• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის სამეცნიერო და ეროვნული მნიშვნელობის ღირებულების შესახებ უნდა შეიმუშავოს დასკვნა – თემურ ნანეიშვილი

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

naneishvili_637 „თბილისი თაიმსი“ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოში, მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა, აკადემია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი კვლავ ჩართულია სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, თუმცა თავის მხრივ, სერიოზულ პრობლემებს განიცდის  თავად   აკადემიის ერთიანი სისტემა. მეცნიერებათა აკადემიის ფუნქციებისა და პრობლემების შესახებ, გაგვესაუბრა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი.

 რას გვეტყვით  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, როგორია მისი დღევანდელი მდგომარეობა?

დავიწყებ იმით, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ევალება საქართველოს სამეცნიერო სივრცეში შესრულებული სამეცნიერო კვლევების ექსპერტიზა და აკისრია საქართველოს ხელისუფლების მრჩევლის ფუნქცია, რასაც როგორც წარსულში ასევე, დღესდღეობით, წარმატებით ვანხორციელებთ. დღევანდელი მდგომარეობით, აკადემიაში ფუნქციონირებს ცხრა მნიშვნელოვანი სამეცნიერო, მათ შორის ორი ჰუმანიტარული და შვიდი ზუსტი და საბუნებისმეტყველო პროფილის განყოფილება.  ეს განყოფილებები აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში თავის აკადემიის ნამდვილ წევრებთან და წევრ კორესპონდენტებთან ერთად.

რას საქმიანობენ, დღესდღეობით, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრები?

მოგეხსენებათ, რომ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო მნიშვნელოვანია თავისი ფუნქციონირების  აუცილებლობით. საშუალოდ,  თვეში ორჯერ იმართება აკადემიური საბჭოს სხდომები, რომლებსაც ხელმძღვანელობს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიური საბჭოს სხდომებზე განიხილება საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერების, აგრეთვე აკადემიის უცხოელი წევრებისა და საპატიო წევრების მიერ შესრულებული სამეცნიერო მოღვაწეობის თვალსაჩინო შედეგები. აღნიშნულ სხდომებზე, ასევე განიხილება და ფასდება აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ შესრულებული სამეცნიერო ორგანიზაციული საქმიანობის საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები, მათი საქმიანობის სამომავლო გეგმები,საკადრო საკითხები და სხვა.

რამდენად აქტიურია აკადემია, ტარდება თუ არა კონფერენციები, სხვადასხვა კონკურსები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები?

როგორც ზემოთ აღვნიშნე და გამოჩნდა კიდეც, აკადემია საკმაოდ აქტიურია, ჩვენ ვატარებთ  სხვადასხვა სახის სამეცნიერო ფორუმებს, რომელთაც სისტემატური ხასიათი აქვს, არ ვჩერდებით და აქტიურად ვართ ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში.

ვინ აფინანსებს დღეს,  მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას , არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ?  

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად აქვს სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც აკადემიასა და მის წევრებს ხმარდება.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი ფუნქცია,რომელიც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას აკისრია ქვეყნისა და ხალხის წინაშე?

აკადემიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოში წარმოებული სამეცნიერო კკვლევით საქმიანობის კოორდინაცია, რომლის წარმატებით განხორციელებაც,როგორც ქვეყნისთვის ასევე ხალხისთვისაც სასარგებლოა.

რა პრობლემების წინაშე დგას , დღესდღეობით , მეცნიერება და განათლება საქართველოში, რის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა აკადემიას პირველ რიგში?

უნდა ითქვას,რომ   წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მეცნიერების სისტემა მიზანდასახულად იშლებოდა, დაიშალა მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი სისტემა, აკადემიიდან ჩამოცილებულ იქნენ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამეცნიერო ბიბლიოთეკაც კი. უნივერსიტეტებთან მიერთებულ ინსტიტუტებს დღესაც არ გააჩნიათ წესდება, იგივე დებულება და შესაბამისად მათ შემადგენლობაში მყოფ პერსონალს, რომელიც დღედაღამ შრომობს არა აქვს მეცნიერის სტატუსი, არ ფუნქციონირებენ სამეცნიერო საბჭოები და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ, აკადემია,  განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლებას  სისტემატურად აწვდის კონსტრუქციულ წინადადებებს მეცნიერების სისტემის რეფორმირების საკითხებზე, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს განხორციელებას.

როგორია თქვენი, როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის  ან საერთოდ, აკადემიის პოზიცია საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე?

აკადემიამ არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხზე. ჩვენ აკადემიის წევრებს და ასევე მეც,  აუცილებლად მიგვაჩნია უცხოელი და ცნობილი ქართველი მეცნიერების მონაწილეობით სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს დასკვნას ამ არქეოლოგიური ობიექტის სამეცნიერო და ეროვნული მნიშვნელობის ღირებულების შესახებ.

25.04.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

„გემუდარებით, გააზიარეთ პოსტი, მაპოვნინეთ გთხოვთ…“ – დედა დაკარგულ შვილს ეძებს

„გემუდარებით, გააზიარეთ პოსტი, მაპოვნინეთ გთხოვთ…“ – დედა დაკარგულ შვილს ეძებს

3 years ago
მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

4 years ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 336 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 74 გამოჯანმრთელდა

6 years ago
გიორგი მარგველაშვილი თურქეთ-საქართველოს შორის ერთობლივად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებებზე

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by