ქართული ხალხური შემოქმედების განსაკუთრებული ღირსება და სიმდიდრე საყოველთაოდაა ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის არცერთ დარგს არ შეუტანია ისეთი მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო კულტურის საგანძურში, როგორც ქართულ ხალხურ სიმღერას. უდიდესია მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში, ამიტომაც ქართული მუსიკალური ფოლკლორის ყოელმხრივი შესწავლა ჩვენი მეცნიერების უმნიშნოვალესი ამოცანა და ვალია. თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია ანხორციელებს პროექტს, რომლის მიზანია პირველი მსოფლიო ომის გერმანიის სამხედრო ბანაკებში მყოფი ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის გამოცემას. აღნიშნულ პროექტზე “თბილისი თაიმსს“ ესაუბრა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ხელოვნებთნმცოდნეობის დოქტორმა რუსუდან წურწუმია.
გაგვაცანით, რას მოიცავს ეს პროექტი და თუ არსებობს მსგავსი პროექტების პრეცედენტი?
პროექტი არის ერთობლივი და მას განვახორციელებთ ბერლინის ფონოგრამ–არქივთან ერთად. გერმანელმა მუსიკოსებმა შემოგვთვაზეს თანამშრომლობა და გადმოგვცეს პირველი მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილი სიმღერების მთელი ხმოვანი მასალა (80–მდე სიმღერის აუდიოჩანაწერი). საქმე ის გახლავთ, რომ გერმანელმა მეცნიერებმა ისარგებლეს შემთხვევით და რუსეთის იმპერიაში შემავალი სხვადასხვა ხალხებისაგან, რომელთა დიდი ნაწილი საკოცენტრაციო ბანაკებში იყვნენ ტყვედ ჩავარდნილნი, მათგან მოინდომეს ზეპირისიტყვერების ნიმუშების და ხალხური სიმღერების ჩაწერა.
პროექტის ფარგლებში უნდა გამოიცეს სიდი, რომელზეც იქნება ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერები. გარდა სიდისა გამოცემულ იქნება წიგნი სადაც თვამოყრილი იქნება მთელი მასალა სრულიად დამუშავებული სახით. წიგნს ექნება გერმანელი და ქართველი რედაქტორის წინასიტყვაობა. ჩვენ ვვარაუდობთ სამუშაოს დამთავრებას სექტემბრისთვის, იმიტომ რომ სექტემებრში ჩვენ გვაქვს სომპოზიუმი. ამას გარდა გერმანულ მხარეს უნდა ეს წიგნი იქნას წარმოდგენილი ბერლინში პირველი მსოფლიო იმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
ამ პროექტს დიდი მნიშნვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ტრადიციების პატივისცემა, ჩვენი წინაპრების გახსენება, ეს არის იმ ადამიანების გამომზეურება, რომბლებმაც გააოცეს მსოფლიო და როგორ? ერთად თავმოყრილი ტყვეები მღეროდნენ ხმაშეწყობილად. ძალიან ძნელია სპონტანურად იმღერონ სამხმიანი სიმღერა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამაინებმა. მეცნიერებს ეჭვი გაუჩნდათ; ხომ არ იყო ეს ხალხური ანსამბლი ერთად მოხვედრილი ტყვეობაში?… აქედან ცხადი გახდა მათთვის, რომ ქართველების მუსიკალური აზროვნება არის მრავალხმიანი და ქართველებეს შესწევთ უნარი ხმები შეუწყონ ერთმანეთს. ეს იყო ბუნებრივი ნიჭი ერთად მღერის. გერმანელმა ანტროპოლოგმა და მუსიკოლოგმა ნადელმა გაშიფრა ჩაწერილი მასალა და 1933 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა წიგნი “გეორგიშე გეაზანგენ“ (ქართული სიმღერები’’), სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს არის უნიკალური, მრავალფეროვანი, მაღალი მხატრული დონის ფოლკლორი.
ქართველი ტყვეებისაგან ჩაწერილი სიმღერები ინახება ვენის და ბერლინის არქივში, ვენის ფონოგრამ-არქივში ხორციელდება მსგავსი პროექტი ოღონდ ისინი თავად გამოსცემენ ამ ხალხურ სიმღერებს.
საიდან დაიბადა პროექტის იდეა და ვინ არიან ამ პროექტის სულის ჩამდგმელები?
ამ პროექტის იდეა ეკუთვის გერმანულ მხარეს. ვიცოდით, რომ ჩანაწერები ინახებოდა და მასზე მუშაობის სურვილი ყველას გვქონდა, არქივი ჩვეულებრივ თავის მასალას ასე არ იძლევა. ეს ინიციატივა წამოვიდა გერმანული მხრიდან. გერმანელმა მეცნიერმა სუზან ციგლერმა რომელიც არის ბერლინის ფონოგრამ- არქივის თანამშრომელი შემოგვთავაზა კონსერვატორიას გაგვეკეთებინა ერთობლივი გამოცემა. მასალა მთლიანად არის გადმოცემული. პროექტის მუშაობაში ჩართულია თავად სუზან ციგლერი. იგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩამოდიოდა საქართველოში და მონაწილეობას იღებდა კონფერენციებში და ქართული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმშიც . პროექტში ვმუშაობდი მე და კიდევ ჩვენი ორი თანამშრომელი.
სრულყოფილად ჩაითვლება თუ არა იმდროინდელი სანოტო ჩანაწერები?
როგორც ვთქვი საკუთრივ გერმანული ჩანაწერები აქვს ნადელს გაშიფრული და გადმოცემული. ჩვენი პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოდის სპეციალურად გერმანელი აუდიოინჟინერი, რომელიც კონსერვატორიის თანამშრომლებთან ერთად წესრიგში მოიყვანს ამ ჩანაწერებს. მოგეხსენებათ ტყვეებისაგან ნამღერი სიმღერების ტექსტი ქართული იყო. იწერებოდა ლათინური ასოებით, გერმანული ტრანსკიფციით. რა თქმა უნდა შეცდომები ბევრი იყო. ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს, გაშიფრული იქნება ეს ტექსტები. გარდა ამისა მითითიებული იქნება რა ჟანრის სიმღერებია, არის აგრეთვე რამოდენიმე საგალობელი, იქნება სიმღერების დახარისხება. მოვიძიებთ აგრეთვე ინფორმაციას ტყვე მომღერლებზე მათი შთამომავლებისგან. თუმცა გარკვეული ცნობები მათ შესახებ არსებობს (ვინ არაინ, სად დაიაბდნენ, მათი მშობლიური ენა, რელიგიური მრწამსი და ა.შ).ერთი სიტყვით სამოუშაო მეტად შრომატევადია.
ჰყავს თუ არა პროექტს სპონსორები?
ამ პროექტს სპონსორი როგორც ასეთი არ ჰყავს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომლის დაფინასებაც თავისთავზე აიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
სამომავლოდ იგეგმება თუ არა კიდევ სხვა პროექტების განხორციელება თქვენი ცენტრის მიერ?
მიმდიანარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც შეისწავლის ფრანგი მეცნიერის ივეტ გრიმოს მიერ 1967 წელს საქართველოში ჩატარებულ ექსპედიცას. ამ ექსპედიციაში მას თან ახლდა ცნობილი ფოლკროლისტი გრ.ჩხიკვაძე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იქნა ჩაწერილი 350 სიმღერა.
მეორე პროექტი არის სომპოზიუმი, რომელიც უნდა ჩატარდეს 22–26 სექტრემბისთვის .ეს არის „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სომპოზიუმი“, რომელიც ტარდება უკვე მეშვიდედ.
03.04.14
თეონა ბარვენაშვილი