• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად მართებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს?

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რამდენად მართებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრეზიდენტის მაგივრად  პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს, ამ გადაწყვეტილების შესახებ  ”თბილისი თაიმს”  მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები ესაუბრნენ.

unnamedვიქტორ დოლიძე, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე: ” ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებას პრემიერი მოაწერს ხელს, უკავშირდება ჩვეულებრივ პროცედურას, ამაში მართებულობას თუ არამართებულობას არ უნდა ვეძებდეთ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მის მიერ შესასრულებელი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა, გამომდინარე აქედა, მე თუ მკითხავთ არაფერი რევოლუციური ამაში არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, ჩემი აზრით ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ აყენებს პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯს ეჭვქვეშ, მე ამის მარტივ საფუძველსაც კი ვერ ვხედავ.”

davit zurabishvili (1)დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი: ”უკვე გაარკვიეს ერთმანეთში პრეზიდენტმა და პრემიერმა  ეს საკითხი, იურიდიულად უფლებამოსილი შეიძლება ორივე პირი ყოფილიყო, ეს საკითხი უკვე გარკვეულია და ამაზე მსჯელობა ზედმეტია, კანონმდებლობაში ასე მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული ეს საკითხი, ამიტომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტსაც და პრემიერსაც შეეძლო მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე, გადაწყვეტილება ლეგიტიმური იქნებოდა ორივე შემთხვევაში, უბრალოდ თვითონ ურთიერთობის.”

tarსერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობის წევრი: ”ის რომ წლების განმავლობაში იყო გამალებული მუშაობა,საქართველომ მიაღწია ამ ვითარებას, იყო დამსახურება იმისა, რომ იყო მწყობრი გეგმა, შეთანხმებული პოლიტიკა და ა.შ. ის პოლიტიკური კინკლაობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქვეყნის იმიჯს ჩრდილს აყენებს. პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება აბსოლიტურად არაადეკვატური პოლიტიკა, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველო იმყოფება არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც, ოლიგარქი მართავს ქვეყანას და მას შეუძლია  მიუთითოს პრეზიდენტს და პრემიერს როგორ იმოქმედონ. ივანიშვილის ორივე პროექტი, როგორც მარგველაშვილის პრეზიდენტად წამოყენების, ასევე ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის, არის ჩავარდნილი პროექტი. ნათელი იყო, რომ მარგველაშვილს უნდა მოეწერა ხელშეკრულებაზე ხელი, თუმცა მან შედარებით სახელმწიფოებრივად იმოქმედა, არ გაამწვავა საკითხი და დაუთმო ღარიბაშვილს, ძნელად წარმომიდგენია რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ყოველივე ეს და  როდემდე უნდა ითმინოს პრეზიდენტმა მთავრობის კაპრიზები და ინფანტიური გამოხტომები.”

unnamed-24გიორგი ახველდიანი, ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წევრი: ” ამ პრობლემაზე უმჯობესია იდარდონ და იფიქრონ ღარიბაშვილმა და მარგველშვილმა, ისეთი საბავშვო ბაღი აქვთ ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი იმის გამო, რომ ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ეჯიბრებიან და არის ერთი დავი-დარაბა ვის აქვს კანონით მინიჭებული უფლება, კანონში კი გამოკვეთილად წერია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს ქვეყნის სახელით ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი, ღარიბაშვილი კი იძახის, რომ არის კანონს რაღაც მიმართულებები ისეთი, რომ მას აძლევს ხელის მოწერის უფლებას. მას შემდეგ, რაც მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილი გაუწყრა, „ქართული ოცნების“  ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს პირობა აქვს მიცემული ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მარგველაშვილი ძალიან მალე პრეზიდენტი აღარ იქნება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა, ჯერჯერობით არავინა არ საუბრობს, იმაზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს იურიდიულად, პირადად მე გარწმუნებთ, რომ ძალიან სერიოზულად მუშაობენ  ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, რომ ბიძინა ივანიშვილის გულის მოსაგებად მარგველაშვილი პრეზიდენტად აღარ იყოს. წაიყვანენ თუ არა მარგველაშვილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, აღმოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს საბავშვო ბაღი, ისინი უკვე არაპროფესიონალიზმის მწვერვალზე არიან, რაც უამრავ მიმართულებაში ჩანს, მაგალითად იმაში თუ რა დღეშია ეკონომიკა, როგორ ჩატარდა არჩევნები და ა.შ. ვხედავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ქვეყანა მიიყვანა უფსკრულამდე და ქართული ოცნება ძალიან დიდი შემართებით ცდილობს იმას, რომ ამ უფსკრულში გადაგვჩეხოს.”

unnamed (2)კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჟდომარე: ”საქართველოს კანონმდებლობით აბსოლიტურად ნათლად გადაწყვეტილი და განსაზღვრული არ არის ის თუ ვინ უნდა აწერდეს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ამიტომაც არის აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე, თუმცა ჩვენ  უფრო ვიხრებით იმ აზრისკენ, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს უნდა აწერდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რადგანაც კანონმდებლობის თანახმად საერთაშორისო ხელშეკრულებებს პრეზიდენტი აწერს ხელს და გარდა ამისა, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ასოცირების ხელშეკრულება კი აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მისაკუთვნებელ საკითხს არ ეკუთვნის, ამიტომაც ამ ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა ქვეყნის პრეზიდენტს, ვფიქრობ, მან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ერთჯერადად ხელმოწერის უფლება გადასცა პრემიერს.”

unnamed (1)სოსო ცინცაძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში: ”ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმაზე, თუ ვინ მოაწერდა ხელს ამ ხელშეკრულებას, თანაც ამ აჟიოტაჟში ჩაერთო ორი ბანაკი, ერთის მხრივ პრემიერ ღარიბაშვილის მომხრეები, მეორეს მხრივ კი პრეზიდენტ მარგველაშვილის და დაიწყო ეს ფარიკაობა, რაც იყო არასოლიდარული და არც ერთ მხარეს არ მატებს ღირსებას. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პრეზიდენტი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი, აამიტომ დოკუმენტს ხელს აწერს ქვეყნის ფაქტიური და არადეკლარირებული პირველი პირი, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ჯობს ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რას მოგვიტანს ეს ხელშეკრულება და არა იმაზე, თუ ვინ მოაწერს მას ხელს. ჯობდა არ ატეხილიყო ეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელმაც მხოლოდ ავნო ქვეყანას, ჩვენმა მეგობრებმაც და მტრებმაც გაიგეს იმის შესახებ თუ რა ვაიუშველებელი ატყდა იმაზე, თუ ვინ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას, რომლის არსი მოსახლეობის 90%-მა არ იცის, უბრალოდ სასაცილოა ეს მდგომარეობა. 

26.06.14

ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

სოლიდარობის ფონდსა და „ყაზტრანსგაზ-თბილის“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოლიდარობის ფონდსა და „ყაზტრანსგაზ-თბილის“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12 years ago
“მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი… დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა…” – თამუნა მუსერიძე

“მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი… დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა…” – თამუნა მუსერიძე

2 years ago
18 წლამდე დაქორწინებული ქალების 33 % უღარიბესია – კვლევა

18 წლამდე დაქორწინებული ქალების 33 % უღარიბესია – კვლევა

7 years ago
ბიძინა ივანიშვილი დადებითად აფასებს  სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

ბიძინა ივანიშვილი დადებითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

13 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by