ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის ოპოზიციური ეროვნული კოალიციის ლიდერს აჰმედ ჯარბას შეხვდა, – ამის შესახებ ბი-ბი-სი იუწყება.
ეს ჯარბას პირველი ოფიციალური ვიზიტია ამერიკაში. სირიის ოპოზიციას ამერიკისგან მძიმე შეიარაღების მიღება სურს, რითაც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბაშარ ალ-ასადის ძალებს დაუპირისპირდებიან.
სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც მიიღებს. ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტში დაიწყო, რასაც 150 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპპლა.
14.05.14