• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სერიოზული ინვესტიციები შეიძლება შემოვიდეს აზიიდან“– ირაკლი ზარქუა

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს ჩვენი ქვეყანა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ყოველდღე სხვადასხვა მედია საშუალებებით ვიღებთ ცნობებს ამა თუ იმ დანაშაულის შესახებ. საზოგადოებას მრავალი შეკითხვა უჩნდება და მათზე პასუხიც აინტერესებს. რა ხდება? რატომ ხდება? როდის გამოსწორდება არსებული სიტუაცია?… დამენთანხმებთ, რომ თითოეული მოქალაქისათვის  გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ამდენ არასასურველ ინფორმაციას იღებ. კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება, როგორც მოქალაქეების ასევე სახელმწიფოს კეთილდღეობაზეც უარყოფითად მოქმედებს. ასეთ სიტუაციაში, ძნელია განვითარდეს სახელმწიფო. ამ პრობლების განხილვა მრავალ ჭრილში შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება ეკონომიკურ ასპექტებზე გავამახვილეთ. რამდენად უშლის ხელს არსებული კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რა შედეგები მოჰყვება მას ეკონომიკის კუთხით, რა უნდა გააკეთოს სახელწიფომ , ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი-თაიმსთან“ ექპერტმა ეკონომიკის საკითხებში – ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

  • ZARQUსაქართველოში კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავებაზე ბევრი საუბრობს, თქვენი აზრით იმოქმედებს თუ არა არსებული სიტუაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე?

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ის მონაცემები, რაც ბოლო ერთი კვირის მანძილზე კრიმინოგენულ შემთხვევბთან დაკავშირებით დაფიქსირდა,  ნამდვილად საგანგაშოა. ჩვენისთანა პატარა ერისათვის ეს მართლაც ტრაგედიაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო გარდაცვილების ოჯახის  წევრებს. აღსანიშნავია, რომ  სამწუხაროდ  ხდება ამ თემის პოლიტიზირება  და ამის ნათელი მაგალითებია  ის გადაცემები და თოქ-შუები, რომელიც  ასეთ მძიმე თემებს ეხება და ის კომეტარები, რომელიც  ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება. ეს კი ისედაც  ქვეყანაში არსებულ მძიმე მუხტს, კიდევ უფრო ამძაფრებს.   შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა კი არის ის, რომ უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება კრიმინალთან ბრძოლაზე, უფრო მეტი სერიოზულობითა და რაციონალურად  მიუდგეს ამ საქმეს. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად მხოლოდ ე.წ რეიდები არ კმარა, თუმცა, იმედი მაქვს , ესეც საკუთარ დაღს დაასვამს კრიმინალთან ბრძოლას. ჩემი აზრით დროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმე აკეთონ, პოლიციელებმა საკუთარი.

  • არსებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო შესაძლებელია თუ არა, რომ ინვესტორები დაფრთხნენ და ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომბლობა აღარ ისურვონ?

ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ყოველთვის მოქმედებს  ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაზე. ბუნებრივია, საქართველოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, გარკვეულწილად ზემოქმედებს ინვესიტიცების მოზიდვაზეც და ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებაზეც. თუმცა, ისეთ საგანგაშო სიტუაციას ვერ ვამჩნევ  ქვეყანას,  რომ  დამფრთხალ ინვესტორზე, ან  ბიზნესების ტერორზე  ვისაუბრო. ის კრიმინოგენური  სტატისტიკა,  რაც ბოლო დროის მონაცემებით ფიქსირდება, მსგავსი იყო გასულ წლებშიც,  წინა ხელისუფლების დროსაც. მიუხედავად ამისა , ინვესტიციები  მაინც შემოდიოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაგეგმილი ინვესტიცია ქვეყანაში შემოდის, ანუ პორტპელური და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ჯამური მაჩვენებელი – დაგეგმილის შესაბამისია.  თუმცა მე მექნებოდა სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, ინვესტიციები ეძებნა, არა მხოლოდ ევროზონის ან ამერიკის ფარგლებში, არამედ აზიაშიც. კერძოდ  ჩინეთი, ყაზახეთი, და ა.შ. იქ საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური ასპექტები მიმდინარეობს და თუ ჩვენ კარგად გამოვიყენებთ ევროპის სავაჭრო ხელშეკრულების შინაარს, აზიასთან მიმართებში, ჩემი აზრით სერიოზული ინვესტიციები შეიძლება შემოვიდეს  აზიიდან და ჩაიდოს გადამამუშავებელ თუ სამშენებლო  სექტორში.  რაც შეეხება ევრო – ზონიდან და ამერიკიდან ინვესტიციების შემოსვლას, ახლა ისინი  და რუსეთი, დაკავებულნი არიან  ერთმანეთისთვის სანქციების დაწესებით და ცივი ომით, ამიტომ მათგან რაიმე  სერიოზულ საინვესტიციო ინიციატივებზე საუბრისგან ჯერ ჯერობით თავს შევიკავებდი.  რაც შეეხება სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებას, მე ვპროგნოზირებდი და ახლაც ვპროგნოზირებ, რომ გარკვეული პერიოდი იქნება ძალიან რთული ჩვენი ქვეყნის ბიზნესისათვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. მითუმეტეს იმ პირობებში თუ რუსეთმა საბოოლოოდ ჩაგვიკეტა ბაზარი, ასეთ ვითარებაში, ჩვენს პროდუქციას ევროპის ბაზარზე  გასასვლელად  დასამკვიდრებლად  გარკვეული დრო ჭირდება. აქედან გამომდინარე მთავრობამ სწორედ ახლა უნდა დაიწყოს სწორი  აქცენტების გაკეტება.

  • ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში მსგავსი კრიმინოგენული სიტუაციაა, არის თუ არა ის რომ მოქალაქეთა უმრავლესობა დაუსაქმებელია?

ეს ერთ-ერთ შემადგენელ მიზეზად შეიძლება დასახელდეს, როდესაც ახალგაზრდა არ არის დასაქმებული ის შესაძლოა ცუდ გზას დაადგეს. ის რომ ქვეყანაში უმუშევრობა ჯერ კიდევ ძალიან დიდი დოზით არსებობს, ის რომ ჯერჯერობიოთ არ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდა და სხვა მრავალი ფაქტორი ერთი-ორად ზრდის უარყოფით მუხტს.

  • სტაბილური პოლიტიკური ვითარება არის თუ არა პირდაპირ კავშირში ეკონომიკის განვითარებასთან?

რასაკვირველია,  ქვეყანაში  პოლიტიკური სტაბულურობა არის იმის წინა პირობა, რომ  ეკონომიკაში და ბიზნესში ფული ჩაიდება.  ეკონომიკური ზრდა რა არის? ის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები, შეიქმნას სამუშაო ადგილები, ახალი საწარმოები და შეიქმენა მეტი დოვლათი. ამიტომ, მთავრობის მთავარი მოვალეობაა, შექმნას ქვეყანაში მშვიდი და  კანონზე დამყარებული სამართლებრივი გარემო. შემდეგ კი უნდა ვიზრუნოთ ინვესტიციების მოზიდვაზე. 

  • როგორ ფიქრობთ მთავრობა რამდენად აქვეყნებს ზუსტ მონაცემებს კრიმინალის შესახებ და განიხილავს  თუ არა არსებულ სიტუაციას ეკონომიკურ ჭრილში?

ზუსტ მონაცემებს კრიმინალი გაიზარდა თუ შემცირდა ყველა მთავრობა მალავს და შესაძლებელია არც ახლა არის გამონაკლისი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ კრიმინალი იმ დონზეა რაც წინა ხელისუფლების დროს იყო.  ეს ყველაფერი კი არ ჩანდა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა  მედიას და არ ხდებოდა ამ ფაქტებს აფიშირება. რათქმაუნდა, მაშინაც ხდებოდა ადამიანების გატაცება, მკვლელობები, მაგრამ გადაცემები არ ეძღვნებოდა ამ თემებს. ყველაფერს თავი რომ დავანებთ თავად ხლისუფლება გვევლინებოდა კრიმინალის ჩამდენად. მინდა, რომ კიდევ ერთ ნინუანს გავუსვა ხაზი, ბოლო პერიოდში ფიქსირდება პატრულის არაკორექტული მოპყრობა მოქალაქებისადმი და მე ეს უფრო საგანგაშოდ მიმაჩნია. მიჩნდება კითხვა ხომ არ გვაქს საქმე საბოტაჟთან?  აქვე ერთ მინიშნებას მივცემ ამ მთავრობას და ვურჩევ კარგად შეისწავლონ ის ფირები, რომელიც  არის შემორჩენილი. შემთხვევით არ იღებდა წინა ხელისუფლება ამ ფარულ ჩანაწერებს, ამით ისინი ცდილობდნენ საზოგადოების ყველა ფენა გაეკონტროლებინათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ჩემი აზრით პატრულის შემთხვევაშიც  შეიძლება ამ ფენომენთან გვქონდეს საქმე. ჯობია შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა ეს დეტალი გამოიძიოს.ბუნებრივია, კრიმინალის ზრდა ქვეყანაში, აფერხებს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და შესაბამისად დასაქმების ზრდას.

  • როგორ ფიქრობთ უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი და გამოასწორებს თუ არა ეს არსებულ სიტუაციას?

ჩემი აზრით მინისტრის გადადგომა ან მინისტრის დარჩენა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. მთავარია მიდგომა  და სისტემა  შეიცვალოს. ყველა ძალოვან სექტორში უნდა მოხდეს კონტიგენტის გადარჩევა. ვინ დარჩა? რამდენად სუფთანი არიან?  ხომ არ ემსახურებიან ისინი გაარკვეული ჯგუფების ინტერესებს?  წინა ხელისუფლება სწორედ ძალოვან სტრუქტურაზე იდგა, როგორც ყველა ძალადობრივი  რეჟიმი. მათ დიქტატურა ქონდათ დამყარებული ქყვეყანაში  და ეს თითოეულმა მოქალაქემ კარგად ვიცით. შესაბამისად ასეთ სიტუაციში შეუძლებელია არ ყოფილიყო გადაცდომები ცალკეული ძალოვნების მხრიდან .და თუ დავუშვებთ რომ ეს ასე იყო, მაშინ ტყუილ უბრალოდ წინა რეჟიმი მათ  არ   დატოვებდა თანამდებობებზე ბერკეტების გარეშე!  ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი შეიძლება გარკვეული ინტერესების მატარებელნი   არიან.ამიტომ, მე ვურჩევდი შინაგან სამეთა მინისტრ-ჭიკაიძეს, რომ შეისწავლოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყება, ჩაატაროს კიდევ ერთხელ  გადასამზადებელი ტრეინინგები, გაერკვეს რამდენად არიან ისინი ფსიქოლოგიურად მომზადებულნი…  ასე ებრძოლონ კრიმინალს და არა ისე, რომ თავად გახდნენ კრიმინალები. ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ და რა შედეგიც მიიღო წინა ხელისუფლებამ ყველამ კარგად ვნახეთ. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება და ადრე თუ გვიან სამართლიანობა მიანც იზეიმებს. შინაგან სამეთა მინისტრის გადადგომის აუცილებლობას ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, უბრალოდ მოვუწოდებ, რომ თუ მას შესწევს ძალი და ღონე იმოქმედოს და თუ არა ასპარეზი დაუთმოს სხვას, უფრო გამოცდილსა და კომპეტენტურს. ზოგადად, ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სისტემის ავკარგიანობა. ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას  თუ არასასურველი ადამიანი მოექცა სათავეში ისიც აამუშავოს და საკუთარ რელსებზე გადმოიყვანოს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ თამამად   რომ სახელმწიფო შედგა. ეს იქნება ჩემი როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნაც და რჩევაც მინიტრისადმი.

  • როგორ შეაფასებდით ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდს და მათ მუშაობას?

მე ვისურვებდი, რომ დღევანდელი ეკონომიკური გუნდი იყოს უფრო აქტიური. აქიტური არა მხოლოდ უტოპიური  პროექტების გამოგონებით.  თუნდაც ის, რომ  5000 ლარიანი ვაუჩერები თუ სესხები დაარიგეს, ეს არაფერს არ მოგგვცემს. ამის წინააღმდეგი ვიყავი წინა მთავრობის დროსაც, რიგდებოდა  ამგვარ სტილში მილიონობით ბიუჯეტის თანხები,ისეთ ბიზნეს პროექტებზე,  რომელიც წინასწარვე განწირული იყო. არ მინდა მათ  დაემსგავსოს  ახალი ხელისუფლებაც.  მგონი  აჯობებს,   ეკონომიკური გუნდი მიმოიფანტოს მთელ მსოფლიოში და მოიზიდოს ინვესტიციები.  მათ უნდა შეიწავლონ ადგილობრივი ბაზარი, გაარკვიონ რა უშლის ხელს ბიზნენსის განვითარებას და ა.შ. დღეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესმენებს არ იბარებენ და წილებს არ თხოვენ მხოლოდ ეს არ კმარა. კიდევ უამრავი პრობლემა აქვს ბიზნესს მათ შორის ოლიგოპოლიების თემა, ფარული გარიგებები გარკვეულ ჯგუფებს შორის , საგადასახადო კანონის გაურკვევლი და ორაზროვანი მუხლები თუ უკანონოდ ჩამორთმეული  ქონება . ახლა რთველის პერიოდია და ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ნაწილი გლეხებისა კმაყოფილია ნაწილი კი უკმაყოფილო. მთავრობამ უნდა გაარკვიოს რატომ არიან ისინი უკმაყოფილონი, რა აწუხებთ? იქნებ სწორად არ არიან ონფორმირებულნი ან პირიქით იქნებ მართლები არიან. არც ერთი შეკითხვა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. არ უნდა დარჩეს საზოგადოებას ისეთი განცა, რომ მთავრობა ცალკეა,  მეწარმე სუბიექტები ცალკე და გლეხობა ცალკე. რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მუშაობას, ვფიქრობ   მიმდინარე  წლის ბიუჯეტის შესრულება იოლი არ უნდა იყოს.  ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ 9  თვის მონაცემებით   გარკვეული პრობლემებიც არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში.თუმცა იმედს ვიტოვებ, დარჩენილ თვეებში შეძლებენ ძალების მობილიზებას და ბიუჯეტი არ გაირღვევა. დღეს მთელი აქცენტი გადატანილია ევროპის ბაზრისაკენ, რატომღაც გვავიწყდება, რომ არსებობს აზიის  მილიარდნახევრიანი ბაზარი.  აზიაში არის ძალიან ბევრი რესურსი ინვესტიციების მოსაზიდად. მთავარია მთავრობა გეგმიურად მიუდგეს ამ ყველაფერს და შედეგიც სახეზე იქნება. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პროფესიონალი.   ვისურვებდი, რომ ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტები მოიხმონ მთელი მსოფლიოდან და ქვეყნის განვითარების ფერხულში  ჩართონ. ამ ყველაფერს სათავეში თავად პრემიერ მინისტრი-  ღარიბაშვილი  უნდა ჩაუდგეს.  მივცეთ საშუალება, რომ სწორედ მათ შექმნან ახალი საქართველო, მათ შექმნან ახალი ბიზნეს-პროექტები, რომელსაც ევროპა მიიღებს და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

17.09.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In