• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვატყობ, რომ საქართველო ნელნელა აქტუალურობას კარგავს”- სალომე ზურაბიშვილი

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„ვატყობ, რომ საქართველო ნელნელა აქტუალურობას კარგავს”- სალომე ზურაბიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სალომე ზურაბიშვილი ჯანრი კაშიას შემოქმედების საუკეთესო გაგებისთვის ჯილდოს აწესებს. კონკურსში შეირჩევა სამი საუკეთსო ნაშრომი, რომლის ავტორებიც პრიზის სახით – 1000 დოლარს მიიღებენ. აღნიშნული კონკურსის დეტალებზე, ზოგადად ქვეყანაში განათლების დონეზე, ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და მომავალ გეგმებზე ”თბილისი თაიმსს” საქართველოს გზის საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა. ასევე ჩვენთან საუბარში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკის კურსს აფასებს.unnamed

ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსი, რომელიც დაარსდა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ღიაა  საქართველოს ყველა (და თუნდაც საზღვარ გარეთ მყოფ ქართველ) სტუდენტისთვის. შარშან გამოვეცით (ქართულ ბიბლიოგრაფიულ ცენტრის გამოცემა) ჯანრი კაშიას ნაწარმოების 11 ტომეული, რომელიც მოიცავს ლიტერატურულ, ისტორიულ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ ანალიტიკურ და სხვა მიმართულებებს. ამ კონკურსის მთავარი პირობა ისაა, რომ ამ ნაშრომებიდან გამომდინარე კანდიდატმა დაწეროს თავისი განხილვა, გარჩევა ან თავისუფალი მოსაზრებები ამ ნაშრომის  შესახებ. ამ კონკურსს რეგისტრაცია არ სჭირდება… ნაწერები უნდა იყოს გადმოგზავნილი არა უგვიანეს 15 მარტისა. პრემირებული სამი  ნაშრომი გამოცხადდება საჯაროდ 8 მაისს, ჯანრი კაშიას დაბადების დღეს.  თითო გამარჯვებული ახალგაზრდა მიიღებს  1000 დოლარის ოდენობის პრემიას. შეფასდება პირველ რიგში ჯანრი კაშიას ნაშრომის, ხედვის და ფორმის  გაგება და თვით კანდიდატის თავისუფალი აზროვნების უნარი, ორიგინალური მიდგომა და თანამედროეობა. დამატებითი კრიტერიუმები არაა მოცემული რათა კანდიდატებს მიეცეთ სრული თავისუფლება.

რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსის გამოცხადება? საერთოდ რამდენად ეხმარება სტუდენტებს მსგავსი კონკურსები თვითგამოვლენასა თუ კარიერლ ზრდაში?

იმიტომ რომ ჯანრი კაშიას საქმის გაგრძელება მსურდა. ადრეც მისი ინიციატივით  პარიზში ყოფნის დროს ქართულ – ევროპული ინსტიტუტის ფარგლებში  გამოაცხადა ორი პრიზი – ილია ჭავჭავაძის და მერაბ მამარდაშვილის- და გასცა პრემიები ორიგინალურ ნაშრომებისათვის, თარგმანებისთვის, ფილოსოფიურ ნაშორმების, პოეზიის: მათ შორის გავიხსენებ ვახუშტი კოტეტიშვილის რილკის თარგმანს, თამარაშვილის ქართული ეკლესიის ისტორიის თარგმანს, ეთერ თათარაიძეს პოეზიას,…. ეს პრემიები პარიზში გადაეცემოდა გამარჯვებულ კონკურსანტებს. ამავე დროს, მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდობას და ყოველთვის ამბობდა რომ მისი ნაწერები უფრო გასაგები იქნებოდა მომდევნო თაობებისათვის.  მთელი ცხოვრება ასწავლიდა დაწყებული აკადემიიდან და ბოლო წლებში  უნივერსიტეტში და მისთვის სტუდენტებთან ურთიერთობა იყო აუცილებელი ნაწილი მისი არსებობის. ამიტომ მიმაჩნია რომ ასეთი კონკურსი არის  სწორედ ის რასაც თვითონ ისურვებდა. ამავე დროს, დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ და მსურდა ახალგაზრდებისთვის რამე ფორმით ბიძგი მიმეცა, რათა ამ წიგნებისთვის დაეთმოთ დრო და ყურადღება. მეტადრე, რომ ამ წიგნებში დევს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი გასაღები: ჯერ ერთი, ტოტალიტარიზმის გაგება რის გარეშეც ვერ გავიგებთ დღეს კიდევ რა გვემართება, ჩვენი კულტურული ფესვების ანალიზი, რომ გავიგოთ  რა ვართ და ბოლოს თუ რას უნდა ეფუძნებოდეს ცოცხალი ქართული სახელმწიფო.

unnamed (1)

დღეის მონაცემებით როგორია დაინტერესება, მონაწილეთა ნაკადი როგორია?

ბევრი მიკავშირდება ფეისებუქით თუ ვებგვერდით, დაინტერესება ჯერ ძნელი შესამოწმებელია, რამეთუ, როგორც ადრე შევნიშნე, ამ კონკურს რეგისტრაცია არ სჭირდება…. მთავარია არა მათი ჩემთან გამოჩენა არამედ საქმეს შეუდგენ და დრო არ დაკარგონ. წიგნები პრინციპში ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ჩვენ ვეცადეთ,  დაგვერიგებინა ყველა უნივერსიტეტში, მაგრამ მზად ვართ სადაც მოთხოვნა იქნება დამატებითი ექზემპლარები გავაგზავნოთ. ეს პირველ რიგში ეხება რეგიონებს. წიგნები ასევე იშოვება წიგნის მაღაზიებში და – უცხოეთში მყოფ ჩვენ ახალგაზრდების გასაგონად – ატვირთულია “საბა”- ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში და ლიტ.გე -ს ბიბლიოთეკაში საკმაოდ მისაწვდომ ფასად.

თვენი შეფასებით, ზოგადად რამდენად ექცევა საქართველოში განათლების სფეროს სათანადო ყურადღება?

განცხადებების დონეზე ვითომც და დიდი ყურადღება ექცევა… მაგრამ ჩემის აზრით ყურადღება საკმარისი არ არის. მთავარია ხედვა და გაგება იმისი, რომ განათლება არის საქართველოსთვის მთავარი და ვიტყოდი ერთადერთი პრიორიტეტი რომელზედაც ერთი სამინისტრო კი არა მთლიანად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. განათლება განაპიროებს, ჩვენ ხვალ ვიარსებებთ როგორც საქართველო თუ არა. სწორი სისტემის შექმნა, მასწავლებლების მომზადება, თავისუფალი და განათლებული (რამეთუ გაუნათლებელი აზროვნება თავნებობაა მხოლოდ და სხვა არაფერი)  აზროვნების დანერგვა ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. ამავე დროს საქართველოს გააჩნია დიდი გამოუყენებელი კაპიტალი  თავისი უცხოეთში ნასწავლი და ჯერ კიდევ იქ დარჩენილნი პროფესიონალების სახით. პოლიტიკა ამაში გვჭიედება, რათა მოფიქრებული იყოს მათი სრულიად “ჩართვის” ფორმები. საკითხი არ დგას დაბრუნება არ დაბრუნების არამედ ჩართვის, მათი პოტენციალის გამოყენების და არ დაკარგვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით, საინტერესო იქნება როგორ შეაფასებდით ქვეყნის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკის კურსსა და  რუსეთთან დათბობის პოლიტიკას? თქვენი გადმოსახედიდან რამდენად არის პრიორიტეტული ამჟამინდელი მთავრობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი?

ამ მოკლე ინტერვიუში ნამდვილად ვერ მოვახერხებ ასეთ ვრცელ საკითხის განხილვას რასაც ქვია საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ ეს არის “განცხადებითი” კურსი, რომელიც უცვლელია … მაგრამ ყველაზე უფრო ვატყობ, რომ საქართველო  ნელნელა აქტუალურობას ჰკარგავს და ვერ ახერხებს  ყველა დღევანდელ საერთაშორისო საკითხზე (უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, ისლამურის ახელმწიფოსთან შებრძოლება, კლიმატური ცვლილებები) თავისი ახალი და განსხვავებული სიტყვა თქვას. თუმცა ჩვენი ადგილმდებარეობიდან, ჩვენი მაშტაბიდან – როგორც პატარა ქვეყანა რომელმაც შეიძლება უფრო მოქნილი პოლიტიკა აწარმოოს – ბევრი უპირატესობა გაგვაჩნია რაც, ვშიშობ, დღეს გამოუყენებელია. ასევე რუსეთთან რეალურად პოლიტიკას არ ვაწარმოებთ: ხილბოსტნეულის გატანას თუ პოლიტიკად არ აღვიქვამთ. დათმობაც ვერ იქნება მიზანი. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, რისი შეთავაზება შეგვიძლია, და რაც მთავარია ამ დიალოგში, როცა ამის დრო დადგება, მარტო და დაუცველი არ შევიდეთ.

როგორია შიდაპოლიტიკაში მოვლენათა განვითარების თქვენეული პროგნოზი?

პროგნოზებს პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს. პოლიტიკოსებს პროგნოზირებად მოვლენების აცდენა/შეცვლა უნდა შეეძლოთ და იმ გზით წაიყვანონ რაც დაპირდნენ თავიანთ ამომრჩევლებს… შემფასებელი განვითარების კურსის სხვა პოლიტიკოსი კი არა ამომრჩეველი იქნება.

როგორ შეაფასებთ მთავრობის მმართველ ბირთვს, რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს ქვეყნის სადავეებთან?

თავს შევიკავებდი ამგვარი შეფასებებისგან. “სამქემან შენმან….”!

რა გეგმები გაქვთ, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

ქართულ პოლიტიკაში შემოვედი და ჩემი ნებით გასვლას არ ვაპირებ… მაგრამ პოლიტიკაში ყოფნას არ ნიშნავს მაინცდამაინც მთავრობაში ან თანამდებობაზე ყოფნას… საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ  კიდევ არ მიშვებენ თუნდაც თავისუფალ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ დრო ჩემი აქტიურობის ჯერ არ დაბრუნებულა… მაგრამ მგონი მალე მოვა! 

15.10.14

ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნიუ-იორკში აბორტის წინააღმდეგ პარაკლისი აღავლინა

ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნიუ-იორკში აბორტის წინააღმდეგ პარაკლისი აღავლინა

5 years ago
შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ 

შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ 

4 years ago
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში”

მთავრობამ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიოს

8 years ago
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ალიბეგაშვილი დაამტკიცეს

„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნება

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by