• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეკონომისტები მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, კატეგორიის გარეშე, მთავარი მოვლენები
A A
ეკონომისტები მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

IMG_7381დღესსასტუმრო თბილისი მერიოტში ეკონომიკური ფორუმი გაიმართა თემაზე საქართველოს „სუფთა ექსპორტი“  – სექტორული გამოწვევები.

ფორუმზე, საქართველოში პირველად, მოხდა საქართველოს რეალური ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) დარგობრივი ანალიზის ანგარიშის წარმოდგენა.

სრული ექსპორტის ანალიზისას რთულია საქართველოში დამზადებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის შეფასება, რადგან მნიშვნელოვან წილს იკავებს ის პროდუქტი ან/და საქონელი, რომელიც რეექსპორტის გზით გადის საქართველოდან, ხოლო „სუფთა ექსპორტის“ დარგობრივი ანალიზი საშუალებას გვაძლევს რეალურად ვნახოთ რომელი სექტორის რა რაოდენობის საქონელი გადის ექსპორტზე ქართული ბაზრიდან.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით საქართველოს სუფთა ექსპორტის კვლევამ საინტერესო ტენდენციები გამოავლინა.

IMG_7303

როგორც დადგინდა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის და “სუფთა ექსპორტის” დარგობრივი სტრუქტურა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება.

 

2013 წელს ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 36%-ს რეექსპორტი  შეადგენდა (2012 წელს  -32%-ს).

როგორც ფორუმზე აღინიშნა, სუფთა ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული მთლიანი ექსპორ­ტი­საგან რადიკალურად განსხვავებულია. 2013 წელს საქართველოს სუფთა ექსპორტში მსუბუქი ავტომობილების ნაცვლად ლი­დერობს ფეროშენადნობები – 229,9 მილიონი აშშ დოლარით, რომელსაც სუფთა ექსპორტის მთლიან მოცულობაში 12,4 % უჭირავს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პირველ ათეულზე სუფთა ექსპორტის საერთო მოცულობის 58,3%, ხოლო ოცეულზე –  75,3% მოდის.

10804549_891519604192701_971855686_o

რაც შეეხება 2014 წელს, იანვარ-აგვისტოში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 36,2%-ს რეექსპორტი შეადგენდა. როგორც ჩანს, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში 2014 წლის იანვარ-აგვისტოში, ისევე როგორც 2013 წლის შესაბამის პერიოდში,  რეექსპორტს მნიშვნელოვანი წილი ეჭირა (97,3% ).

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში პირველ ათეულზე სუფთა ექსპორტის საერთო მოცულობის – 64,6% მოდის (2013 წლის იანვარ-აგვისტოში – 56,0%).

ფორუმს ესწრებოდნენ ეკონომიკის ექსპერტები, დარგობრივი წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები, წარმოდგენილი იყო შესაბამისი რეკომენდაციები და შენიშვნები.

ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის განცხადებით: “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ თემებზე და ექსპორტის სტრუქტურაზე მუშაობა. ის საექსპორტო ბაზრის მდგომარეობას სავალალოდ მიიჩნევს და აცხადებს, 

10800220_891520604192601_914316175_o

რომ ევროკავშირის ხელშეკრულება არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკისა და უმნიშვნელო პროდუქტების წარმოების პირობებში კეთილდღეობის მომტანი ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, როცა ექსპორტის მაჩვენებლების 9% თხილი შეადგენს, რა მდგომარეობა შეიძლება გვქონდეს. რამდენიმე პროდუქციას თუ არ გავითვალისწინებთ, ექსპორტის სია ძალიან მწირია. ეს უნდა გაითვალიწინოს მთავრობამ და ამ მიმართულებაზე იმუშაოს.“ – აცხადებს დემურგიორხელიძე.

 

ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით: “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჯართის ექსპორტიორი იყო, დღევანდელი მდგომარეობის დინამიკა საკამოდ დადებითად, თუმცა არასაკმარისად შეიძლება შეფასდეს. მან განაცხადა, რომ რეფორმები და  ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საექსპორტო კალათაში გამოჩნდეს ისეთი დარგები და პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად სამკურნალო საშუალებები.”

ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ზარქუას განცხადებით, ზრდის ტენდენცია კარგი, თუმცა არასაკმარისია. მან 

IMG_7359

აქცენტი სახელმწიფო პროექტების მნიშვნელოვნებაზე გააკეთა: „ჩემი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს მოქნილი და მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესი ზრდისკენ.  მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფოს ზოგ შემთხვევაში ბოლომდე არ მიყავს კარგი პროექტები. ამის ნათელი მაგალითი იყო

 პროექტი „აწარმოე საქართველოში“ რომელიც რეალურად რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის იყო გათვლილი. მართალია საბანკო პროცენტები მოქნილი და ერთგვარად ხელმისაწვდომი იყო, თუმცა აქ მთავარი ნიუანსი ფერმერების, გლეხების და მეწარმე სუბიექტების გამოუცდელობა გამოდგა.  მათ უჭირთ შეადგინონ ბიზნეს გეგმა არგუმენტირებული დასაბუთებით, ფურცელზე გადმოიტანონ ეს ყველაფერი და წარადგინონ შესაბამის საბანკო დაწესებულებებში. ეს კომპონენტი შედარებით სუსტია ამ დიდ ჯაჭვში და მას მთავრობის მხრიდან შესაბამისი ყურადღება არ ექცევა.“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

10151382_450300371771573_672651792_n

 

 

„სოფლის მეურნეობა ერთი კუთხით კიდევ შეიძლება გაიშალოს. უდიდესი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობას იმ შემთხვევაში, თუ წარმოებული იქნება  ბიო პროდუქტები. ნატურალურ პროდუქტებზე უდიდესი მოთხოვნაა. ევროპის ბაზარზე 7,5%-ით გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა. ბიო პროდუქტებზე მუშაობით და ბიოწარმოების განვითარებით საქართველო შეძლებს გახდეს უდიდესი ექსპორტიორი, ამის პოტენციალი მას ნამდვილად აქვს.“ – აცხადებს ბიოტექნოლოგიების სპეციალისტი, მეცნიერი თენგიზ ჯალიაშვილი.     

 

 

ეკონომიკურ ფორუმს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”. ორგანიზატორების განცხადებით ფორუმი ყოვეკვირეულად გაიმართება და კიდევ უფრო მეტი ექსპერტის ჩართვაა გამიზნული. “დოქტრინაში” აცხადებენ, რომ მოცემულ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის მიმართულებით მუშაობა და ეკონომისტების, როგორც მეცნიერების მაქსიმალური წამოწევა და ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობაა: “როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ გართულდა და დროში გაიწელა ჩვენი ქვეყნისთვის ე.წ. გადამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსით ყოფნა. სამწუხაროდ, მოცემული ეტაპისათვის, ამ მიმართულებით, რაიმე სასიკეთო პერსპექტივა არ ჩანს. ამაში სახელმწიფო სტრუქტურებზე უფრო მეტად, ის მეცნიერები და დარგის ექსპერტები უნდა დავადანაშაულოთ, რომელთაც

10804472_891520174192644_175473071_o

ვფიქრობთ, რომ მეტი აქტიურობა მართებთ და სამოქალაქო პასუხიმსგებლობის კარგად გაცნობიერება. დღეს ვერ ხდება ამ მიმართულებით ჯანსაღი აქტიურობა. მთავრობა არის მხარე და აქვს საკუთარი პოლიტიკას. მეცნიერებს და ამ შემთხვევაში კი ეკონომისტებს, უნდა ეთქმოდეთ საკუთარი წონადი სიტყვა, მათ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით შესაბამისი კვალიფიციური დასაფუთებული ხედვა. ისინი უნდა გამოვიდნენ რეკომენდატორები, მრჩევლები და ჯანსაღად გააკრიტიკონ თითოეული სამთავრობო ნაბიჯი. არ შეიძლება ქვეყანაში, ყველა პროცესზე ორიენტირებული ვიყოთ მთავრობაზე ან ოპოზიციაზე. არ შეიძლება ყველაფერზე პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს. აუცილებლად მიგვაჩნია მეცნიერებმა აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მართვაში ასპარეზზე გამოვიდნენ, როგორც სერიოზული მოთამაშეები. ესაა ჩვენი ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ . ვფიქრობთ, რომ მალე ბევრი ახალი სახე გამოჩნდება ასპარეზზე, რომლებიც ბევრ არაკვალიფიციურ და ზედაპირული დამოკიდბეულების მონე ექსპერტებს ჩაანაცვლებენ.”- აცხადებენ დოქტრინაში.

ShareTweet

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საინტერესო

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

11 years ago
გენერალი ბრედშოუ: „მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად უფრო გაღრმავდება“

გენერალი ბრედშოუ: „მჭიდრო თანამშრომლობა წლებთან ერთად უფრო გაღრმავდება“

11 years ago
გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს – დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ

5 years ago
დიმიტრი ქუმსიშვილი: “მთელ ჩემს გამოცდილებას ნამდვილად მოვახმარ დედაქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”

დიმიტრი ქუმსიშვილი: “მთელ ჩემს გამოცდილებას ნამდვილად მოვახმარ დედაქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”

11 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by