• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვების დადგენა უკვე შესაძლებელია“ – კახა სოხაძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვების დადგენა უკვე შესაძლებელია“ – კახა სოხაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10259421_607295456014462_1963101117_n „კვება წამალი უნდა იყოს, ხოლო წამალი – კვება.“ – ეს აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ თუ სწორად ვიკვებებით, საკვები წამლის მაგივრობას გაგვიწევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მივიღოთ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა ხდება საქართველოში ამ მხრივ,რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები,რომელი პროდიქტია გენმოდიფიცირებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი მავნე პროდუქტისგან ამაზე ,,თბილისი თაიმსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა. რამ განაპირობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანა და რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება?

 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არის ძირითადი ჩარჩო-კანონი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ზოგადად, ამ სფეროების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტი. დადგა საჭიროება, შესულიყო ცვლილებები, რადგან თავის დროზე, როცა ეს კანონი იქნა მიღებული, გარკვეულ ლაფსუსებს შეიცავდა და იმისათვის, რომ  სურსათის, ცხოველის საკვების  უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ყოფილიყო უფრო ეფექტური, უფრო მეტად ყოფილიყო დაცული ადამიანის ჯანმრთელობა და მომხმარებელთა ინტერესები, დადგა აუცილებლობა კოდექსში შესულიყო საკმაოდ მოცულობითი ცვლილება.

კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე (იგულისხმება სურსათის წარმოება ისეთი ფიზიკური პირების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირად). რამდენად შეესაბამება ეს ევროპულ სტანდარტებს? რატომ არ ხდება კუსტარული წარმოების კონტროლი?

კონტროლი  ხორციელდება ბიზნესოპერატორებზე. ბიზნესოპერატორი არის მეწარმე – სუბიექტი, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მისი საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან. აღნიშნული კანონი არ ეხება პირადი მოხმარების მიზნით სურსათის დამამზადებლებს და ასევე, ამ ეტაპზე შეიძლება არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ბაზარს არაორგანიზებულად აწვდიან მცირე რაოდენობის სურსათს.

ბატონო კახა, რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით, არსებობს თუ არა მსგავსი ლაბორატორია?

დღესდღეობით საქართველოში არის ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია განახორციელოს გარკვეული კვლევები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დასადგენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  შევარჩიეთ ეს ლაბორატორია.  ნებისმიერი შესყიდვა ხდება  ტენდერის საფუძველზე და ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვაც ხორციელდება ტენდერის საფუძველზე. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი სახსრები, სააგენტო სრულ მზადყოფნაშია და უკვე ვიწყებთ ნიმუშების აღებას ლაბორატორიული კვლევისთვის.

თუ არსებობს დღეს სია  ან მცირედი ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომელიც არის გენმოდიფიცირებული და შემოდის ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო რისკის შეფასებას. ეს გახლავთ სოიოსგან დამზადებული პროდუქტები, სოიოს შემცველი სურსათი, სიმინდი, შესაძლოა, იყოს ბრინჯი და ა.შ. ეს არის საერთაშორისო გამოცდილებით შერჩეული პროდუქტები.

 რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომ მომწამლავი პროდუქცია არ შეიძინოს. რა რეკომენდაციას და რჩევას მისცემდით მომხმარებელს?

 პირველ რიგში, უმთავრესია,  მომხმარებელი მოერიდოს არაორგანიზებული სარეალიზაციო ობიექტებიდან, გარე ვაჭრობიდან  სურსათის შეძენას, ვინაიდან იქ არ არის უზრუნველყოფილი სურსათის შენახვის პირობები, შეუძლებელია  მიკვლევადობა, ანუ არ არის სურსათი ეტიკეტირებული და ა.შ. ამიტომ, ეს პირველი აუცილებელი თხოვნა და რეკომენდაციაა მომხმარებლებისთვის, რომ გარე ვაჭრობის ადგილებში არ შეიძინონ სურსათი; მაქსიმალურად შეეცადონ, იყიდონ ეტიკეტირებული სურსათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სურსათი არ არის ეტიკეტირებული ან რაიმე სხვა სახის დარღვევაა, ამის შესახებ აცნობონ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“. სურსათი უნდა იყოს ეტიკეტირებული და რაც ყველაზე მთავარია  –  კარგად გაეცანით  ეტიკეტს – სურსათის დასახელებას, მწარმოებელს, როდის არის დამზადებული, ვადაგასულია თუ არა. გარკვეული სახეობის სურსათს გააჩნია შენახვის განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, უნდა ვიცოდეთ, დაცულია თუ არა ტემპერატურული რეჟიმი რეალიზაციის ადგილზე, ასევე, ინგრედიენტები და ა.შ.

 15.04.14

ლანა წურწუმია

 

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “სტიქიის ადგილზე უნდა გაიხსნას მსხვერპლთა მემორიალი”

ირაკლი ღარიბაშვილი: “სტიქიის ადგილზე უნდა გაიხსნას მსხვერპლთა მემორიალი”

11 years ago
გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

3 years ago

ხიროსიმას ტრაგედიიდან 68 წელი გავიდა

13 years ago
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება

28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

8 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by