• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„როგორც კი საქართველო წავა ევროატლანტიკური გზით და მიუახლოვდება მის კარებს, რუსეთი აბობოქრდება“ – თორნიკე შურღულაია

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10299488_614641141946560_1128855878_nსუვერენული სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთრებული ზრუნვა  ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მართებს ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, რომელსაც უწევს ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან მეზობლობა და ურთიერთობა როგორიც არის  რუსეთი.  როგორ შეძლებს საქართველო რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამავდროულად გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისკენ,  დღეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ,,თბილისი თაიმსს“ ინსტრუქტორ –ანალიტიკოს სადაზვერვო და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი, დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი და ისტორიის პროფესორი თორნიკე შურღულაია ესაუბრა.   დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის შემდეგი სამიზნე,შესაძლოა, საქართველო გახდეს, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ? 

უნდა მოხდეს ქვეყნის მკაფიო პოლიტიკა და გზავნილები მსოფლიო თანამეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია ჩვენ გვქონდა შემრიგებლური პოლიტიკის სურვილი და დიალოგის დაწყების მცდელობა, რაც უკვე დაიწყო და უშედეგოა. განმეორდება იგივე, რაც ხდება უკრაინაში, რადგან რუსეთის ხელისუფლებას სურს სსრკს აღდგენა, თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ სსრკს დაშლა დიდი შეცდომა იყო, ასეთი განცხადებები 21-ე საუკუნის ფასეულობებს ეწინააღმდეგება. მე ვპროგნოზირებდი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებას და ეს რუსეთის მთავრობამ დაადასტურა. წითელი საფრთხე რეალურია და ვფიქრობ ის მსოფლიოს ემუქრება!

რამდენად შეესაბამება სიმართლეს,რომ გარკვეული ჯგუფები, პოლიტიკური ინტერესების გამო ეცდებიან გამოიწვიონ არეულობა? 

არეულობის გამოწვევა ყოველთვის საწინააღმდეგო ძალების ინტერესებში იქნება, მაგრამ თუ მთავრობა ეფექტური და მყარია მას შეუძლია პრევენციული ღონისძიებების გატარება, საფრთხეებისა და არეულობების აღმოფხვრა, სწორედ ესაა მთავრობის ფუნქცია და მოვალეობა.

რუსულმა ვერტმფრენმა რამდენჯერმე დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, რას ნიშნავს ეს? შეიძლება თუ არა ეს მივიღოთ გაფრთხილებად, რომ ნატოსგან თავი შორს დავიჭიროთ? 

ნატოში საქართველოს შესვლა ნიშნავს 180-დან 200 კილომეტრამდე საზენიტო დანადგარების – პეტრიოტის და მსგავსი სამხედრო სისტემების წვდომას რუსეთის სტრატეგიულ წერტილებზე, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთს ეშინია, რადგან მთელი მსოფლიო დასავლური განვითარებული ფასეულობების მომხრეა და არა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების მომხრე, მაგრამ რუსეთს ავიწყდება ისტორიული რეალობა სადაც ძალის პოლიტიკა ყოველთვის დროებითი ეფექტით ხასიათდება!

როგორ შეძლებს საქართველო  რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამავდროულად გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისკენ?

რუსეთის ამჟამინდელი მთავრობისთვის ნატო არის ღამის კოშმარი, როგორც კი საქართველო წავა ევროატლანტიკური გზით და მიუახლოვდება მის კარებს, რუსეთი აბობოქრდება, მაგრამ როგორც კლაუზევიცი იტყოდა, ომსაც კი აქვს თავისი დადებითი მხარეები, როდესაც სრულდება ერთი ეტაპი და იწყება მეორე, ახალი ეტაპი, რადგან ერთ წრეზე სიარული უშედეგო, დაუსრულებელი და მომაბეზრებელი პროცესია. რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო დაიშლება ასეთი არასწორი იმპერიალისტური პოლიტიკის შემთხვევაში და ვფიქრობ, რუსეთის მთავრობა უნდა გამოვიდეს „ცივი ომის“ ეპოქიდან და იმპერიალისტურ ზრახვებს შეეშვას და რეალურ სამყაროში ისწავლონ ადაპტაცია და ყოფა.

რამდენად არის მზად საქართველო თავი დაიცვას, როგორც შიდა, ასევე გარე მტრისგან?

ჩემი სუბიქტური აზრით, საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში ძლიერი დასავლელი პარტნიორების გარეშე გაუმკლავდეს მტერს და პასუხი გასცეს ავის მსურველს. ჩვენ დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ, არიან ადამიანები რომლებიც პოლიტიკით არსებობენ და არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკისთვის არსებობენ, სამწუხაროდ პირველი კატეგორია ჭარბობს ქვეყანაში და შედეგიც სახეზეა.

 რა ტიპის ჯარი უნდა ჰყავდეს საქართველოს?

დივერსიული-სადაზვერვო რაზმებია ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ეფექტური და შეიძლება გვყავდეს რეგულარული არმიის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც იქნება ეფექტური და მაღალი მომზადების მქონე და არავითარი რეზერვი და სხვა ტიპის პროექტები. ჩვენ ისრაელი არ ვართ, ისრაელი ფენომენია, ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ისრაელს 5 სპეცსამსახური და 13 სადაზვერვო დივერსიული რაზმი ყავს, არაფერს ვამბობ სამხედრო სპეციალურ შენაერთებზე.

თქვენი აზრით, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განათლებისა და ჯარისკაცების მოტივაციის ამაღლების მიზნით?

ჩვენმა ჯარისკაცებმა 2008 წლის ომში ვაჟკაცურად იბრძოლეს, რეგულარულ არმიაზე მაქვს საუბარი და არა მოუმზადებელ და უიარაღო რეზერვზე. მორალურად ჩვენ ჯარისკაცებს სისხლში აქვთ ბრძოლის ჟინი და სამშობლოს სიყვარული, ჩვენ უფრო მეტი ნოვაციები და ტექნოლოგიურად გამართვა გვჭირდება. კარგი იქნება თუ ხელისუფლება პრევენციული სამსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარია დაზვერვის სამსახურებზე, მათ სჭირდებათ რესურსები და ახალი სისხლით შევსება, რადგან  შემდგომ ეფექტურად, მომზადებულნი და ინფორმირებულნი  შეხვდენენ  სამხედროები საფრთხეებს.  ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მარტო ის თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, არამედ იმის იქითაც.

რა არის საჭირო საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად?

საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას დიდი და ნაყოფიერი შრომა და ასევე, დიდი ფინანსები სჭირდება.

 ”თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამისტროს პრესამსახურმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს.        

 28.04.14

ლანა წურწუმია

Facebook კომენტარები
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ქართული ჩაი „ლაზი“ ჩინეთში 300 დოლარი ღირს

ქართული ჩაი „ლაზი“ ჩინეთში 300 დოლარი ღირს

9 years ago
კანადაში “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი” გააერთიანეს

კანადაში “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი” გააერთიანეს

8 years ago
სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ-საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო – რუსეთის პატრიარქის ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

7 years ago
გვაქვს გეგმა, ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ – მიხეილ ბატიაშვილი

გვაქვს გეგმა, ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ – მიხეილ ბატიაშვილი

8 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by