• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

12 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1_174881922ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან პაულუში, “კორინთიანსის” სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდალურ “მარაკანაზე” გაიმართება. გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, რომლებიც წარმოდგენას გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას – We Are one (ოლე ოლა) ჯენიფერ ლოპესი, პიტბული და ადგილობრივი ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე ასრულებენ. ცერემონიალს 60 000 ადამიანი დაესწრება, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი უყურებს.

გახსნით მატჩს მსოფლიოს 20 ლიდერი დაესწრება, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
მუნდიალში მონაწილეობას 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. ისინი შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდნენ, ბრაზილიას კი, როგორც მასპინძელ ქვეყანას, პირდაპირ ჰქონდა მონაწილეობის უფლება მოპოვებული.

ჩემპიონატის ფარგლებში სულ 64 მატჩი ჩატარდება, რომელსაც ბრაზილიის ახალი ან რეაბილიტირებული 12 სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები “ბრაზუკას” სახელწოდების მქონე ბურთით ითამაშებენ. თამაშები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, სან პაულუ, ფორტალეზა, ბელუ ორიზონტე, პორტო ალეგრი, სალვადორი, რესიფე, კუიაბა, მანაუში, ნატალი და კურიტიბა.
სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები და ბუკმეკერული ორგანიზაციები მუნდიალის მთავარ ფავორიტად მასპინძელ გუნდს ასახელებენ, შემდეგ მოდიან: არგენტინა, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ბელგია, პორტუგალია და ჰოლანდია. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: ალჟირი, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამერუნი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, განა, საბერძნეთი, ჰონდურასი, ირანი, კოტ დივუარი, იაპონია, მექსიკა, ნიგერია, რუსეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, აშშ და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ბრაზილიაში ასპარეზობის საშუალება არ მიეცათ მსოფლიოს ისეთ საფეხბურთო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ფრენკ რიბერი (საფრანგეთი), რადამელ ფალკაო (პორტუგალია) და მარკო როისი(გერმანია). თუმცა, გულშემატკივარი მუნდიალზე იხილავს მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს – კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია) და ლიონელ მესის (არგენტინა), ასევე ნეიმარს (ბრაზილია), უეინ რუნის (ინგლისი), ლუის სუარესს (ურუგვაი), ანდრეს ინიესტას (ესპანეთი) და სხვებს.
ჩემპიონატს წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ბრაზილიის მოქალაქეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოყოფილ დიდი რაოდენობით თანხებს აპროტესტებდნენ.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ჰოლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) მსოფლიო თასი (ქალღმერთ ნიკეს თასი) ბრაზილიას აქვს მოპოვებული. ნიკეს თასის მფლობელები ასევე არიან: იტალია (4), გერმანია (3), არგენტინა (2), ურუგვაი (2), საფრანგეთი (1), ინგლისი (1) და ესპანეთი (1).
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურისტების მოზღვავებას ელოდება. როგორც ხელისუფლებაში მიიჩნევენ, ტურისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას 4 მილიონამდე ავა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ სარგებელს მოუტანს.

12.06.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე
ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე

09/20/2026
ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია
ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

09/20/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025

საინტერესო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება

8 years ago
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

8 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შსს-სთან კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებენ

7 years ago
ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში ჩატარდება

8 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by