• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თუ უკრაინა გაუმკლავდება რუსეთს, საქართველოც შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას“ – გურამ მარხულია

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„თუ  უკრაინა    გაუმკლავდება  რუსეთს,  საქართველოც  შეძლებს  ოკუპირებული  ტერიტორიების  დაბრუნებას“ – გურამ მარხულია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10002779_593354894079114_1134385718_nუკრაინაში, ყირიმში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური განხილვის თემაა, საქართველოში კი ხშირად გვესმის ზრი, რომ ყირიმში განვითარებული მოვლენები ძალიან გავს  2008 წელს საქართველოში, ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოსთვის უკრაინის მომავალი ბედი ძალიან საიტერესოა იმ გაგებით რა შეუძლია აგრესორ რუსეთს და რამდენად მზადაა ევროპა დაუპირისპირდეს მას. უკრაინაში, ყირიმში მიმდინარე პროცესებზე ”თბილისი თაიმსი” სოხუმის სახელმწიო უნივერიტეტის ლექტორს, ისტორიის დოქტორს გურამ მარხულიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. სულ უფრო მეტი ადამიანი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, პარალელს ავლებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან. თქვენ თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ რუსეთი ყირიმში იმავე სცენარით მოქმედებს, შეეცდება, თუ არა კრემლი ყირიმში გაიმეოროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  სცენარი?

უპირველეს  ყოვლისა  უნდა  აღინიშნოს,  რომ  უკრაინაში  მიმდინარეობს  გეოპოლიტიკური  ბრძოლა  უკრაინისათვის.  უკრაინის  დამოუკიდებლობა რუსეთის  გეოპოლიტიკისათვის  უარყოფით და  დროებით  მოვლენას  წარმოადგენს,  ხოლო  აშშ-ათვის  უკრაინის  გეოპოლიტიკური  სივრცე  პლაცდარმს  წარმოადგენს, რადგან  უკრაინის  სივრცის  დაუფლება  რუსეთის  სახელმწიფო  საზღვრის  გადალახვას  ნიშნავს.  ამგვარად  გეოპოლიტიკური  მოწინააღმდეგეები  უფლებას  არ მისცემენ  ერთმანეთს  ეს  ქვეყანა  მთლიანად   მიუერთდეს  ან  აღმოსავლეთს  ან  დასავლეთს.  ამის  გამო  უკრაინა,  როგორც  სახელმწიფო,  განწირულია  თალასოკრატიული  სტრატეგიისათვის  გეოპოლიტიკური  სამსახურის  გასაწევად.  ხოლო  რაც  შეეხება  უკრაინის  მოვლენების  საქართველოს  2008 წლის  ომთან  შედარებას,  უნდა  ითქვას  რომ  ის  მხოლოდ  ერთი  ეპიზოდია  იმ  გეოპოლიტიკური  ბრძოლისა   რომელიც  ეხლა  მიმდინარეობს   უკრაინაში,  2008 წელს  რუსეთის  ჯარი  უკვე  იდგა  ცხინვალში, მნიშვნელობა  არ აქვს  რა  სტატუსით,  შესაბამისად  საქართველო  ვერ  დაიწყებდა  ომს  რადგან  რუსეთის  ჯარი  უკვე  იმყოფებოდა  საქართველოს  ტერიტორიაზე,  იგივე  სამხედრო-პოლიტიკური  მდგომარეობაა  უკრაინაშიც,  ამ  სახელმწიფოს  ტერიტორიაზე  უკვე  დგას  გარკვეული  რაოდენობის  რუსეთის  ჯარი,  შესაბამისად  რუსეთი  აგრესორია.

რუსეთმა ვერ  შექმნა  ახალი  ტექნოლოგიები  ტერიტორიების  დასაკავებლად,  გეოპოლიტიკური  მიზნების  განხორციელება  ისევ ძველი  მეთოდით  გრძელდება,  არიგებენ  პასპორტებს,  მერე   ვითომ  იცავენ  თავის  მოქალაქეებს.  ისტორიის  მანძილზე  ქართველი  ერი,  ქართული  სახელმწიფო იცავდა  აფხაზებს  და  ოსებს,  დღეს  რუსები  სამარცხვინოდ  „იცავენ“  მათ  ჩვენგან. იგივე  ხდება  უკრაინაშიც,  არაფერი  დასაცავი  რუსებს  უკრაინაში  არ სჭირთ,  გასაგებია,  რომ  ყველაფერი  გეოპოლიტიკურ  მიზნებს  ემსახურება.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას უკრაინაში  მიმდინარე პროცესებზე, რამდენად ადეკვატურია იგი?

ევროპა  როგორც  ყოველთვის  „აღშფოთებულია“,  აღშფოთების  იქით  მსოფლიო  თანამეგობრობას  არშეუძლია  ნაბიჯის  გადადგმა, რადგანაც  ყველა  საერთაშორისო  ორგანიზაცია  შექმნილია  იმ  სახელმწიფოების  მიერ,  რომლების  ქმნიან  გეოპოლიტიკურ  პრობლემებს, შესაბამისად  ისინი  მათ  სამსახურში არიან.

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები ყირიმში?

საქართველო  დღეს  დიდ  იმედებს  ამყარებს  უკრაინაზე. ვთვლი რომ, თუ  უკრაინა    გაუმკლავდება  რუსეთს,  საქართველოც  შეძლებს  ოკუპირებული  ტერიტორიების  დაბრუნებას.  ჩვენ,  ქართველები  ამას  ვხსნით  ისტორიული  პრიზმიდან.  მაგრამ  არის ისეთი  მეცნიერება,  როგორიც  გეოპოლიტიკაა,  რომლის  მიხედვითაც  გეოპოლიტიკური  მოვლენები  უკრაინაში  უკრაინის  გეოპოლიტიკური  დეკომპოზიციით  უნდა დამთავრდეს.

ის რაც მიმდინარეობს ამჟამად უკრაინაში  არის  გეოპოლიტიკური  ბრძოლა  აღმოსავლეთსა  და  დასავლეთს  შორის.  ისინი  არ დაუშვებენ  ერთიანი  უკრაინის  არსებობას,  არცერთი  მხარე  არ დაუშვებს  მთლიანად  უკრაინის  სივრცის  დაკარგვას,  ამიტომ  პასუხისმგებლობა  ორივე  გეოპოლიტიკურ  მხარემ  უნდა  იკისროს.

თქვენი აზრით უკრაინა ორ სახელმწიფოდ გაიყოფა, თუ დარჩება ერთიან დამოუკიდებელ ქვეყნად?

სამწუხაროდ  ერთიანი  და  სუვერენული  უკრაინის  არსებობა  გეოპოლიტიკური  თვალსაზრისით  რუსეთისა  და  პირობითად  დასავლეთისათვის  ომის  გამოცხადებას  ნიშნავს,  ანუ  უკრაინის  ერთიანი  გეოპოლიტიკური  სივრცე  დაიშლება, მოხდება  უკრაინის  დეკომპოზიცია,  ის  შესაძლოა  დაიშალოს  ორ  ან  სამ  ნაწილად.  რა თქმა  უნდა  უკრაინელი  ერი  ამას  არ შეეგუება  და  დაიწყებს  ეროვნულ,  შეიარაღებულ  ბრძოლას  ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისათვის,  მაგრამ  მის  ხელში  იმ  დროისათვის  არ აღმოჩნდება  სტრატეგიული  იარაღის  არსენალი, ამიტომ  სავარაუდოდ  პარტიზანული  და  დივერსიული  ქმედებებით  დაიწყება  რუსეთის  წინააღმდეგ  ბრძოლა.

იზიარებთ თუ არა იმედებს იმისას, რომ ჩვენთვის უკრაინის მოვლენები დააჩქარებს ევროკავშირთან  ასოცირებას?

აფხაზეთისა  და  სამაჩაბლოს  ოკუპაცით  მოხდა  საქართველოს  გეოპოლიტიკური  დაყოფა.  ამ  დაყოფის  შედეგად  რუსეთს  „ერგო“  აფხაზეთი  და  სამაჩაბლო,  დანარჩენი  საქართველო   დასავლეთის (აშშ-ს) გეოპოლიტიკურ  სივრცეში  მოიქცა. ნავთობსადენი,  გაზსადენი  და  სხვა  გეოეკონომიკური  გზები  გადის საკმაოდ „შორს“  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან,  აქედან  გამომდინარე  დასავლეთი  არაა  დაინტერესებული  საქართველოს  ტერიტორიული  ერთიანობის  აღდგენით.  რაც  შეეხება  „ასოცირებას“   ეს  მხოლოდ  დროის  ფაქტორია,  რადგან  გეოპოლიტიკური  ბრძოლა  ზოგადად კავკასიისთვის  და  კერძოდ კი საქართველოსთვის  ჯერ  კიდევ  დამთავრებული  არაა,  შესაძლოა  უკრაინაში  მიმდინარე  მოვლენებმა  დააჩქაროს  ეს  საკითხი,  თუმცა  არის  დიდი  საშიშროება  იმისა, რომ  ევროკავშირის  ნაცვალად  აღმოვჩნდეთ  სხვა  გეოპოლიტიკურ  სივრცეში,  რაც  ყოვლად  დაუშვებელია  ჩვენი  ქვეყნისთვის,  ეს  ვითარება  კარგად  ესმით  დასავლეთში,  მაგრამ  გადაწყვეტილება  ჯერ  მიღებული  არაა!

10.03.14

თამარ გვირჯიშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ბარაკ ობამა კონგრესმენებს შეხვდა

13 years ago
ტარიელ ხეჩიკაშვილი პარლამენტში 3 წლიანი ანგარიშის მოხსენებით წარსდგება

ტარიელ ხეჩიკაშვილი პარლამენტში 3 წლიანი ანგარიშის მოხსენებით წარსდგება

11 years ago
უკრაინაში გამოკითხულთა 78%-ს სჯერა, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს 

უკრაინის არმია კიევის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდა

4 years ago

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

9 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by