლოდ ეს ორი ნაწილი შევარჩიეთ. გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს შეფასების სიზუსტე აბიტურიენტების უნარებისა, როგორც მოგეხსენებათ, როცა არჩევით პასუხიან დავალებაზე ვლაპარაკობთ ადამიანს ყოველთვის შეუძლია აირჩიოს ბრმად რომელიმე პასუხი, ისე რომ დავალება არც კი წაიკითხოს, სწორედ ასეთი შემთხვევითი და ბრამად პასუხის არჩევის ალბათობის შესამცირებლად გვინდა ამ ცვლილების შემოტანა. ხუთ სავარაუდო პასუხზე ალბათობა მცირდება ერთი მეხუთედით.

 რა სიახლეებია არჩევით საგნებთან დაკავშირებით?

არჩევით საგნებთან დაკავშირებით სიახლე ის გახლავთ, რომ ერთი არჩევითი საგანი დაემატა მთელ ნუსხას, როგორც მოგეხსენაბათ, აქამდე შვიდი საგანი იყო წარმოდგენილი: გეოგრაფია,მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ლიტრატურა, კიდევ ერთი ჰუმანიტარული საგანი დაემატა ამ ნუსხას და ოთხ-ოთხი გახდა ე.წ. ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები. ეს არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა, აღნიშნული  საგანი არის სავალდებულო პირველი ცხრა კლასის განმავლობაში სკოლაში, მეათე კლასიდან უკვე არჩევითი საგნის ფორმა აქვს და ისწავლება სკოლებში მოსწავლეთა სურვილის მიხედვით.  ძალინ საინტერესო გამოცდა იქნება იმ უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებიც სახელოვნებო მიმართულებით ასწავლიან, მაგალითად, თეატრალური უნივერსიტეტისთვის, სამხატვრო აკადემიისათვის და ა.შ. აბიტურინტებისთვისაც მგონი ძალინ კარგი შეთავაზებაა, ეს იქნება ძალიან საინტერესო, სახალისო გამოცდა. შემოწმდება, როგორც ის პროგრამა, რაც ისწავლება პირველი ცხრა წლის გამნავლობაში, ასევე უნარი იმსჯელოს ადამიანმა ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოების შესახებ, გაანალიზოს ის და რაღაც დასკვნები გამოიტანოს.

რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდაზე მოსმენის კომპონენტის შემოღება და როგორ ფიქრობთ რამდენად მოასწრებს აბიტურიენტი მომზადებას მოსმენითი გამოცდისთვის?

მოსმენითი კომპონენტის დამატება განაპირობა იმან, რომ წლების განმავლობაში ვიღებდით საყვედურს, რომ ჩვენ არასრულფასოვნად ვამოწმებთ უცხო ენის ცოდნას. უცხო ენის ცოდნა გულისხმობს ოთხ ძირითად კომპეტენციას: წერის უნარს, კითხვის უნარს, ლაპარაკის და მოსმენის უნარს. ლაპარაკის უნარს კვლავ ვერ ვამოწმებთ ამ ეტაპზე, მაგრამ ეხლა გვინდა, ასე ვთქვათ, გავამდიდროთ ჩვენი პრაქტიკა და აბიტურიენტების მოსმენის უნარიც შევამოწმოთ. საქმე ის გახლავთ, რომ ყველა სახელმძღვანელო, რომელიც გრიფირებულია და რომელითაც  ისწავლება უცხო ენა ახლავს სპეიალური კომპაქტ დისკი, მოსმენის უნარის განვითარებისთვის. ეს არის კომპონენტი, რომელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეოთხედი ეთმობა უცხო ენის სწავლების თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის წერა და კითხვა, ამისთვის ადამიანები წესით და რიგით სკოლაშიც უნდა მომზადებულიყვნენ.  მას შემდეგ რაც ჩვენ ამ სიახლის შესახებ დავიწყეთ საუბარი დიდი დრო გავიდა, შარშან უკვე მთელი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვაპირებდით ამ სიახლეს, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ აბიტრიენტებმა  გაამახვილეს ყურადღება მოსმენის ნაწილზე. ხშირად ვიღებთ ხოლმე ესეთ კომენტარს, რომ  არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები აბიტურიენტებს, რომ მოუსმინონ სხვადასხვა ტექსტებს უცხო ენაზე, ძალიან მცირე და მწირი რამ სჭირდება მოსმენით ნაწილს, ყველა სკოლას აქვს შესაძლებლობა ქონდეს ერთი მაგნიტოფონი და მოასმენინოს აბიტურინტებს ის დისკები, რომლებსაც სთავაზობს უცხო ენის  სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, ჩვენ თვითონ მოვამზადეთ სპეციალური დისკი, სადაც რამდენიმე ასეთი მოსასმენი ტექსტია ჩაწერილი, მოსასმენი დავალებაა მოცემული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აბიტურიენტებმა კარგად უნდა მოასწრონ მომზადება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პირველი წელი, პირველი მცდელობა ტექსტები იქნება ძალიან მარტივი, ადვილად მოსამენი, შეკითხვები იქნება ზედაპირზე მოცემული ინფორმაციის შესახებ და არ იქნება ძალიან რთულად. პრინციპში, უნდა გაუადვილდეთ ჩვენს აბიტურიენტებს, თანაც წილი ჯერჯერობით ისევ მცირეა ამ კომპონენტის, თუკი ას ქულიან ტესტში  ვიტყვით, რომ მხოლოდ 8 ქულა ეთმობა მოსმენის ნაწილს, ვნახავთ, რომ წილი დიდი არ არის. თუმცა შეიძლება მომავალში ეს წილი გაიზარდოს კიდეც და გართულდეს.

გაიზარდა თუ არა გამოცდის მინიმალური ზღვარი  და რას ნიშნავს გაიგივებული ქულა?

ეს ძალიან კარგი კითხვაა. სხვადასხვა ვარიანტი შეუძლებელია ზუსტად ერთიდაიგივე სირთულის მომზადდეს, გამოცდის შემდეგ  იმისათვის, რომ ვარიანტებს შორის მცირე უთანაბრობა აღმოიფხვრას მივმართავთ სკალირების პროცედურას, ეს არის ერთგვარი გაიგივების პროცედურა, უბრალოდ ჩვენ წლების განმავლობაში ვაკეთებდით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ზემოთ, ანუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განსაზღვრული იყო ნედლი ქულით,ზოგადი უნარების შემთხვევაში 80 ქულიანი ტესტი გვაქვს და აბიტურიენტს 21 ქულა უნდა დაეგროვებინა  ნებისმიერ საგამოცდო ვარიანტში იმისათვის, რომ  გადაელახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ზოგადი უნარების ტესტში ყველა დავალება არჩევით პასუხიანია, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ადამიანს შემთხვევით გადაელახა ეს ბარიერი.  ერთი მეოთხედი იყო იმის ალბათობა,რომ შემთხვევით შეძლებდი სწორი პასუხის ამოცნობას. უნარების ტესტი არის ერთადერთი ტესტი, სადაც იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სხვაგან არსად არ იზრდება. აბიტურიენტი, რომელიც დააგროვებს – 24 ქულას ზოგადი უნარების ტესტში გადალახავს ბარიერს, ბარიერს გადალახავს ასევე ზოგიერთი ის აბიტურინტი, რომლებმაც რთული ვარიანტი შეასრულა და 24-თან ახლოს მდგომი ქულა მიიღო 23 ან 22.

რატომ გაიზარდა ბარიერი, როგორც გითხარით რადგან გვაქვს სულ არჩევით პასუხიანი დავალებები 21 ქულის შემთხვევაში რაც აქამდე ბარიერი 30%-ი იყო იმის ალბათობა, რომ შემთხვევით დავაგროვებდი 80 – დან – 21 ქულას ანუ ყოველ მესამე ადამიანს შეეძლო შემთხვევით დაეგროვებინა მინიმალური კომპეტენციის გადამლახავი ქულა, ჩვენ არ ვიცით შესაბამისად ყოველი მესამის შეფასების დროს ის ადამიანი თავისი უნარების წყალობით დარჩა კონკურსში თუ უბრალო შემთხვევითობის წყალობით. ეს ძალიან დიდი პროცენტია შემთხვევითობის, თითქმის ყოველი მეორის შეფასება ჩვენთვის იქნებოდა არაზუსტი. ამის გამო ვიფიქრეთ, რომ ბარიერი ოდნავ გაგვეზარდა, სულ სამი ქულით გაიზრდება ბარიერი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზულად ამცირებს ალბათობას, რომ შემთხვევით დავაგროვოთ – 24 ან 23 ქულა. თუკი აქამდე გვქონდა 30%-ი უზუსტობის ეხლა გვექნება მხოლოდ 10%-ი.  ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის ვინც მუშაობს უნარების ტესტზე და თავისი უნარების წყალობით ცდილობს კონკურსში დარჩენას და იქნება დაბრკოლება მათთვის ვინც არ აპირებს ტესტზე მუშაობას და ვინც უბრალოდ პასუხების ბრმად შემოხაზვით ცდილობს გავიდეს ფონს.

იგეგმება თუ არა ცვლილებები  გრანტის გაცემასთან დაკავშირებით?

გრანტის გაცემასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ რაღაც შევცვალოთ, თუმა ჯერ ზუსტად არაა გადაწყვეტილი თუ როგორ მოხდება ეს. საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი ფაკულტეტი ბოლო პერიოდში აბიტურიენტების  იმ კატეგორიით იტვირთება, რომლებმაც ჩააბარეს გეოგრაფია და არა ტექნიკური საგანი მათემატიკა, ეს ეხება იმ ფაკულტტებს, რომელთათვის ძალიან მნიშვნლოვანია მათემატიკა. მაგალითად ინფორმატიკის ფაკულტეტი,ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის პარალელურად არჩევით საგნად აცხადებს გეოგრაფიასაც და აბიტურინტები ირიცხებიან გეოგრაფიის ცოდნით.  შესაბამისად, რადგანაც გეოგრაფიას აბიტურიენტების დიდი რაოდენობა ირჩევს, ძალიან დიდი თანხა მიდის გეოგრაფიის მიმართულებით და თუ კი ჩვენ ვნახავთ შედეგებს არის ერთგვარი დისპროპორცია ვთქვათ მათემატიკასა და გეოგრაფიას შორის ან თუნდაც სხვა ტექნიკურ საგნებს შორის, ეს დისბალანსი გამოიწვია სწორედ არალოგიკურმა მოთხოვნებმა რომლებიც არსებობდა, ამის გამო ერთგვარი კორექტირება ალბათ შევა, დაბალანსდება სისტემა იმ თვალსაზრისით, რომ რადგანაც გვაქვს 4 ჰუმანიტარული და 4 ტექნიკური საგანი, გვინდა, რომ ეს საგრანტო თანხა გაიყოს ორ ნაწილად, მაგრამ ეს ისეთი სიახლეა, რომელიც ჯერ პრინციპში ძალიან საწყის სტადიაზეა და ამაზე სრულიად დაბეჯითებით საუბარი შეუძლებელია.

 სავარაუდოდ, როგორ ფიქრობთ რამდენი აბიტურიენტი იქნება წელს?

სამწუხაროდ, ამის ესე ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ  სავარაუდოდ ისევ იგივე რაოდენობა იქნება –  35 -40 ათასი. რაც უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში,რაც უფრო განათლებული თაობა გვეყოლება ჩვენ მით უფრო გვიხარია.

30.01.14

ლანა წურწუმია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In